კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხორცშესხმული


რაკი ზაფხულის სეზონი არ დასრულებულა, წიწილებს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ტურისტებს) მხოლოდ შემოდგომაზე თუ დავითვლით. შესაბამისად, წელიწადის იმავე დროს გავარკვევთ, რა შედეგი გამოიღო ხელისუფლების ტურისტულმა აქტივობამ აჭარის მიმართულებით, მანამდე კი, რაკი გრძელდება მარათონი დევიზით – „დავეწიოთ და გავასწროთ ევროპას“, გასულ კვირასვე შევიტყვეთ (თვით პირველი პირისგან), რომ ევროპის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბათუმის) ყველაზე გრძელი ბულვარი 20-კილომეტრიანი იქნება (ეს, ბუნებრივია, მეტად საამოდ ესალბუნება ჩვენს პატივმოყვარეობას, თუმცა არც იმის გარკვევა გვაწყენდა, რამდენი კოლომეტრი დარჩა საქართველოს 320-კილომეტრიანი საზღვაო საზღვრიდან).

როგორც უნდა იყოს, წინასწარი ინფორმაციით, ბათუმის ბულვარი კვარიათამდე გადაიჭიმება (თუ ჩვენი და თურქეთის ბოლოდროინდელ დამეგობრებას გავიხსენებთ, იქნებ მხოლოდ ამას არ დავჯერდეთ და ბულვარი თურქეთის ტერიტორიაზეც გადავაგრძელოთ?!), ამის პარალელურად კი, ბათუმის აეროპორტსაც პირდაპირ დაუკავშირდება. შესაბამისად, მთელი ამ 650 ჰექტრის ახალ გასართობ ადგილად გადაქცევა იგეგმება. უფრო მეტიც, ჩვენმა პრეზიდენტმა ნიცის ბულვარიც დაიწუნა (ვიწროაო), ზედაც ბ-ნი ვარშალომიძეც დაიმოწმა, მადლობა ღმერთს, ორივე ვყოფილვართ ნიცაშიო (ისე გაგვიხარდა ეს ამბავი, თითქოს ჩვენც ვყოფილიყავით!). შესაბამისად, დაგვპირდა, რომ ჩვენი არა მხოლოდ გრძელი, ფართოც იქნება.

მართალია, თავის დროზე, იოსებ გრიშაშვილმა ჩელიუსკინელებისად წოდებულ ხიდზე ბრძანა: „ამაზე გრძელი, ამაზე დიდი, კიდევ გვენახოს თბილისში ხიდი“, მაგრამ თანამედროვე აღმშენებლობა ცხადყოფს, რომ ამ ტენდენციას ხორცი ახლა უკვე სრულიად საქართველოსგან დარჩენილ ტერიტორიაზეც ესხმება!


скачать dle 11.3