კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის შესაძლებელი ჟაკარანდას გასხვლა და რამდენ დღეში ერთხელ უნდა მორწყათ ლიკუალა ზაფხულში


– შესაძლებელია თუ არა ოთახის პირობებში ჟაკარანდას გახარება?

– ეს მცენარე ტროპიკებში ცხოვრობს, სადაც ძალიან მაღალი იზრდება, ჩვენთან კი ორ მეტრ სიმაღლეს აღწევს. საქართველოს პირობებში, მცენარე მშვენივრად ხარობს. მისი ულამაზესი ფოთლები მზის სხივს თითქმის საერთოდ არ უშვებს მიწასთან, ამიტომ, ჟაკარანდას ირგვლივ ვერანაირი მცენარე ვერ ხარობს. ამ მცენარის ტოტებისგან ბევრ საინტერესო ინვენტარს აკეთებენ. მაგალითად, წნავენ ღობეებს, კალათებს, მისგან ამზადებენ თოკებს.

– რით ხდება მისი გამრავლება?

– მცენარე გამოჰყავთ ორანჟერეებსა და სათბურებში. ის მხოლოდ თესლით მრავლდება. ამ მცენარის გახარებას განსაკუთრებით გირჩევთ აგარაკზე. ზაფხულის სიცხეში ის მშვენიერიცაა და ირგვლივ ჩრდილიან გარემოს ქმნის. მცენარეს სჭირდება კარგი განათება. სწორედ შუქზეა დამოკიდებული ჟაკარანდას კარგად გახარება.

– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ მცენარე?

– ზაფხულში მას სჭირდება 18-25 გრადუსი, ხოლო ზამთარში – დაახლოებით 13-20 გრადუსი სითბო. ეს მცენარე არ არის პრეტენზიული და სიცივესაც კი უძლებს, მაგრამ ეცადეთ, მაინც არ ამყოფოთ ჟაკარანდა დაბალ ტემპერატურაზე. თუ მცენარეს ბაღში ახარებთ, ტემპერატურის ნუ შეგეშინდებათ. ის ამ მხრივ პრობლემებს არ შეგიქმნით.

– ხშირად სჭირდება ამ მცენარეს მორწყვა?

– ზაფხულში მაღალია ტემპერატურა, ამიტომ ყოველ მეორე დღეს უნდა მორწყათ. ზამთრის სეზონზე კი შეგიძლიათ, წყალი ათ დღეში ერთხელ დაასხათ.

– რას გვირჩევთ, როგორ ნიადაგში ჩავრგოთ მცენარე?

– მისი ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: მიწა, ტორფი და ნაკელი. ყოველი გაზაფხულის დასაწყისში შეგიძლიათ, ნიადაგში შეიტანოთ დამატებითი მკვებავი სასუქები: კალიუმი, კალციუმი და ფოსფატი. ჟაკარანდას აუცილებლად ესაჭიროება კარგი დრენაჟი იმისთვის, რომ ფესვები ზედმეტი წყლისგან არ დაულპეს და არ გაუფუჭდეს.

– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გასხვლა და ფორმის მიცემა?

– ჟაკარანდას გასხვლა შესაძლებელია, ასევე ხდება მისი დაჯუჯებაც. ეს მცენარე ექვემდებარება ფორმირებას და თქვენ იოლად გასხლავთ მას გაზაფხულზე.

– რით შეიძლება დაავადდეს ჟაკარანდა?

– ამ მცენარეს მხოლოდ ფარიანა უჩნდება, რომლის მოცილებაც შეგიძლიათ, „კარატეთი“ და ქიმიური ინსექციდებით.

– რას გვეტყვით ლიკუალას შესახებ?

– ის ნახევრად პალმაა, რომელიც გიგანტურ მარაოს წააგავს და ძალიან შთამბეჭდავია ბინაში.

– მისი გახარება თუ შეიძლება ეზოში?

– ეს მცენარე დაბალ ტემპერატურას ვერ უძლებს, ამიტომ თუ გახარებას გადაწყვეტთ, სახლში ან სათბურში უნდა გაზარდოთ, სხვა შემთხვევაში, დაიღუპება.

– როგორ გავამრავლოთ ლიკუალა?

– მცენარე მრავლდება თესლით. მას ამონაყარი არ გააჩნია. თესლის დათესვა ხდება გაზაფხულზე 15 თებერვლიდან. თესლის აღმოცენება კი ორ თვემდე გრძელდება.

– ხშირ მორწყვას საჭიროებს?

– ლიკუალა ტროპიკული მცენარეა, ის როგორც სიცხის, ასევე ნესტის მოყვარულიცაა. ზაფხულში რეგულარული მორწყვა სჭირდება, ხოლო ზამთარში ათ დღეში ერთხელ მორწყეთ.

– რაც შეეხება ტემპერატურას?

– ზაფხულში მისთვის სასურველი ტემპერატურაა 20-28 გრადუსი, ზამთარში კი – 18 გრადუსი აუცილებლად უნდა იყოს.

– რას გვირჩევთ, როგორ ადგილას დავდგათ სეზონურად ლიკუალა?

– მცენარე არ დადგათ ორპირ ქარში. მას მყუდრო გარემო უყვარს და გაფანტული მზის სხივები. ეს მცენარე არ ექვემდებარება გასხვლას და შეთხელებას. ზრდის დროს უყვითლდება ქვედა ფოთლები და უნდა შეაჭრათ. გახსოვდეთ, არ მოაგლიჯოთ, თორემ მცენარე დაზიანდება.

– როგორი ნიადაგი შევურჩიოთ ლიკუალას?

– მას სჭირდება ძალიან მსუბუქი და მდიდარი ნიადაგი, რომლის შემადგენლობაშიც იქნება: მიწა, ტორფი, ნაკელი, ქვიშა და ფოთლის მიწა. მცენარის გადატანა სხვა ადგილას მხოლოდ კომით უნდა მოხდეს, ანუ ნიადაგიანად. ეცადეთ მცენარე დიდი ხნით არ გააჩეროთ უნიადაგოდ, რადგან მისი ფესვები ძალიან მგრძნობიარეა და მალე შრება. ნურც ამ ფესვების შეჭრას ან შეთხელებას ეცდებით. ამ შემთხვევაში ლიკუალა გახმება.

– რა დაავადება შეიძლება, გაუჩნდეს ამ მცენარეს?

– მხოლოდ ბევრი ნესტისგან შესაძლოა, გაუჩნდეს სოკოვანი დაავადება. ამიტომ, მცენარის ნიადაგი კარგად დრენაჟირებული უნდა იყოს. ეს მცენარე არ ყვავის ჩვენს პირობებში, თუმცა ისეთი ლამაზი და შთამბეჭდავი ფოთლები აქვს, ნებისმიერ ბინას დაამშვენებს. მცენარის მნიშვნელოვნება მის ფასზეც აისახება. ლიკუალას ღირებულება სამასი ლარიდან ზემოთ მერყეობს.


скачать dle 11.3