კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საშიში სიცხეში ემოციური დატვირთვა


პაპანაქება სიცხე განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ჰიპერტონიითა და გულით დაავადებულ ადამიანებზე. ამ დროს მეტი დატვირთვით მუშაობს გული და ადამიანს დისკომფორტის შეგრძნებას უქმნის.

ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ საკვები, რადგან ასეთ პერიოდში კვებითი მოწამვლა და ნაწლავური ინფექციები ხშირია.

სიცხეში შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით მაშინ, თუ გული გაწუხებთ და ხვდებით, რომ სუსტად გრძნობთ თავს. ჯობია, დილა-საღამოს იმუშაოთ, შუადღისას კი ჩრდილში დაისვენოთ.

ასევე, ზაფხულის პაპანაქებაში უნდა მოერიდოთ სტრესულ და მღელვარე სიტუაციაში ყოფნას. ამ დროს ემოციური დატვირთვა ძალიან საშიშია.

მოერიდეთ ცივ წყალში ბანაობას, რადგან ტემპერატურის მკვეთრმა ცვალებადობამ შეიძლება, სისხლძარღვთა სპაზმი გამოიწვიოს. დღის განმავლობაში სვით სითხეები. აჯობებს თუ მინერალურ წყალს დალევთ, რადგან ის მიკროელემენტების ბალანსს აღადგენს ორგანიზმში.

სიცხეში ადამიანების იმუნიტეტი და ამტანობა საგრძნობლად ქვეითდება. ჩვენ უამრავ ენერგიას ვხარჯავთ მცხუნვარე მზის დროს და ეს ენერგია აუცილებლად უნდა აღვიდგინოთ.


скачать dle 11.3