კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორი აგურის მონატრება


ამ ბოლო დროს არა მხოლოდ ახალი ქართული მხატვრული ფილმებით ვართ განებივრებული (რომელთა აბსოლუტური უმეტესობა, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, ორ აგურს განატრებინებს), უცხოელი კინემატოგრაფისტებიც გვწყალობენ (თუმცა ისიცაა, ოდენ შიგადაშიგ, მაგრამ ჩვენთვის ესეც ენით აუწერელი სიხარულია). ქართულმა ელმედიამ არც ამჯერად გაგვწირა საინფორმაციო შიმშილისთვის (ისეთი მოხერხებულები ბრძანდებიან, რომ საქართველოში გადაღებებით დაინტერესებულ უცხოელებს ფირზეც აღბეჭდავენ ხოლმე). ჰოდა, რაკი არ გაგვწირა, შევიტყვეთ, რომ ესპანელმა რეჟისორმა უკვე მეორეჯერ აირჩია საქართველო (რა თქმა უნდა, გადასაღებ მოედნად).

ბუნებრივია, იფიქრებდით, რომ უცხოტომელები საქართველოს ლამაზ-ლამაზი ხედებით მოიხიბლნენ (მით უფრო, რომ ეს სილამაზე, უფრო ზუსტად, ამ სილამაზეში გადაღება გაცილებით იაფი ღირს), მაგრამ ნურას უკაცრავად! როგორც აღმოჩნდა, ესპანური კინოს წარმომადგენლები საქართველოში მიტოვებულ ქარხანასა და რკინიგზის სადგურთან მიტოვებულ სოფელს ეძებენ, არც მეტი, არც ნაკლები (განა სამოთხის), ჩინეთის ასოციაციის გამოსაწვევად! უფრო მეტიც, გადაღების ადგილად, სავარაუდოდ, ფოთის პორტსაც შეარჩევენ (ისიც, ალბათ, იმიტომ რომ ნაბომბარს ჰგავს, ევროპულ პორტებთან შედარებით).

აქედან გამომდინარე კი, აშკარაა, რომ ორი აგური არც ამ კონკრეტულ შემთხვევას აწყენდა, რადგან, როგორც ჩანს, მსოფლიო კინემატოგრაფს მიტოვებული ქარხნები და სოფლები საქართველოს გარდა არსად ეგულება.


скачать dle 11.3