კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აპირებდა აბელ ენუქიძის შვილის დედა ბანკის გაქურდვას და რატომ დაკარგა მეხსიერება მისი შვილის მამამ


ამბობენ, სტალინმა იმის გამო, რომ არასასურველი მოწმეებისგან გათავისუფლებულიყო, თავისი ერთგული ადამიანებიც კი გაწირაო. არ დაინდო უახლოესი მეგობარიც – აბელ ენუქიძე, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, სემინარიელობისა და ბოლშევიკობის წლებში გაიცნო. მათი უთანხმოება განსაკუთრებით იმ სტატიიდან დაიწყო, რომელიც გაზეთ „პრავდის“ ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ენუქიძე აკნინებდა თავის როლს ბაქოს ბოლშევიკურ ორგანიზაციაში და ამით პირველ ადგილს სტალინს ანიჭებდა. როდესაც მან „ენკავედეს“ ხელმძღვანელობისგან გაიგო, რომ დადანაშაულებულია სამშობლოს ღალატში, სასამართლოზე თქვა, რომ მისი დანაშაული, ალბათ, ისაა როცა სტალინს კამენევისა და ზინოვიევისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა უნდა გამოეტანა, ის შეეცადა, სტალინისთვის აზრი შეეცვლევინებინა. ენუქიძეს პარტიულ წრეებში ჰუმანურ პიროვნებად ახასიათებდნენ. სოლიდური გარეგნობის, ღია ფერის თმით, სასიამოვნო, დახვეწილი მანერების, თბილი ბუნების კაცი გახლდათ, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით, ნაკლებად აინტერესებდა კარიერა და გაჭირვებული ადამიანების დახმარება უყვარდა. 30-იან წლებში მას რუსეთის ცენტრალურ კომიტეტში მაღალი თანამდებობა ეკავა. როდესაც სტალინმა დააპირა მისი პოლიტბიუროსთვის წარდგენა, ენუქიძე შეგნებულად არ დათანხმდა.

1992 წელს რუსეთის საპატრიარქომ გამოსცა ეგრეთ წოდებული შვიდი წიგნი სახელწოდებით „მუჩენიკი, ისპოვედნიკი ი პოდვეჟნიკი ბლაგოჩესტია რუსკოი პროვოსლოვნეი ცერკვეი ს დვოდცატოგო სტოლეტია“. მასში აბელ ენუქიძე რუსეთის პატრიარქ ერმოგენთან ერთად არის შეყვანილი. სულ ახლახან კი მოსკოვიდან საქართველოში ჩამოვიდა მისი ერთადერთი ვაჟი, პროფესორი პეტრე პოლაჟაევი, რომელსაც მამა არ ახსოვს, მაგრამ გადმოცემით მასზე საინტერესო ამბავს გვიამბობს.

პეტრე პოლაჟაევი: მე ჩამოვიტანე წიგნი მამაჩემზე რომ მათ ვაჩვენო, ვინც მას იცნობდა. თუმცა, ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია, მუდმივად ვარედაქტირებ. ქუთაისის გუბერნიის, რაჭის მაზრის სოფელ წკადისში, გლეხის ძირძველ ოჯახში ბიჭი დაიბადა. მას ჰყავდა გავლენიანი ბიძა, რომელიც ახალსენაკის სახალხო სასწავლებელს და სხვა რეგიონულ სასწავლებლებს განაგებდა. ბიძამ აბელს საშუალება მისცა, სწავლის საფასური არ გადაეხადა. მან ასწავლა რუსული ენა და შემდგომ, ყველაფერ მნიშვნელოვანს რუსულად წერდა. ხუთკლასიანი განათლების მიღების შემდეგ თბილისში გამოემგზავრა და მიხაილოვის სარკინიგზო სასწავლებელში ჩააბარა. 1893 წელს ეს სასწავლებელიც დაამთავრა. ამ დროს ქვეყანაში მარქსისტულ-პროპაგანდისტული საქმიანობა მიდიოდა. შეიქმნა მეორე, მესამე დასი. აბელი გახდა მარქსისტული ფილოსოფიის აგიტატორი.

„1900 წელს შეხვდა ის სემინარიელ სოსო ჯუღაშვილს. ამის შემდეგ კი მოხვდა რუსეთის „სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიაში. მაგრამ ურჩიეს თბილისში კი არა, ბაქოში ემუშავა. ბაქოში აბელმა მატარებელზე მემანქანის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. 1903-1904 წლებში, ლენინის მითითებით, ბაქოში ბორის კრასენი ჩავიდა. მან აბელი ახალ სამსახურში მოაწყო. კრასენთან და კიდევ ერთ თავის ნათესავთან, ტრიფონ ენუქიძესთან ერთად, რომელიც საოცრად განათლებული მექანიკოსი იყო, ჰიდროელექტროსადგურის აშენებაში იღებდა მონაწილეობას. მერე გახსნეს მიწისქვეშა პოლიგრაფიული საწარმო, სახელწოდებით „ნინა“, რომელიც დევნის გამო ხან იკეტებოდა, ხან სხვაგან გადადიოდა. რუსეთის პირველი ბურჟუაზიული რევოლუციის დროს გადაწყვიტეს, მოსკოვში გაეხსნათ სტამბა. მოსკოვში იყო ასეთი ცნობილი მაღაზია „კავკასიური ხილი“, სადაც ეს ტიპოგრაფიული გამომცემლობა იყო. ის მთელ მოსკოვს პროლეტარული გაზეთებით და სხვადასხვა პროპაგანდისტული მასალებით ამარაგებდა. აბელი შვიდჯერ დააპატიმრეს და ყოველ ჯერზე წარმატებით აღწევდა თავს ციხეს. ბოლოს პეტერბურგში დაიჭირეს და არხანგელსკის გუბერნიაში გააგზავნეს. იქიდანაც გაიქცა და ისევ ბაქოში ცხოვრობდა. მერე გორკი, ლენინი გაიცნო და დაიწყო მათთან კორესპონდენტობა. აღმოსავლეთ ციმბირში გადაასახლეს, სადაც ორი წელი დაყო. მეფის ჯარისკაცებს მოთმინება აღარ ჰყოფნიდათ და პოლიტიკურ დევნილებთან ერთად, ისიც განდევნეს. იქ ჯარისკაცად კი არ აიყვანეს, სამხედრო ლოგისტიკაში გაანაწილეს, რადგან კარგად ერკვეოდა ასაფეთქებელ საშუალებებსა და იარაღში. „სიბირის“ პოლკში საომარ აღჭურვილობას განაგებდა. შემდეგ გადაიყვანეს პეტროგრადში. სვერდლოვის გარდაცვალების მერე კი ცენტრალური კომიტეტის მდივნად აირჩიეს (1922-1933 წლები). კალინინის შემდეგ მეორე პირი იყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ სამსახურთან დაკავშირებით, პრეტენზიები წაუყენეს. თითქოს რაღაც შეთქმულებაში მონაწილეობდა, რისთვისაც თანამდებობიდან მოხსნეს. გადაიყვანეს კავკასიაში კურორტების ხელმძღვანელ პირად. მან ამაზე პროტესტი გამოთქვა, რომ ეს მისთვის სრულიად შეუფერებელი სამსახური იყო და ცოტა ხანში ისევ მოსკოვში დაბრუნდა. ქალაქ ხარკოვის კანტორის გამგებლად დანიშნეს, სადაც სულ ორი წელი იმუშავა. შემდეგ დაიწყო რეპრესიები.

– სტალინს ორჯონიკიძე და ენუქიძე თავის განუყრელ მეგობრებად მიაჩნდა, თუმცა, ყველა მისი მეგობრის ბედი უცნაურად დასრულდა.

– მართალია, სტალინს აბელი ახლო მეგობრად მიაჩნდა, მაგრამ აბელი აბსოლუტურად, სულ სხვა ადამიანი იყო. სტალინი აიძულებდა პოლიტბიუროში შესვლას, მაგრამ ის არ თანხმდებოდა. მან უთხრა – სოსო, არ გინდა! ლაზარ კოგანოვიჩს უნდა ეს პოსტი და მიეცი. მე ისედაც კარგად ვიმუშავებო. ეს მან იმიტომ კი არ თქვა, რომ ძალიან გულახდილი და პირდაპირი იყო, იცოდა, რადაც დაუჯდებოდა პოლიტბიუროს წევრობა. ალბათ, იყო რაღაც-რაღაცეები, რისი თქმაც უხერხულად მიაჩნდა – მაგალითად, 1934 წლის პირველ დეკემბერს კიროვის მკვლელობის ამბავი. ამავე დღეს სტალინმა მოიშორა დოკუმენტი, რაც მის დანაშაულს ადასტურებდა; ან თუნდაც ის, რომ არანაირი პროცესი არ გამართულა და არც ადვოკატები მოიხმო. ამ დოკუმენტზე საკმაოდ დიდხანს იყო მხოლოდ ერთი კაცის, ენუქიძის ხელმოწერა და ამაზე სტალინმა თქვა – დარჩეს ისე, როგორც არისო. მისთვის აუცილებელი იყო, რომ ამ საქმეშიც აბელი ყოფილიყო გარეული.

– აბელ ენუქიძე დაოჯახებული არ იყო. თქვენ მისი ერთადერთი შვილი ხართ. მოგვიყევით ამის შესახებ.

– მე ბერლინში დავიბადე, აბელის სამკურნალოდ მორიგი ჩამოსვლის შემდეგ. მას არასდროს შეურთავს ცოლი. სიცოცხლის ბოლომდე უცოლოდ დარჩა. ყველა მეკითხება, რატომ არ გამოიყვანეს ღია პროცესზე, რატომ არ გაასამართლეს ბუხარინთან და სხვებთან ერთადო. იმიტომ რომ, ყველა დანარჩენს რაღაც ჰქონდა დასაკარგი, აბელს კი – არაფერი და სტალინმა ეს მშვენივრად იცოდა. ბებია ალექსანდრა ლიცინსკაია მამაჩემს ჯერ კიდევ 1918 წლიდან იცნობდა. ის თავის ქალიშვილთან, თამართან ერთად კრემლში მუშაობდა. როცა მამამ ის გაიცნო, დედას საკმაოდ ავანტიურისტული ხასიათი ჰქონდა. თუმცა ძალიან ლამაზი, უშუალო, გახსნილი ხასიათის ქალი გახლდათ. ერთხელ დედამ მამასთან ღიად განაცხადა, რომ ბანკის გაქურდვა სურდა. ამაზე აბელს ღიმილით უკითხავს – რაში გჭირდებაო. ისე, საინტერესოაო – უპასუხია დედას. 1930 წელს ბებიას და დედას კრემლის ხელმძღვანელობისგან ნაბრძანები ჰქონიათ გერმანიაში წასვლა. მაშინ ის უკვე ჩემზე იყო ფეხმძიმედ. ოთხი თვის ვიყავი, მოსკოვში დაბრუნება რომ გადაწყვიტეს, რაზეც აბელი კატეგორიული წინააღმდეგი ყოფილა (თუმცა, როგორც მითხრეს, ძალიან ვუყვარდი, ჩემზე გიჟდებოდა). თქვენ არ ხართ პირველები. ეს ბევრს ემართებაო, – უთქვამს მას. დედა და ბებია არ დაემორჩილნენ და მოსკოვში დაბრუნდნენ. რვა თვისა გერმანიაში, სადღაც მონასტერში აღმოვჩნდი. შემდეგ აბელის მითითებით, სამშობლოში ვიღაც ქალს გამომაყოლეს. სხვათა შორის, ეს ქალბატონი, ვალენტინა ჟღენტი, თბილისში ცხოვრობდა. რამდენიმე წლის წინ ის ვიპოვე, მაგრამ ვეღარაფერი ვეღარ გვითხრა, მეხსიერება ჰქონდა დაკარგული. მამას, ბებიას და დედას აყვანამდე, დედაჩემმა მოასწრო ჩემი ძიძისთვის გადაცემა. უთქვამს – როგორც გინდა, ისე გადამირჩინე შვილიო. ასე გადავრჩი, თორემ, რომ გაეგოთ, ვისი შვილიც ვიყავი, მეც მომკლავდნენ. მერე გაათავისუფლეს. ვიზრდებოდი დედასთან, ბებიასთან და ძიძასთან ერთად, რომელიც თავის დროზე დედას ძიძაც იყო. დედას იშვიათად ვნახულობდი. (ბატონი პეტრე გამზრდელის გვარს ატარებს – ავტორი). როცა წამოვიზარდე და ჩემს გამზრდელებს ვკითხე – დედა სად არის-მეთქი, მითხრეს, ხარკოვშია სასწავლებლადო. სინამდვილეში კი, დედაჩემი მამაჩემთან ჩადიოდა ხარკოვში. გავიდა წლები. გავიცანი დეიდა, რომელიც დედაზე ახალგაზრდა იყო. ჩვენი ახლობლები იხსენებდნენ, როგორ მივყავდი ხოლმე დედას კრემლში აბელთან. ისინი მიყვებოდნენ საინტერესო ამბებს. სულ ვეჭვობდი, რომ აქ რაღაც ისე არ იყო. 1994 წელს, როცა „კაგებე“ აღარ არსებობდა და ფედერალური კონტრდაზვერვის სამსახური შეიქმნა, ჩემი თხოვნით, დედის და ბებიის დახვრეტის საქმეები გადმომცეს. 1937 წლის აგვისტოში, სექტემბერში და ოქტომბერში მამა, დედა და ბებია ერთმანეთის მიყოლებით დახვრიტეს. ბებიას დაკითხვაზე უთქვამს: 30-იან წლებში ჩემმა შვილმა ცნობილი კაცისგან ბიჭი გააჩინა და არავინ დაინტერესებულა ვინ იყოო, თუმცა ყველამ კარგად იცოდა, ვისზეც იყო საუბარი. ცხადია, ბებია მის სახელს ვერ იტყოდა, რომ აბელისთვის საფრთხე არ შეექმნა. აბელი ხომ მათ შემდეგ აიყვანეს.

მოსკოვში, დონის მონასტრის ტერიტორიაზე არის ასეთი სასაფლაო დიდი მემორიალით, სადაც 1937 წელს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სახელებია ამოტვიფრული, სულ 7 500. აქედან სამი ქართველია, აბელ, ტრიფონ და ვლადიმერ ენუქიძეები. 2004 წელს თბილისში ვიყავი ჩამოსული. რაჭაში, სოფელ წკადისში, საიდანაც იყვნენ ენუქიძეები, ერთი ვერცხლისფერი ნაძვის ხე იდგა. წამოვიღე და ამ საფლავთან დავრგე.


скачать dle 11.3