დანიელამ, სიამოვნებისთვის ვიხდიო
არა, რა უცნაურები არიან ეს ქალები. გასულ კვირას ინგლისური „ლივერპულის” მეკარის, დიეგო კავალიერის ცოლმა საინტერესო განცხადება გააკეთა. თუმცა, ჯერ თავად დიეგოს გასაჭირზე გეტყვით. ორი წელია, რაც კავალიერი „ლივერპულის” ღირსებას იცავს, მაგრამ რად გინდა, ჯერ ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია. „წითლების” კარში ესპანელი ხოსე რეინა შეუცვლელად დგას. ახლა რაც შეეხება დანიელას.
„არ გეგონოთ, ფული გვიჭირდეს, უბრალოდ, გახდა მსიამოვნებს და მამაკაცების ჟურნალებისთვის ამიტომ ვშიშვლდები. თანაც, ამას არც დიეგო მიშლის და მასაც უხარია, როცა ფოტოებზე კარგად გამოვიყურები,“ – განაცხადა დანიელამ მორიგი შიშველი ფოტოსესიის შემდეგ.
არადა, დარწმუნებული ვარ, დანიელას რომ მიადგე და უთხრა, გახდა ხომ გსიამოვნებს, გაიხადე, ისიამოვნე და მე უბრალოდ გიყურებო, გადაირევა.