კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: მაინტერესებს, თუ შეიძლება ძაღლის დაზღვევა და სად არის ეს შესაძლებელი საქართველოში?

პასუხი: საქართველოში ეს მომსახურება უკვე დიდი ხანია, რაც არსებობს. ჩვენთან აზღვევენ როგორც ადამიანებს, ასევე ცხოველებსაც. თქვენი ოთხფეხა მეგობარი ძალიან მარტივად შეგიძლიათ, დააზღვიოთ რომელიმე, სპეციალურად მათთვის განკუთვნილ, სადაზღვევო კომპანიაში. მოკლედ აგიხსნით, რა ხდება ამ დროს. პირველ ყოვლისა, როცა პატრონის სურვილით ხდება ცხოველის დაზღვევა, ექსპერტი ძაღლს ვიზუალურად დაათვალიერებს და შეაფასებს მის ჯიშიანობას. მაგალითად, ერთი და იგივე ჯიშის ძაღლთაგან ერთი შეიძლება, ღირდეს 10 000 დოლარი, მეორე კი – 100 ლარი. ანუ, ერთი იყოს ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი, მეორე კი – პირიქით. ამას ექცევა ძალიან დიდი ყურადღება. სულ სამი სადაზღვევო პაკეტია, რომელსაც ირჩევს მფლობელი. პირველში შედის, პირველადი უფასო დახმარება და სხვა მსუბუქი მომსახურება. მეორეში – მომსახურება; უკვე რთულდება; ხოლო მესამეში – შედის ცხოველის სიცოცხლის დაზღვევა ავარიის შემთხვევაში, ან ისეთი დაავადებისას, როგორიც არის ლეიშმანიოზი, ან ცოფი. თუ ცხოველი ამით დაიღუპა, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია პატრონს აუნაზღაუროს თანხა.

კითხვა: ყველაზე მეტად რომელი ჯიშის ძაღლები გამოირჩევიან ძლიერი იმუნური სისტემით?

პასუხი: სხვათა შორის, ყველაზე ძლიერი იმუნური სისტემა მეტისებს, ანუ ქუჩის ძაღლებს აქვთ გამომუშავებული. მათ ვაქცინაცია სულ რომ არ გაუკეთდეს, იმდენად ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ, ჩვეულებრივად ცხოვრობენ. სულაც რომ არ ჭამოს მაღალი ხარისხის საკვები, მათი კუჭი პრეტენზიული არ არის. მაწანწალა ძაღლები ხშირ შემთხვევაში უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ჯიშიანი ძაღლები.

კითხვა: ძაღლი სამი კვირის წინ შევაჯვარეთ, მაგრამ მუცელი კიდევ არ ეტყობა. თუ შეიძლება, მითხარით, რა პერიოდიდან არის ორსულობა შესამჩნევი?

პასუხი: ძაღლებს მუცელი დაახლოებით, ერთი თვის მერე ეტყობათ, მანამდე შეიძლება, საერთოდ ვერ შეამჩნიოთ. მაგრამ, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ ლეკვების რაოდენობა ბევრია, შეიძლება, ძაღლს მუცელი უფრო ადრეც დაეტყოს და ბოლოს, ანუ მესამოცე დღეს ძალიან შესიებულიც ჰქონდეს. იმ შემთხვევაში კი, თუ ლეკვების რაოდენობა მცირეა, ძაღლს შეიძლება მუცელი საერთოდ არ ეტყობოდეს. მარტივად გეტყვით, თუ თქვენი ძუ 5-6 ან 8 ლეკვს ელოდება, მუცელი აუცილებლად შესამჩნევად დაეტყობა 4-5 კვირიდან. არ დაგავიწყდეთ, რომ ორსულობის პერიოდს თვალს აუცილებლად უნდა ადევნებდეს ვეტერინარი, რომელიც ყველა სახის ინფორმაციას მოგაწვდით.


скачать dle 11.3