კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნესვი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას


ათეროსკლეროზის დროს თქვენს სისხლძარღვებს ვარჯიში სჭირდება. ამისთვის ყოველდღიურად უნდა აკეთოთ ბუქნები და მიიღოთ გრილი შხაპი. ასევე, კარგია სწრაფი სიარული. სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს ისეთი ბოსტნეული, როგორებიცაა: ნიორი, წიწაკა, ხახვი და ბოლოკი. ეს ბოსტნეული მნიშვნელოვნად აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

მეტეორიზმის დროს მოერიდეთ ისეთი პროდუქტის მიღებას, რომლებიც გაზების წარმოქმნას უწყობს ხელს. ასეთი საკვებია ის, რაც კუჭში დიდხანს ჩერდება. რძის შაქრის ანუ ლაქტოზას ინდივიდუალური აუტანლობა ასევე იწვევს მეტეორიზმს. ასეთ დროს ლაქტოზა არ იშლება ნაწლავებში, მასში დამშლელი ფერმენტების არარსებობის გამო. მენიუში შეიტანეთ უხსნადი კვებითი ბოჭკოების შემცველი პროდუქტები. დაიცავით კვების რეჟიმი. ნუ გადაიტვირთავთ კუჭს ზედმეტი საკვებით. წვნიანი, ხილ-ბოსტნეული, კენკროვნები, ატამი, ნესვი, ალუბალი, ქლიავი და პომიდორი ხელს უწყობს საკვები მასის სწრაფ გადაადგილებას ნაწლავებში, რაც თავისთავად ამსუბუქებს მეტეორიზმს. მცირე რაოდენობით მჟავე ხილის, კერძოდ, მჟავე ვაშლის, ლიმონის ან გრეიპფრუტის მიღება ჭამის წინ, აძლიერებს კუჭის ლორწოვანი გარსის მიერ სიმჟავის გამოყოფას. ეს კი ხელს უწყობს საჭმლის მონელების შემსუბუქებას, აფერხებს მეტეორიზმის განვითარების რისკს.

დაბალი წნევის დროს დაგეხმარებათ ფიზიკური ვარჯიში, რომელიც ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს კუნთების ტონუსის შენარჩუნებას. ასევე, ეფექტური შედეგი აქვს მასაჟს და კონტრასტულ შხაპს.

ჰიპოტონიკებისთვის სასარგებლოა მარილიანი საკვების მიღება. სისხლის წნევის ამწევი მსუბუქი საშუალებაა მაგარი, ახალმომზადებული ჩაი, რომელიც ბუნებრივი მატონიზირებელია. ამ დროს კარგია სოია, ხილი, ბოსტნეული. ისინი ვიტამინებითაა მდიდარი, ასევე, კარგია თუ მიირთმევთ თხილეულს, მზესუმზირასა და მარცვლეულს.

ვენების ვარიკოზულ გაგანიერებასთან საბრძოლველად აუცილებელია სისტემატური ფიზიკური ვარჯიში, სეირნობა სუფთა ჰაერზე, ცურვა. დაწექით ზურგზე, ასწიეთ ფეხები ზევით, დაახლოებით, 30-40 წუთის განმავლობაში. ეს ვარჯიში ყოველდღე რამდენჯერმე შეასრულეთ. ასევე, მოერიდეთ დიდხანს ფეხზე დგომას. ზედმეტმა წონამ შესაძლებელია, ეს დაავადება კიდევ უფრო გაამწვავოს. ამიტომ, აკონტროლეთ საკუთარი სხეულის წონა. თუ ვენების გაგანიერება გაწუხებთ, აუცილებლად შეიტანეთ საკვებ რაციონში თუთიის შემცველი პროდუქტები, მაგალითად, ასეთებია: სიმინდი, კომბოსტო, სოია, ისპანახი, ახალი მჟავე ხილი და წიწიბურა.


скачать dle 11.3