კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპაში ბელგიური ოჯახები ყველაზე უზრუნველყოფილია


ბელგიური ოჯახები ევროპაში ყველაზე უზრუნველყოფილნი არიან. ასეთ დასკვნამდე მივიდა ევროპის სტატისტიკური სამსახური – ევროსტატი. მეორე ადგილზე ოჯახების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, იტალიელები და გერმანელები გავიდნენ. სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ბელგიურმა ოჯახებმა 915 მილიარდი ევრო დააგროვეს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 210 პროცენტია. დღესდღეობით ბელგიური ოჯახების დანაზოგი 156 ათასი ევროა. აღსანიშნავია, რომ ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის მოქალაქეთა ოჯახების დანაზოგი ერთად აღებული. ექსპერტების მონაცემებით, ბელგიელები ფულს იმის გამო ინახავენ, რომ უმეტესობას სახელმწიფოს დიდი ვალი აქვს. ბევრი მათგანი შიშობს, რომ ვალების სწრაფად დაბრუნების მიზეზით, შესაძლოა, ხელისუფლებამ გადასახადები გაზარდოს. ამიტომ, ცდილობენ, შავი დღისთვის ფული გადანახული ჰქონდეთ. გარდა ამისა, ბელგიელები ბუნებითაც დანაზოგისა და სიფრთხილისკენ არიან მიდრეკილნი, რის გამოც მათ ხელმომჭირნეებს უწოდებენ. საინტერესოა, რომ ამის გამო ფრანგები, რომლებიც თავად არიან სიძუნწის ეტალონი, ევროპაში დაცინვის საგანი, ბელგიელების ხელმომჭირნეობაზე არაერთ ანეკდოტს იგონებენ. მსოფლიო გლობალური კრიზის დაწყებამდე ბელგიური ოჯახების დანაზოგი 882 მილიარდი ევრო იყო. ეკონომიკური კრიზისის პიკის დროს ეს დანაზოგი 795 მილიარდ ევრომდე შემცირდა.


скачать dle 11.3