კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საკვები და ორგანიზმის ჯანმრთელობა ურთიერთკავშირშია


ნებისმიერი სახეობის საკვები განსაკუთრებულ მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებზეც დამოკიდებულია კანის, თმის, ფრჩხილისა და საერთოდ, ორგანიზმის მდგომარეობა.

მცენარეული ზეთი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით – ომეგა 3-ით და ომეგა 6-ით. სწორედ ეს ნივთიერებები აგებს პასუხს კანის თვითდატენიანებაზე და ძირითადად, წამყვან როლს ასრულებს თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის აღდგენაში.

სასარგებლო მჟავებით მდიდარია თევზი. იმისთვის, რომ გქონდეთ ჯანსაღი კანი, თმა და ფრჩხილები ყოველდღიურად ორი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 200 გრამი თევზი უნდა მიირთვათ.

კეფირი შეიცავს ბიფიდო და ლაქტობაქტერიებს. ბიფიდობაქტერიები ორგანიზმს იმუნური სისტემის აღდგენაში ეხმარება. ლაქტობაქტერიები კი პასუხს აგებს ორგანიზმის მიერ ვიტამინების შეთვისებასა და კანში Q ვიტამინის წარმოქმნაზე. თუ ორგანიზმს ეს ბაქტერიები აკლია, ვიტამინები სრულად შეითვისება. ეს კი, უპირველესად, კანზე აისახება, კერძოდ კი ცხიმიანზე, რომელიც მიდრეკილია ჩირქოვანი ანთებითი პროცესებისა და აკნესადმი. დაქვეითებული იმუნიტეტი ამწვავებს კანზე მიმდინარე ანთებით და ჩირქოვან პროცესებს. ორგანიზმისთვის ბიფიდო და ლაქტობაქტერიების ნორმალური მიწოდებისთვის აუცილებელია, დღეში ერთი ან ორი ჭიქა კეფირის დალევა.

მხოლოდ ხორცეულს შეუძლია, ორგანიზმს მიაწოდოს საჭირო რაოდენობით ცხოველური ცილა. ცილის ნაკლებობის შემთხვევაში, კანი გაცილებით მომჩვარულია და ნაოჭდება. ელასტიკურობისა და სიგლუვის დასაბრუნებლად, დღეში 100-200 გრამი ხორცის ჭამაა საჭირო, განსაკუთრებით კი 30-35 წლის ასაკის ზემოთ, როცა კანის უჯრედებში კოლაგენის გამომუშავება მცირდება.

მშრალი კანი, რომელიც შეწითლებულია და ალერგიისკენ არის მიდრეკილი, A ვიტამინის ნაკლებობას განიცდის. ამ შემთხვევაში, უნდა მიირთვათ სტაფილო. ეს ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინს და უჯრედისს, რაც ხელს უწყობს კანის გამოჯანმრთელებას, ასწორებს მის სტრუქტურას. A ვიტამინის სიჭარბეც არ ვარგა, რადგან ის იწვევს კანის სიყვითლეს. სასურველია, დღეში ერთი საშუალო ზომის სტაფილო გახეხოთ და მიირთვათ.

თხილეულში ბევრი თუთიაა. მისი ნაკლებობა იწვევს ფრჩხილებზე თეთრი ლაქების, ნაპრალების გაჩენას და შრეებად დაყოფას. ამის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, დღეში ნახევარი ჭიქა ნუში მიირთვათ. თუთია დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ ძვლის სტრუქტურაზე, არამედ, ნივთიერებათა ცვლაზეც. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას.

გრეიპფრუტი უამრავ C ვიტამინს შეიცავს. მისი ნაკლებობის შემთხვევაში, ორგანიზმში ყველა პროცესის ინტენსივობა მცირდება, იწვევს გადაღლილობას და ირღვევა კანში სისხლის მიმოქცევის პროცესი. C ვიტამინი ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას. გრეიპფრუტი C ვიტამინის გარდა შეიცავს ეთერზეთებს, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. გირჩევთ, მიირთვათ ერთი ჭიქა გრეიპფრუტის ნატურალური წვენი სადილობამდე.

ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს. ის აწესრიგებს ნახშირწყლების, მარილებისა და წყალმარილების ცვლას ორგანიზმში. საკმარისია, ადამიანმა დღეში ორი ბანანი მიირთვას და ყველა ამ პროცესს ადვილად დაარეგულირებს.


скачать dle 11.3