ნინო ჩხეიძემ ოდესაც “დაიპყრო„
მომღერალმა ნინო ჩხეიძემ ზაფხულში დასვენებაც მოახერხა, ოდესაშიც გამართა კონცერტი, თურქეთის ხედებითაც დატკბა და ახლა შემართებით იწყებს დისკების გამოშვებას, რომელშიც მისი ახალი სიმღერები შევა.
ნინომ ოდესაში ერთი კონცერტი გამართა და ოდესელების სიმპათია დაიმსახურა, შემდეგ ბათუმში ჩავიდა დასასვენებლად. იქიდან კი პირდაპირ თურქეთს მიაშურა. იმედია, ნაყოფიერი დასვენების შემდეგ, მომღერალი ახალი შემართებით შეუდგება ქალაქური სიმღერების ჩაწერას.