მიხო ავად გახდა და ახლობლები დაიბარა‚ ანდერძი უნდა გაგაცნოთო. სათითაოდ აუხსნა და ჩამოაწერინა ყველას‚ ვის რა ქონებას უტოვებდა. ბოლოს‚ კმაყოფილმა ნათესავებმა ჰკითხეს‚ ეს ქონება სად ინახებაო.
– მე საიდან უნდა ვიცოდე‚ მაგაზეც მე ვიფიქრო?
***
– რას ნიშნავს მეტი ინფორმაცია მინიმალური დანახარჯებით?
– მინი ქვედა კაბას.
***
– რამდენჯერ უნდა გითხრა‚ ჭამის დროს ნუ კითხულობ-მეთქი! ვერც ხედავ‚ რას ჭამ‚ გემოსაც კი ნორმალურად ვერ იგებ‚ – ეუბნება ცოლი ქმარს.
– სწორედ მაგიტომ ვკითხულობ.
***
– ჩემო სიხარულო‚ საყვარელო‚ სიცოცხლევ‚ ლამაზო‚ ვაჟკაცო...
– ახალი მობილური თუ სუნამო?
***
სექსშოფში ქალი და მამაკაცი შედის‚ მამაკაცი – ძალიან გამხდარი‚ ქალი – ძალიან მსუქანი.
გამყიდველი:
– რა გაინტერესებთ?
– რამე ორიგინალური ქალბატონისთვის.
– აიღეთ ეროტიკული თეთრეული‚ ეს ძალიან სექსუალურია და მოდაშიცაა!
მოკლედ აირჩიეს ქალისთვის ყველაზე დიდი ზომა სუპერეროტიკული თეთრეული.
გამყიდველი:
– თქვენთვის არ გინდათ‚ მძაფრი შეგრძნებებისთვის „ვიაგრა“ შეიძინოთ?
– არა‚ ამ სანახაობის ყურებისას მირჩევნია „კორვალოლი“ დავლიო.
***
ქმარი მივლინებიდან დაბრუნდა და ცოლს გამოუტყდა‚ საქორწინო ბეჭედი დავკარგეო.
– არ მესმის‚ ბეჭედი როგორ უნდა დაგეკარგა‚ გაცხარდა ქალი‚ – რატომ არ მოუფრთხილდი‚ თითიდან როგორ წაგძვრა?
– სულ შენი ბრალია‚ რამდენჯერ გითხარი‚ ჯიბე გამიკერე‚ გარღვეულია-მეთქი.
***
ცოლი და ქმარი ბარში სხედან. ამ დროს მოცქრიალდა უცნობი ქალიშვილი‚ კაცს გრძნობით აკოცა და ისევ გაუჩინარდა.
– ვინ არის? – გაუკვირდა ცოლს.
– კარგი რა‚ შენ მაინც ნუ მომიშლი ნერვებს. ისიც მეყოფა‚ იმას რომ უნდა ავუხსნა‚ შენ ვინ ხარ.
***
– თქვენი ქმარი სად მუშაობს?
– ქმარი თხუთმეტი წლის წინათ მომიკვდა.
– კი მაგრამ‚ თქვენ ხომ პატარა შვილები გყავთ?
– ქმარი მომიკვდა‚ მე კი არ მოვმკვდარვარ?!