***
მუსიკის გაკვეთილზე მოსწავლე მივიდა‚ გახსნა ვიოლინოს ფუტლარი და შიგ ავტომატია...
– ეს რას ნიშნავს? – ეკითხება მასწავლებელი.
– ეს იმას ნიშნავს‚ რომ მამაჩემი ბანკთან ჩემი ვიოლინოთი დგას.
***
მიღწევაა: 3 წლის ასაკში მშრალ ლოგინში გაღვიძება.
17 წლის ასაკში – ქალთან ღამის გატარება.
25 წლის ასაკში – კარგი ცოლის შერთვა.
35 წლის ასაკში – კარგი კარიერა და ოჯახი.
45 წლის ასაკში – ოჯახი და კარიერა.
55 წლის ასაკში – კარგი ცოლის შერთვა.
65 წლის ასაკში – ქალთან ღამის გატარება.
85 წლის ასაკში – მშრალ ლოგინში გაღვიძება.
***
ჩუქჩები იურტაში კოცონთან სხედან და ყალიონს აბოლებენ. უცბად‚ საიდანღაც ვერტმფრენი გამოჩნდა. ყველანი გარეთ გამოვიდნენ‚ ბავშვები მოხუც ჩუქჩას ეკითხებიან:
– პაპი‚ ეს რა არის?
– ვერტმფრენია‚ ახლა იქ დაჯდება‚ გადმოხტებიან ადამიანები‚ დალევენ‚ ირბენენ‚ იყაყანებენ‚ იყვირებენ‚ სროლას დაიწყებენ‚ ქალებს დაერევიან... ამას ექსპედიცია ჰქვია...
***
– ჩემო ფისუნია‚ როგორ ფიქრობ‚ სიყვარული სიამოვნებაა თუ შრომა‚ – ეკითხება პოლკოვნიკი ცოლს.
– რა თქმა უნდა‚ სიამოვნება... ყოველ შემთხვევაში‚ შენთვის‚ შრომა რომ იყოს მთელ ასეულს სათითაოდ დაიხმარებდი...
***
– დედა მე ახალი გოგო მყავს?
– ძალიან კარგი. აბა‚ მომიყევი როგორია?
– ძალიან ლამაზი და დამჯერი...
– რა‚ ისევ სექსშოფიდან?!
***
ერთი მამაკაცი მეორეს ეკითხება.
– შენ უკვე 10 წელია‚ ცოლი მოიყვანე და ამბობ‚ ერთხელაც არ მიღალატიაო. რატომ?
– ახლა... მიზეზი ორია...
– ალბათ‚ სიყვარული და ერთგულება.
– არა! სიზარმაცე და პორნოსაიტი.