ნათია ნებიერიძე შოუ-ბიზნესში დაბრუნებას გეგმავს
ნათია ნებიერიძემ თავისი სასიმღერო კარიერა ჯგუფ „ენსის“ გოგონებთან ერთად დაიწყო. შემდეგ ეს ჯგუფი დაიშალა, გოგონები სცენასაც ჩამოშორდნენ და ყველამ თავისი გზა მონახა.
ნათია წარმატებული მომღერალიც იყო და მოდელიც. მას ბედი სამსახიობო კარიერაშიც უნდა ეცადა ინდოეთში, სადაც ფილმში იყო მიწვეული, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ამბავი, მთელი რიგი ობიექტური პოლიტიკური მიზეზების გამო, ჩაიშალა. ის ახლა სერიოზულად მეცადინეობს ვოკალში პედაგოგ რუსიკო ბახტაძესთან, რამდენიმე სიმღერაც აქვს შერჩეული და სავარაუდოდ, სულ მალე ქართულ ესტრადას კიდევ ერთი კაშკაშა და ლამაზი ვარსკვლავი შეემატება.