კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: როგორი ნიადაგი შევურჩიოთ გლორიოზას გასამრავლებლად?

პასუხი: ამ მცენარის ნიადაგი უნდა შემზადდეს შემდეგნაირად: ოთხი წილი გადამწვარი კომპოსტი, ორი წილი ფოთლოვანი მიწა და ამას დაუმატეთ ერთი წილი სილა. სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, ჩასარგავი მასალა ჰორიზონტალურად უნდა დადოთ და ზემოდან 2-3 სანტიმეტრ სისქეზე მოაყაროთ მომზადებული სუბსტრატი.

კითხვა: როგორი პირობები შევუქმნა ფუქსიას, რომ კარგად იყვავილოს?

პასუხი: იმისთვის, რომ მცენარე კარგად გაიზარდოს და იყვავილოს, მისთვის ყველაზე სასურველი და სასარგებლოა ნახევრად ჩრდილიანი გარემოს შექმნა. არ დადგათ ფანჯარაზე ჩრდილოეთის მხარეს, რადგან ასეთ ადგილას ფუქსია ხანგრძლივად ვერ იყვავილებს. გახსოვდეთ, როდესაც მცენარეს ყვავილობა დაეწყება, არც ადგილმდებარეობა შეუცვალოთ და არც სხვა მხარეს შეაბრუნოთ. ეს მის ყვავილობაზე ცუდად იმოქმედებს.

კითხვა: როგორ მოვუარო გლორიოზას, რომ კარგად გაიხაროს?

პასუხი: ამ მცენარის გასამრავლებლად საჭიროა ძველი ამონაყარის გამოყენება. მის გასამრავლებლად ყველაზე კარგი დრო იანვარია. მცენარე მორწყეთ ზომიერად. მას უყვარს კაშკაშა სინათლე, ამიტომ სასურველია, ის დადგათ აღმოსავლეთ და დასავლეთ ფანჯრებზე. სექტემბერში იწყება მისთვის დასვენების პერიოდი. როგორც კი შეამჩნევთ, მისი ღეროს გაშრობას, მაშინვე შეწყვიტეთ მორწყვა. ეს მოხდება დაახლოებით ზამთრის სეზონზე.

კითხვა: სად ხარობს უკეთ კსიფიუმი და როგორ მოვუარო მას?

პასუხი: ეს მცენარე კარგად იზრდება და ხარობს როგორც ღია გრუნტში, ასევე ოთახის პირობებში. მცენარე ბოლქვებით ხარობს. ოთახის პირობებში, სასურველია, შეურჩიოთ მოგრძო ქოთანი, სადაც შესაძლებელია, რამდენიმე ბოლქვი ერთად მოთავსდეს. ამ დროს ნიადაგი უნდა იყოს კარგად დრენაჟირებული. ამიტომ, სილა და ტორფი შეურიეთ. ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 17-20 გრადუსს, ნიადაგი არ უნდა გამოშრეს, მაგრამ არც ხშირი მორწყვა სჭირდება. ქოთანი უნდა მოთავსდეს ნათელ ადგილას. ეს მცენარე დაბალ ტემპერატურასაც უძლებს. ტემპერატურის შენარჩუნებით, ნოემბერში მის ამონაყარსაც მიიღებთ. როგორც ქოთანში, ასევე ღია გრუნტშიც მცენარეს სჭირდება ჰაერგამტარი ნიადაგი. მისთვის ძალიან კარგია ბევრი სინათლე და ტენი. ამ პირობების გათვალისწინებით, კსიფიუმს გაუხანგრძლივდება ყვავილობაც და მშვენიერ მცენარეს მიიღებთ.


скачать dle 11.3