კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შექმნა ახალი სეზონისთვის „ბიუსტ-მიქსი” რობერტო კავალიმ


რობერტო კავალის მოდის ერთ-ერთი ხაზი „ჯასთ კავალი” მთელი ევროპისა და მის საზღვრებს გარეთაც მოდის მოყვარულ ახალგაზრდებს შორის საოცრად პოპულარულია. ის აცვიათ აგრესიულად განწყობილ კომფორმისტებს, პროტესტის გრძნობით განმსჭვალულ პაციფისტებს, უბრალო სტუდენტებს და კოქტეილის ლამაზი კაბების მოყვარულ „გოგჩოებს”...

თუმცა, წელს „ჯასთ კავალის“ როკერი-გოგონა, ტყავის ქურთუკებით, ბევრი ელვაშესაკრავითა და რკინის ღილაკებით წარსულს ჩაბარდა. მაგრამ, არ იფიქროთ, რომ ის კუბოკრულმა ფლანელის პერანგებმა ან საფარის სტილმა შეცვალა. კავალიმ კოლექციის იდეა, ანუ ინსპირაცია, როგორც ჩანს, ყველაზე უცნაური სტილის მიმდევარი მსახიობისგან – კორტნი ლავის 1993 წლის ჩაცმულობის სტილიდან აიღო, როცა ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუსაბამო ანსამბლის ჩაცმით იქცევდა ის ყურადღებას და ყოველწლიურად, მოდური ჟურნალები წლის ყველაზე უგემოვნო მსახიობად ასახელებდნენ. მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავივიწყოთ კავალის ორიგინალურობაც, რადგან ამ ყველაფერს ემატება ქალის თეთრეულის ელემენტები, მსუბუქი და მყვირალა ფერის ქსოვილები.

შიგადაშიგ „ჯასთ კავალი” „გამოისვრიდა” იშვიათ, თითქოს კოსტიუმში შემთხვევით მოხვედრილ ვინტაჟის სტილის სატინის კორსეტს ან „მაქმანის” ბიუსტჰალტერს, რაც ერთიანობაში „ბიუსტ-მიქსს“ ქმნიდა. პოდიუმზე სურათები ელვის სისწრაფით იცვლებოდა. ერთმანეთს ცვლიდა გრძელი და მოკლე დაპრინტული შიფონის დღის კაბები. საღამოსთვის კი იმავე სტილში, უბრალოდ შავი მაქმანით იყო შესრულებული მოდელები. შუაღამისთვის კავალიმ ჟაკარდს და ტიულს მიმართა.

სანამ პოდიუმზე გაჟღერდებოდა საუნდთრეკი ფილმიდან „სმელზ ლაიქს თიინ სფირით”, ჩვენებაზე დამსწრე სტუმრებმა მიიღეს მესიჯი – „დიდი მადლობა, ბობი”. როგორც ჩანს, რობერტო კავალი საკუთარ თავს მიმართავდა, ისე როგორც მის ბრენდს თინეიჯერები უწოდებენ – „ჯასთ ბობი”. მაგრამ მხოლოდ ეს ნოტი არ ყოფილა პოდიუმზე. როდესაც „ჯასთ კავალის” გოგო მიხვდება, რომ საქმეს მეტი სექსუალურობა სჭირდება, ის წამსვე გადაიქცევა გამომწვევ არსებად, რომელიც შავი აბრეშუმის კაბაშია გახვეული ან უკიდურეს შემთხვევაში, თავიდან ბოლომდე დახეული ღია ფერის ჯინსებითა და ლამაზი, გამჭვირვალე თხელი სვიტერით არის მოსილი. ჯინსის მინი ქვედაკაბები ამ სეზონზე საკმაოდ აქტუალურია და ამის ნათელი მაგალითი „ჯასთ კავალის” კოლექციაცაა. მართალია, კოლექციას კრიტიკა საკმაოდ მკაცრად მოეკიდა, მაგრამ თინეიჯერების გული, ამდენმა სიჭრელემ, სიშიშვლემ და მიხეულ-მოხეულმა ტანსაცმელმა, ნამდვილად გაახარა.

განსაკუთრებული მოწონება მაინც მოტოკროსის მრავალფერიანმა ტყავის ქურთუკებმა დაიმსახურა. ამით კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი – კავალიმ ხუთი წლით გააგრძელა თავის კონტრაქტი „ლიტერთან”, ტყავის ექსკლუზიურ მწარმოებელთან იტალიაში.

„ჯასთ კავალის” კოლექციაში ბევრი წარწერები იყო – ამ სეზონის ნამდვილი ჰიტი. კაბებზე, მაისურებზე, ქვედაკაბებზე რას აღარ აწერენ თანამედროვე მოდის მიმდევრები – სახელებს, მესიჯებს, პოლიტიკურ განცხადებებს, სიყვარულის ახსნას და სხვა. კავალიმ ყველაფერი მარტივად გადაწყვიტა, მის კაბებსა და მაისურებზე სხვადასხვა ფრაზა ეწერა, მათგან ყველაზე საინტერესო იყო ერთი – „აი ჰევ ბინ თაჩ ბაი კავალი” – მე კავალი შემეხო, შეეხეთ მას თქვენც!


скачать dle 11.3