ბოატენგი სასაცილოდ დაშავდა
„მანჩესტერ სიტის” გერმანელი მცველი ჟერომ ბოატენგი ისევ დაშავდა. თუ მან პირველი ტრავმა გერმანია-დანიის ამხანაგურ მატჩზე მიიღო, ახლა... თვითმფრინავში დაშავდა.
„ნაკრების თამაშის დროს მიღებული ტრავმა მოვიშუშე და „ლივერპულთან” შეხვედრისთვის ვემზადებოდი, მაგრამ თვითმფრინავში სულელური ტრავმა მივიღე. სტიუარდესას ბორბლიანი კალათა დაუგორდა და ფეხის თითზე გადამიარა. შედეგად, თითის ძვალი დაზიანდა და ექიმებმა მითხრეს, რომ თამაშს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ვერ შევძლებ. ეს რომ სხვას მოსვლოდა, ალბათ, გულში ვიტყოდი, იდიოტია-მეთქი და ახლა იგივეს საკუთარ თავზე ვფიქრობ“, – წუწუნებდა ბოატენგი.