ზურა ხაჩიძის ნოვაცია სულ მალე გახდება ცნობილი
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების” ყოფილი წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე, დროს უქმად არ კარგავს და აქტიურად მუშაობს თავისი სოლო ალბომის გამოშვებაზე. როგორც გავიგეთ, ის თავად წერს ალბომის მუსიკას და ტექსტსაც, რაც ნოვაცია იქნება მისი მხრიდან. მომღერლის ალბომის გამოშვება სექტემბერშია დაგეგმილი, მისი პრეზენტაცია კი თბილისის ერთ-ერთ პოპულარულ ბარ „სპორტ-კაფეში” გაიმართება ზურას მეგობრების, ახლობლებისა და ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად.
როგორც ზურა ამბობს, ის ამ სოლო ალბომით, ქართულ ესტრადაზე თავის თამამ სიტყვას კიდევ იტყვის და ამაში მას, აქტიურად ეხმარებიან და ხელს უწყობენ ოჯახის წევრები და მეგობრები.