კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცვლილებები ამოქმედდება სამხედრო სავალდებულო გაწვევისას პირველი სექტემბრიდან სტუდენტებისთვის


– საქართველოს მოქალაქეების რა კატეგორია ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას?

– სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური და არ სარგებლობენ კანონით დადგენილი შეღავათებით, რომლებიც ეხება სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას. ამას გარდა, სამხედრო ვალდებულად მიიჩნევა ის საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელსაც არ აქვს მოქალაქეობა, მაგრამ მასზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმები.

– რა კატეგორიის პირები თავისუფლდებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან?

– სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების და გაწვევისგან გადავადებას არეგულირებს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის“ 29-ე და 30-ე მუხლები. კერძოდ, სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდება: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ცნობილი პირი;

პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფო სამხედრო ძალებში გაიარა;

პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკურებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი;

პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურს;

პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას;

ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.

აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, გაათავისუფლოს სამხედრო ვალდებულების მოხდისგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.

– ვის ეკუთვნის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება?

– წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ:

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურის გავლისთვის დროებით უვარგისად არის ცნობილი – ვადით ერთ წლამდე; მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა – შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე; არის საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე; მან გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისთვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონით“ დადგენილი მოსაკრებელი; არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე; პატრონობს შრომისუუნარო, მის კმაყოფაზე მყოფ ბებიას ან პაპას, თუ მათ არ ჰყავთ სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მათი მოვლა-პატრონობა; ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი; მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას, ჰყავს ცალკე ოჯახად მცხოვრები და, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის შრომისუუნარო წევრის მოვლა-პატრონობა; მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი ან ობოლი და-ძმა; არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში; არის დედისერთა; მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად; გაწვევის გადავადების უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით; ჰყავს ერთი შვილი – შვილის შეძენის დღიდან სამი წლის ვადით; თუ წვევამდელი გაწვევის დღისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, მას სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე. საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში კი იგი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულების მოხდისგან.

– თუ არის რაიმე სიახლეები კანონმდებლობაში 2010 წლის საშემოდგომო გაწვევასთან დაკავშირებით?

– მიმდინარე წლის 21 ივლისს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება და, თუკი აქამდე გაწვევა გადაუვადდებოდათ მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, ცვლილების თანახმად სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ წვევამდელი არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

– ცნობილია, რომ საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც ეკუთვნით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა, გაცილებით მეტია, ვიდრე გასაწვევთა რეალური რაოდენობა. რა პრინციპით ხდება შერჩევა?

– სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა შერჩევა ხდება უწყებებიდან შემოსული მოთხოვნების (მაგალითად, სიმაღლის, ტერიტორიული პრინციპის და ასე შემდეგ), მათი სპეციფიკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტერიუმების გათვალისწინებით.

– უწყება ყველას ეგზავნება?

– უწყება მაქსიმალურად უნდა გაეგზავნოს ყველას, ვისაც ეკუთვნის გამოძახება.

– საშემოდგომო გაწვევაზე რამდენი ახალგაზრდის გაწვევა იგეგმება. საერთოდაც, 2010 წლის განმავლობაში რამდენმა პირმა გაიარა და უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური?

– საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 584-ე ბრძანებულების თანახმად, გასაწვევ პირთა რაოდენობა საშემოდგომო გაწვევისთვის 3 388 წვევამდელით განისაზღვრა. რაც შეეხება საგაზაფხულო გაწვევას, ბრძანებულების მიხედვით, 3 069 წვევამდელი გაიწვიეს.

– როგორ უნდა მოიქცეს პირი, რომელსაც კანონით ეკუთვნის სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლება ან გადავადება?

– უწყების მიღების შემდეგ, წვევამდელი გამწვევ კომისიაზე უწყებაში მითითებულ ვადაში უნდა გამოცხადდეს. გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული კოდექსი 1 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. წვევამდელმა თან უნდა იქონიოს დოკუმენტი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების ან გათავისუფლების საფუძველია. სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის დოკუმენტი.

– მოხდება თუ არა წვევამდელისთვის სამხედრო სამსახურის გადავადება იმ შემთხვევაში, როდესაც მის კმაყოფაზე შრომისუუნარო ოჯახის წევრი, ან მცირეწლოვანი და-ძმაა. სად უნდა აიღოს წვევამდელმა ამის დამადასტურებელი ცნობები?

– მზრუნველობასა და მეურვეობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში არის სპეციალური სამსახური. შესაძლოა, სოფლებში ეს საკითხი უფრო რთულად გადასაწყვეტი იყოს, მაგრამ იქ თვითონ საკრებულოების ხელმძღვანელებისგან ხდება ასეთი ცნობების მოძიება. ყველა კონკრეტულ შემთხვევებში თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები (სამხედრო განყოფილებები) დეტალურ განმარტებას მიაწვდიან წვევამდელებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

– გადავადების მოსაკრებლის ოდენობა ისევ 2 000 ლარია? საშუალოდ რამდენი წვევამდელი სარგებლობს გადავადების მოსაკრებლით?

– კანონის თანახმად, გადავადების მოსაკრებელი 2 000 ლარია და ამ უფლებით წვევამდელს შეუძლია, ისარგებლოს ორჯერ 25 წლის ასაკამდე. თითოეულ შემთხვევაში გადავადების ვადა წელიწად-ნახევარია. გაწვევის პერიოდში გადავადების მოსაკრებლით, დაახლოებით, 120-130 წვევამდელი სარგებლობს.

– სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა საქართველოს საჯარო სკოლების 12-წლიან სწავლებაზე გადასვლას, რამაც მეთორმეტეკლასელებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა. წელს როგორ გადაწყდა ეს საკითხი?

– გაწვევასთან დაკავშირებით, მეთორმეტეკლასელებს არც შარშან და არც წელს არანაირი პრობლემა არ შექმნიათ, ვინაიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლისთვის შეღავათი 20 წლის ასაკამდე.

– რამდენჯერმე შეიცვალა სამხედრო სავალდებულო სამსახურის ხანგრძლივობა. ამჯერად რამდენ ხანს გასტანს სამხედრო სავალდებულო სამსახური?

– 2008 წლის შემდეგ ეს ვადა ერთი წლით განისაზღვრა.

– იმ შემთხვევაში, თუ პირმა 27 წლამდე ისარგებლა გადავადების უფლებით, ისევ არის თუ არა სამხედრო ვალდებული?

– ასეთ შემთხვევაში პირი ჩაირიცხება რეზერვში და დადგება რეზერვის აღრიცხვაზე. კანონმდებლობით აღრიცხვა სამხედრო ვალდებულების ფორმაა.

– როგორც ცნობილია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეხება სარეზერვო სამსახურში გაწვევა. რა სიახლეებია ამ მხრივ?

– „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება და სამსახურის გავლის ვადად ნაცვლად 18 დღისა, განისაზღვრა 45 დღე. სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან 27-დან 45-წლამდე ასაკის მამაკაცები. რეზერვის დაგეგმარებას ახდენს თავდაცვის სამინისტრო. ისინი არიან დამკვეთები. ჩვენ მხოლოდ ვასრულებთ მათ დაკვეთას. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე არანაირი სიახლე არ არის, მაგრამ ვითარება ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს. სარეზერვო გაწვევის დროსაც იმოქმედებს გადავადებისა და გათავისუფლების მუხლები.

– კარგა ხანია, საუბარია იმაზე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულად უნდა გადავიდეს საკონტრაქტო სისტემაზე.

– ეს ჩემი კომპეტენცია არ არის და ვერ გიპასუხებთ. შემიძლია გითხრათ, რომ მოთხოვნები სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით, ყოველწლიურად იზრდება.

– აქვს თუ არა უფლება წვევამდელს თავად აირჩიოს სამხედრო სამსახურის მოხდის ფორმა?

– წვევამდელს უფლება აქვს, თავად შეარჩიოს საკონტრაქტო სამსახური. იქ მსახურობის ერთწლიანი პერიოდი შესაბამისად ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდაში. საკონტრაქტო სამსახური აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსაც. ამას გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროში ოთხი წლის განმავლობაში უწყვეტი სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლად ითვლება.

– ისიც ითქვა, რომ შესაძლოა, ქალებისთვისაც სავალდებულო გახდეს გაწვევა. რა სტადიაშია ეს ინიციატივა?

– საქართველოში ის ქალბატონები, რომელთაც არ აქვთ სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობა, არ ექვემდებარებიან სამხედრო აღრიცხვას. შესაბამისად, მათი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევაც არ ხორციელდება. ასეთია კანონის მოთხოვნა, მაგრამ ქალებს შეუძლიათ, საკუთარი სურვილით, პირდაპირ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში წავიდნენ.

– ზოგადად, პოლიტიკაში ქალებს, ძირითადად, საჩვენებელი ფუნქცია აქვთ. შეიარაღებულ ძალებშიც ასეა?

– ქალები საკმაოდ კარგად მსახურობენ. სხვათა შორის, გაცილებით დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ და მათი სამსახურის ხარისხი, როგორც ამბობენ, თვისებრივად ძალიან მაღალია.

ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3