კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიყავდა კოტე მახარაძეს თვითმფრინავში და რატომ იხსნა ციხიდან კობა ამირხანაშვილმა პატიმარი


რუსთაველის ბირჟა, ქალაქის ტკივილი და ჩხუბი გოგოს გამო

მე რუსთაველზე გავიზარდე. ადრე ამ ადგილს გოლოვინსკს უწოდებდნენ. მაშინ პლეხანოვის ბირჟა ვაკის ბირჟა იყო, იქ იკრიბებოდა ქალაქელი ხალხი და ქვეყნის ამბებს გაიგონებდით. მე ლაღიძის წყლებთან მდებარე ბირჟაზე ვიყავი ხშირად. იქ თავს იყრიდა ქალაქში ცნობილი ხალხი, მართლა კოლორიტი ადამიანები. მოვესწარი კარგ დროსაც, როცა რუსთაველზე გამოსვლა ხალხისთვის ზეიმივით იყო. ის აუცილებლად კარგად ჩაცმული უნდა ყოფილიყო და არა ისე, დღეს რომ დადის ახალი თაობა: დაბანჯგვლულები, აცვიათ „შლოპანცები“ და შორტები, აბანოში ჰგონიათ თავი. მართლა გული მიწუხს, რომ ვუყურებ ასეთ კაცუნებს. ამიტომ, ქალებს ვინ ჩივის და უკვე კაცებმაც დაიწყეს გახდა. რა უბედურებაა, ვაი, სირცხვილო! არც ერთი ქალაქელი კაცი, ასე ქალაქში არ გაივლის. მე 56 წლის ვარ და ჩემს ცხოვრებაში ეზოში არ ჩავსულვარ ფლოსტებით, რადგან მიმაჩნია, რომ ეს სულ ცოტა, შეურაცხმყოფელია. როცა ლამაზად ჩავიცვამთ, რა თქმა უნდა, გვიხდება. ასევეა თბილისიც და ბოლო დროს მისი იერსახე რომ გალამაზდა, ძალიან მახარებს. აბა, გეკითხებით, როგორ შეიძლება, შუა რუსთაველზე, სკამზე მხარ-თეძოზე წამოწვე. გვერდით „ნაშა“ მოისვა და იმას „ზასაობა“ დაუწყო? მე ამის წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი ადგილი აქვს. რამდენჯერმე გამიჩერებია ასეთი წყვილი და ახლომდებარე ბაღისკენ გამიგზავნია. მირჩევნია, სიბნელეს დაელოდონ, უფრო მეტი რომანტიზმიც იქნება და გამვლელების ყურადღებასაც არ მიიპყრობენ. ეს ყველაფერი ქალაქის ტკივილია და ამაზე ხომ უნდა ილაპარაკოს ვინმემ? მაშინ ბირჟაზე ჩვენი სალაპარაკო თემა იყო ფეხბურთი და „ნაშები“. აბა, სხვა რაზე უნდა გველაპარაკა? თუ ბიჭები ვჩხუბობდით, ქალის გამო, რა თქმა უნდა, რაც ახლა იშვიათობაა. კარგ გოგოს ან თეატრში დაპატიჟებდი, ან კინოში. მერე ფუნიკულიორზე – რესტორანში, ქალთან ურთიერთობა სასიამოვნო პროცესია. როცა დეპუტატი ვიყავი, ათას რამეზე მოდიოდნენ ჩემთან სათხოვნელად. მეგობარმა დამირეკა, ჩემი ბიჭი დაიჭირეს და იქნება, გამოაშვებინოო. დავინტერესდი, რატომ იჩხუბა-მეთქი და გოგოს გამოო, მითხრა. მართლა გამიხარდა, კაცს რომელსაც სიყვარული შეეძლო და იცავდა თავის სათაყვანებელ ქალს. აბა, იმას ციხეში რა უნდოდა? ძლივს მოვესწარი, რომ ბიჭმა გოგოს გამო იჩხუბა და ასეთ კაცს ციხეში არასგზით არ დავტოვებდი.



რესტორანი „დარიალი“, ოფიციანტ არიკას დიდი „ჩოტკი“, „ტრუბკით“ გაბერილი კვერცხი და გაცურებული კლიენტები

სომეხი ოფიციანტი არიკა არუთინოვი გენიალური კაცი იყო. მასზე ათასი ისტორია შეიძლება მოყვე. მაშინ სად იყო კომპიუტერი და კალკულატორები? ამიტომ არიკას დიდი „ჩოტკი“ ჰქონდა და 9 კოჭით ისე მუშაობდა, ისე ანგარიშობდა, ყველას აოცებდა. 10 კაპიკში 1 კაპიკს, ათ მანეთში 1 მანეთს, 100 მანეთში კი თუმანს იპარავდა. თან, ისე, რომ ვერავინ იგებდა. არიკას ისე საოცრად მოჰქონდა მწვადები, ვერ აგიწერთ. მოგიტანდა 5 მწვადს, რომლის შამფურებიც 5 თითში ჰქონდა გაყრილი და „გააძრობდა“ უცებ. სინამდვილეში 4 შამფური მოჰქონდა და მეხუთეს ცარიელს შემოგაპარებდა. მოკლედ, რაღა „ფოკუსნიკი“ კიო და რაღა არიკა, სასწაულებს აკეთებდა. პატარა ბიჭები სისხლს უშრობდნენ, „პოსლეზე“ აშლევინებდნენ სუფრას და იყო სულ არიკას ჯუჯღუნი. არიკას განსაკუთრებულად კერძი „ჩიჟი-ბიჟი“ ჰქონდა „დამუღამებული“, თან ყველაზე იაფი ღირდა. არიკა „ტრუბკით“ ბერავდა კვერცხს, აფუშფუშებდა კარგად და საუცხოოდ იბერებოდა. ბიჭები რომ დავინახავდით, ნერწყვს ვყლაპავდით, ისე მადიანად გამოიყურებოდა პომიდორთან ერთად. მაგრამ რად გინდოდა? ჩანგალს ჩაარჭობდი თუ არა, ჩაიფუშებოდა და თეფშზე აღარაფერი რჩებოდა. ამის მერე არიკას სართულებიან გინებას ვუგზავნიდით ბიჭები. ერთხელ „ობეხე“ არიკას დასაჭერად მივიდა, თან გააფრთხილეს, „აბშოტი“ არ გააკეთო, თორემ დაგიჭერენო. ერთ დღესაც პოლიციელები მივიდნენ არიკასთან. გაუშალა სუფრა და როცა ანგარიშის მოტანა მოსთხოვეს, შეეკამათნენ, რადგან თანხა ეძვირათ. არიკას უსაყვედურეს, ბევრს გვახდევინებ, მაგდენის რა გვაჭამეო. მოკლედ, დაიწყეს საქმის „გაიასნება“ და ამასობაში ვერც მიხვდნენ, არიკამ გვერდით როგორ დაუდო მათ ხუთი ცარიელი გრაფინი. თან, უმტკიცებდა, ეს ღვინო თქვენ დალიეთ, აბა, ვინაო. მოკლედ, ვერაფერს გახდნენ პოლიციელებიც კი და დაემორჩილნენ არიკას.

როცა ფულს მიიტანდა სახლში, ლოგინის ქვეშ მალავდა თურმე და ცოლ-შვილს თვალებს უბრიალებდა – აბა, ახლა „დაახვიეთ“ ოთახიდანო. ჩაკეტავდა კარს და ფულს საგულდაგულოდ მალავდა. ერთ დღესაც მალავს ფულს და შემოტრიალდა, ამ დროს, შეხედა კედელზე გარდაცვლილი მამის სურათს, მივიდა სურათთან არიკა, კედლისკენ მიაბრუნა, თან მამას ელაპარაკება: ბოდიში, მაგრამ, არ მინდა, დაინახო ფული სადა მაქვსო. ამასობაში დამალა ფული და მხოლოდ მერე შემოატრიალა და ჩამოკიდა სურათი კედელზე.



პლეხანოველი მარინა და მისი

წინასწარმეტყველება

კარგად ვიცნობდი მარინას... ახლა დაბერდა, თორემ ახალგაზრდობაში მართლა ლამაზი ქალი იყო. მერე ვიღაც კაცმა შეაცდინა და ტყუპი ბიჭებიც ეყოლა მისგან. ამის მერე ფსიქიკა ცოტა შეელახა, თორემ ისე, საღი აზროვნება აქვს, ბევრს „გადაუჯოკრავს“. მერე დაიწყო დალევა და ბოჰემური ცხოვრება. უნდა გენახათ, ისე ატრიალებდა ჭიქას ორი თითით, რომ წვეთი არ ეღვრებოდა იქიდან. გამგები და კაი გულის ქალია, საწყალი. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო. ცოლი ახალი მოყვანილი მყავს და მივსეირნობთ კინოში. ამ დროს მარინა „გამეჩითა“. შორიდანვე მომაძახა, „ვა, კობა-ჯან, საღოლ, რა კარგი გოგო დაგითრევია“. კარგად მომისმინე, რასაც გეტყვი, პირველი შვილი ბიჭი გეყოლება და გიორგი დაარქვიო. გავიდა რამდენიმე თვე და მართლა არ ახდა მარინას წინასწარმეტყველება?! ბიჭი მეყოლა და გიორგი დავარქვი. ახლა მარინა დადიანის ქუჩაზე ზის და მოწყალებას ითხოვს. არ არსებობს, ქალაქელმა კაცმა გაიაროს იქ მანქანით და თუ მართლა ჯიბეში ფული აქვს, მარინას არ უწილადოს. მარინა იმ ფულით ბევრ კარგ საქმეს აკეთებს – უპატრონო ბავშვთა სახლს ეხმარება. მიდის იქ და ბოლო კაპიკამდე ასეთ ბავშვებს აძლევს ფულს. მან რამდენიმე ოჯახი გადაარჩინა შიმშილს. მოკლედ, ჯიგარი ქალაქელი ქალია.



შამპანურის ფოიერვერკი

და ქალაქელების დიდი ზეიმი

მაშინ არა მარტო თბილისელები, ყველა ქართველი კაცი ფეხბურთით ცხოვრობდა. ორი წამყვანი გუნდი ვიყავით მოყვარულთა დონეზე და მუშტაედისა და ვერის ბაღში ირჩეოდა ფეხბურთი. 1975 წელს, თბილისის „დინამომ“ რომ საბჭოთა კავშირის თასი აიღო, ეს იყო მართლა სახალხო ზეიმი, ყველაზე განსაკუთრებული და სასიხარულო. თბილისიდან იმდენი ხალხი ჩავედით, როცა უკან თვითმფრინავით ვბრუნდებოდით, რა ხდებოდა იქ, ვერ აგიწერთ. იმდენი ხალხი იყო, ნახევარი ფეხზეც კი იდგა. ცხონებული და ბრწყინვალე კაცი კოტე მახარაძე მოფრინავდა ჩვენთან ერთად. მსგავსი განათლებისა და ინტელექტის პატრონი მე აღარ შემხვედრია. მაშინ კოტემ მთელი მატჩი ხელახლა წაიყვანა ზეპირად. ყველას ხელში შამპანური ეჭირა და ქეიფობდა. მხოლოდ მე არ ვსვამდი. იმ თასში, რომელიც „დინამომ“ აიღო, შამპანურს ასხამდნენ და ისე სვამდნენ მოქეიფე ბიჭები. იყო დიდი ფოიერვერკი და უსაზღვრო სიხარული. როცა თბილისში ჩამოვედი, ქუჩაში გამაჩერა ერთმა ტიპმა – გინდა თუ არა, დალიეო, დამაძალა. არადა, არ ვსვამდი, მაგრამ შემაწუხა, ადღეგრძელე „დინამოო“. ისე მოვიყუდე ბოთლი, ტყუილად, სხვა გზა არ მქონდა. მივედი სახლში და ჩემი გამზრდელი ბიძა – შოთა დამხვდა. შენ ვის ატყუებ ბიჭოო, – მისაყვედურა. თავს დებ, არა ვსვამო. შუა ქუჩაში რომ გქონდა შამპანურის ბოთლი მოყუდებული და სვამდი, ის როგორი იყოო... აი, რა მზვერავები მყავდნენ, ხედავთ? ორი წუთით ტყუილად მოვიყუდე ბოთლი და სწორედ მაშინ არ დამინახეს?!



დამსახურებული მეეზოვე, დასუფთავებული ქუჩები და გახდილი ნაბადა

ჩემი გამზრდელი დეიდა ცხოვრობდა კუკიაზე და მასთან ერთად მიწევდა ყოფნა. კერძო ბინაში მეორე სართულზე ჩვენ ვიყავით და პირველზე მდგმურები გვყავდა – ქურთი ქალები. მოხუც ქალს, ნაბადა ერქვა, რომელიც თბილისში ყველაზე სტაჟიანი და დამსახურებული მეეზოვე იყო. ეკეთა დიდი ოქროსბურთულებიანი საყურეები და უკან დიდი „კოსა“ ჰქონდა, გრძელი ფართხუნა, ჭრელი კაბა ეცვა და სულ ღიღინ-ღიღინით უსვამდა დიდ ცოცხს დანაგვიანებულ ქუჩებს. მისი წყალობით, კუკია სულ დასუფთავებული იყო. ერთ დღეს დავინახე, ნაბადა შემოვიდა სახლში. მე საიდანაც ვიყურებოდი, პირდაპირ მისი ფანჯარა ჩანდა. შევიდა ნაბადა ოთახში და დაიწყო ტანსაცმლის გახდა. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და რა თქმა უნდა, მაინტერესებდა, დამენახა, შიშველი ქალი როგორი იყო. ამიტომაც დავიძაბე, ვჭყიტე თვალები და მეეზოვე ნაბადას ვუყურებ. ველოდები, როდის გაიხდის. ჯერ ერთი ქვედა ბოლო გაიხადა, იმის შიგნით აცვია კიდევ სხვა ფერის ქვედა ბოლო, გაიხადა ისიც. იმის შიგნით კიდევ აცვია ნაირ-ნაირი ფერები... იხდიდა და იხდიდა. ბოლოს თეთრი ეცვა და ის ჩემს ჯინაზე აღარ გაიხადა, ისე დაწვა. მოკლედ, მე კი ვერ ვნახე მთლად გახდილი ნაბადა როგორი იყო, მაგრამ ის გამიკვირდა, ამდენი კაბა როგორ არ ამძიმებდა.


скачать dle 11.3