კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღიდგინეთ ენერგია


გადაღლამ გარეგნობაზეც იმოქმედა და ფორმაში ჩადგომა გიჭირთ. არადა, შვებულებას ვერ ეღირსეთ. ნუ ინერვიულებთ, თორემ კიდევ უფრო დაიმძიმებთ მდგომარეობას. არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი, რომელიც შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ და დაღლილობა მოიხსნათ. შესაბამისად კი, გუნებაც გამოგიკეთდებათ და თავის მოვლასა და გალამაზებასაც ხალისით შეუდგებით. მაშ ასე, ყოველდღიური დატვირთვისა და გაუსაძლისი სიცხის მიუხედავად, თქვენ მაინც შეძლებთ, აღიდგინოთ ენერგია და გამოიყურებოდეთ ლამაზად, რაც ნებისმიერ სიტუაციაში სჭირდება ქალს.

* იმდენი სამუშაო გაქვთ, რომ მაგიდიდან თავს ვერ სწევთ? გამონახეთ სულ რამდენიმე წამი და წაივარჯიშეთ:

– ჩაისუნთქეთ ღრმად და ამოისუნთქეთ მთელი ძალით – 3-ჯერ;

– დაიზილეთ კეფა;

– რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამეთ თვალი;

– ენერგიულად დაისრისეთ ყურები.

* თუ ცაიტნოტში ხართ, რაციონიდან ამოიღეთ შაქარი. ეს პროდუქტი აფერხებს გონებრივი მუშაობის პროცესს. ნახშირწყლების მაღალი შემცველობის გამო არ არის რეკომენდებული კარტოფილის ჭამაც.

* სამუშაოს დამთავრებამდე დარჩა 2-3 საათი, თქვენ კი უკვე ძალა გამოგეცალათ. შეჭამეთ ერთი ცალი ფორთოხალი და დაიბრუნეთ შრომის უნარი. C ვიტამინი აგავსებთ ენერგიით, ხოლო ნარინჯისფერი აგიმაღლებთ განწყობას.

* სამსახურის შემდეგ გაისეირნეთ 15 წუთით მაინც. აუჩქარებლად მიდით გაჩერებამდე. ცოტა ხნით სკამზეც ჩამოჯექით და დააკვირდით გამვლელ-გამომვლელს. ასე მოახერხებთ, სამსახურის საქმეებიდან ყურადღება სხვაზე გადაიტანოთ.

* ერთი სული გაქვთ, სახლში მიხვიდეთ და ტელევიზორთან მოკალათდეთ. გირჩევთ, შეცვალოთ სცენარი, გადააბიჯოთ „არ მინდას“ და წახვიდეთ აუზზე. წყალში გატარებული ნახევარი საათიც კი საკმარისია, რომ დაღლილობა უკვალოდ გაქრეს.

* ვერ ახერხებთ აუზზე წასვლას? – შორს არის, ძვირია და ასე შემდეგ... არა უშავს, გამოსავალი მაინც არის! დაღლაც რომ მოიხსნათ და მშვიდადაც დაიძინოთ, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ ამის გაკეთება. მოიმზადეთ აბაზანა ზღვის მარილითა და ლავანდის ზეთით – პროპორციებით: 500 გრამი მარილი, 8 წვეთი ზეთი. ჩაწექით და ინებივრეთ 20 წუთი.

თუმცა, გაითვალისწინეთ, ყველაზე სასიამოვნო პროცესი განტვირთვისთვის მაინც თქვენი რჩეულის ჩახუტება და კოცნაა.

დაისვენეთ და იყავით მუდამ ლამაზები!


скачать dle 11.3