კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„თბილისელების“ სამზარეულო


კოქტეილი „ამური“

საჭირო ინგრედიენტებია: ყინული, ტონიკი, 10 მილილიტრი შავი რომი, 10 მილილიტრი ჯინი, 2 წვეთი პიტნის ლიქიორი.

მომზადების წესი: ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ მაღალ ჭიქაში. ჯერ ყინული ჩაყარეთ, მერე ყინულს ზედ დაასხით ლიქიორი. შეავსეთ ტონიკით, ბოლოს ჩაასხით ჯინი და რომი.





სალათა „კუნძულები“

საჭირო ინგრედიენტებია: 150 გრამი „კრევეტები“, 1/2 ახალი ანანასი, ერთი კონა მწვანე სალათის ფურცლები, 50 გრამი ნიგოზი, 1 კბილი ნიორი, 100 გრამი ფხვიერი ყველი, მარილი – გემოვნებით.

სოუსისთვის: 2 კვერცხის გული, 70 მილილიტრი ზეითუნის ზეთი, 1/2 ფორთოხლის წვენი და ცედრა, 1/2 ლიმონის წვენი, კონიაკი, შავი პილპილი.

მომზადების წესი: „კრევეტები“ ჩაყარეთ მდუღარე მარილწყალში. გააჩერეთ სამი წუთი, ამოიღეთ და გაარჩიეთ.

ანანასი გაარჩიეთ, რბილობი დაჭერით კუბიკებად. სალათის ფურცლები კარგად გარეცხეთ. შეაშრეთ და ხელით დაფლითეთ. ნიგოზი მოხალეთ ცხელ, მშრალ ტაფაზე, არომატი რომ ჰქონდეს. ნიორი გაარჩიეთ, დაჭყლიტეთ, ყველი დაფხვენით.

სოუსისთვის კვერცხის გულები გათქვიფეთ ზეთთან, ლიმონისა და ფორთოხლის წვენთან ერთად. დაუმატეთ ცედრა. ცოტა კონიაკი, შავი პილპილი და ისევ ათქვიფეთ.

სალათის ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ თასში, ნიგოზის გარდა. ფრთხილად აურიეთ. მოასხით სოუსი და მოაყარეთ ნიგოზი.





კივის დესერტი

საჭირო ინგრედიენტებია: 150 გრამი თეთრი შოკოლადი, 350 მილილიტრი ნაღები 30-პროცენტიანი ცხიმიანობით, 70 გრამი შაქრის პუდრი, 1 ცალი ბისკვიტი (ტორტის), 4 ცალი კივი, 2 ცალი მანდარინი, 80 მილილიტრი ციტრუსის ლიქიორი, პიტნის ფოთლები მოსართავად.

მომზადების წესი: თეთრი შოკოლადი გახეხეთ. გაათბეთ ნაღები და გაადნეთ მასში შოკოლადი და შაქრის პუდრი. აცადეთ, ცოტა გაცივდეს.

ტორტის ბისკვიტი დაჭერით კუბიკებად, მანდარინი გაფცქვენით და თითოეულ ლებანს კანი გააცალეთ. ბისკვიტის ნატეხები დანამეთ ლიქიორით. წაუსვით ნაღების კრემი, დააწყვეთ მასზე მანდარინისა და კივის ნაჭრები. კიდევ წაუსვით კრემი და მოათავსეთ მაცივარში ერთი საათით. მორთეთ პიტნის ფოთლებით.


скачать dle 11.3