კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გაქცევა შაუშეკიდან“ ტარანტინოს მეთოდებით


ოფიციალური მონაცემებით, პოსტრევოლუციურ საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე გადის. თუმცა, თუ ამ ოფიციალურ ინფორმაციას მეორე და, ასევე, ოფიციალურ ცნობას დავუმატებთ, რომ უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველები ყოველწლიურად სტაბილურად უგზავნიან თავიანთ ოჯახებს მილიარდამდე აშშ დოლარს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ან პირველი ინფორმაციაა მწყრალად სიზუსტესთან, ან ამ გაქანებული ეკონომიკური კრიზისის დროს უცხოეთში შავ მუშებად მომუშავე ქართველებს ორ და სამმაგ ხელფასს უხდიან (რაც ცოტა რთული დასაჯერებელია, მაგრამ თეორიულად არც ამის ალბათობაა მთლად უიმედო ნულის ტოლი). უფრო მეტიც, არც საერთო მაუწყებლები მალავენ, რომ არცთუ მცირეა საქართველოდან უცხოეთში არალეგალურად გადამსვლელ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი (სიმართლე გითხრათ, ამ შინაარსის სიუჟეტების მიზანი, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანია). გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ ბერძენმა სამართალდამცველებმა სამგზავრო ავტობუსის საბარგულში, ჩემოდნებს შორის, ჩამალული რამდენიმე ქართველი არალეგალი აღმოაჩინეს (ძირითადად, ქალები, ბავშვებიც და ორიოდე მამაკაციც!), სხვათა შორის, მეტად არაჰუმანური მეთოდით. ავტობუსი მგზავრებისგან (რა თქმა უნდა, ლეგალური მგზავრებისგან) დაცალეს და სალონში მხუთავი აირი გაუშვეს (თითქმის ისე, როგორც ტარანტინოს ერთ-ერთ ბოლო კინოფილმში).

ისიც გვაცნობეს, რომ საკუთარი სამშობლოს დატოვებასა და ლუკმა-პურის (თანაც არალეგალურად) საშოვნელად ქართველები 3 500 ევროს იხდიან. მეორე მხრივ, თუ კვლავაც ოფიციალურ ინფორმაციას მოვიშველიებთ და გავიხსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები წლიდან წლამდე (თვით მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი) უმჯობესდება, სრულიად გაუგებარია, რატომ გარბიან სამშობლოდან ავტობუსის საბარგულით?! ვითომ იმიტომ, რომ ჯერჯერობით ბათუმის ბულვარი 20-კილომეტრიანი არ გამხდარა?!


скачать dle 11.3