***
ქმარი შინ კარგ გუნებაზე დაბრუნდა.:
– გინდა‚ ციდან ვარსკვლავებს მოგიწყვეტ...
– ვარსკვლავები მომინდომა‚ სახლიდან ფეხს ვერ მოიცვლი!
***
აბრამი მოშეს შეხვდა.
– მისმინე‚ შეგიძლია‚ მეგობარს ასი ლარი ასესხო?
– როგორ არა‚ მაგრამ მე მეგობრები არ მყავს.
***
– ნუ უარყოფ‚ ჩემი თვალით დავინახე‚ როგორ კოცნიდი შენს ახალ მდივანს.
– უჰ‚ როგორ მომივიდა‚ მე ისევ ძველი მეგონა.
***
ახალგაზრდა ქალაქში დასეირნობს. ხედავს, მოხუცს სინზე დაუსვამს წრუწუნა და მუსიკაზე აცეკვებს. უბანს გავაოცებო‚ იფიქრა ახალგაზრდამ და მომყიდეო‚ მიადგა წრუწუნას მწვრთნელს. რაც ფული ჰქონდა, სულ მისცა და წრუწუნა წაიყვანა.
მეორე დღეს მივარდა იმ ადგილას გაბრაზებული მყიდველი და ხედავს მოხუცი მშვიდად ზის და უკვე მეორე წრუწუნას აცეკვებს.
– მომატყუე ხომ‚ ეს წრუწუნა არ ცეკვავს‚ ხალხი შევყარე დავსვი სინზე და არც კი გაინძრა!
– ბაბუ‚ სანთელი შეუნთე ქვეშიდან?
***
– მიხო და მარო სადილობენ. წამოვარდა მიხო და კოვზი სდრუზა მაროს თავში.
– რატომ? – ჰკითხა მარომ.
– პირ ნუ აწკლაპუნებ!
ზის მარო‚ ჩუმად ჭამს‚ ცდილობს ერთი ბგერაც კი არ გამოუშვას. მაგრამ მიხო მაინც წამოხტა და ისევ კოვზი დაუშინა თავში.
– ახლა რაღატომო, – ჰკითხა მარომ.
– აი, შენი პირის წკლაპუნი რომ მახსენდება‚ ვცოფდებიო.
***
თქვენი ხაზები ხელისგულებზე იმაზე მეტყველებენ‚ რომ უნდა დაიბანოთ.
***
განცხადება გაზეთში: სტენოგრაფისტი-კომპიუტერზე ამკრეფი ეძებს ენაბლუ დირექტორს.
***
მწერალმა ცოლი მოიხმო:
– ახლა იმ სცენის დაწერას ვაპირებ‚ როდესაც ქალები მოდაზე ლაპარაკობენ. თუ გახსოვს‚ რა იყო მოდაში‚ რა ეცვათ ქალებს ოცი წლის წინათ?
– იგივე‚ რაც ახლა მე მაცვია. შეგიძლია, აღწერო.