კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ესიზმრებათ ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშნებს წინასწარმეტყველური სიზმრები


ღამით, როცა ადამიანს ტკბილად სძინავს, თავის ტვინში იხსნება უჯრედი, რომელიც სხვა დროს არ მუშაობს და, უბრალოდ, მიძინებულია. მას ინფორმაცია პარალელური სამყაროდან გადაეცემა. მისი ღამით გააქტიურებისას კი ადამიანი ხედავს წინასწარმეტყველურ სიზმარს, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება.

სხვათა შორის, სიზმრის ახდენა ზოდიაქოს ნიშანზეც არის დამოკიდებული. კერძოდ, წინასწარმეტყველური სიზმრები ადამიანებს იმ პერიოდში ესიზმრება, როცა მზე და მთვარე მათ ზოდიაქოშია.

მზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე – ვერძის ზოდიაქოს ნიშანშია: როცა ამ ნიშანში მთვარეც მოხვდება და შეგიძლიათ, ეს მთვარის კალენდრის მიხედვით დაადგინოთ, ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხედავენ მოსალოდნელ ფიზიკურ საფრთხეზე მიმანიშნებელ წინასწარმეტყველურ სიზმრებს.

მზე 22 აპრილიდან 22 მაისამდე – კუროს ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება. მთვარის ამ ზოდიაქოს ნიშანში მოხვედრის დროს, კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანები ხედავენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს, რომლებიც საქმეში ფინანსურ მოგებაზე მიუთითებენ.

23 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით, მზე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს გადის და, როცა მთვარე ამ ზოდიაქოშია, ტყუპები სიზმარში პრობლემების მარტივად გადაჭრის გზას პოულობენ.

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს მზე 22 ივნისიდან 22 ივლისამდე გადის. ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები სავსემთვარეობის დღეებში ხშირად ხედავენ ნათელმხილველურ სიზმრებს და იღებენ მინიშნებებს პარალელური სამყაროდან.

23 ივლისიდან 21 აგვისტოს ჩათვლით მზე ლომის ზოდიაქოში იმყოფება. როცა მთვარეც ამ ზოდიაქოში ხვდება, ლომები ხედავენ ისეთ სიზმრებს, სადაც წარმატებების გზებსა და სურვილების ახდენის მარტივ ხერხებს ამოიკითხავენ.

22 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, მზე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანშია. ამ ნიშანში მთვარის მოხვედრის დროს, ქალწულები ღამით იმას ხედავენ, რაც უახლოეს მომავალში უნდა გადახდეთ თავს რეალურ ცხოვრებაში.

მზე 23 სექტემბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება. მთვარის ამ ნიშანში მოხვედრის დროს, სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ისეთ სიზმრებს ხედავენ, სადაც ნათლად არის მითითებული, თუ სად უშვებენ ისინი შეცდომებს რეალურ ცხოვრებაში.

მორიელის ზოდიაქოს ნიშანში მზე 24 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე იმყოფება. როცა მთვარეც ამ ნიშანში მოხვდება, ამ დროს მორიელები ყურადღებით უნდა დააკვირდნენ, თუ რას ხედავენ სიზმრად. შესაძლოა, ღამით ისეთი ხილვა გქონდეთ, რაც ბევრ კითხვაზე გაგაცემინებთ პასუხს.

24 ნოემბრიდან 22 დეკემბრამდე მზე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანშია. როცა მთვარეც ამ ნიშანში აღმოჩნდება, მშვილდოსნები მომავლის წინასწარმეტყველურ სიზმრებს ხედავენ ღამით.

მზე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში 23 დეკემბრიდან 22 იანვრამდე იმყოფება. ამ პერიოდში მთვარე ამ ნიშანში მხოლოდ სამი დღით ხვდება და თხის რქები სიზმრად ისეთ წინასწარმეტყველურ ამბებს იგებენ, რაც მათ წარმატებებსა და მის მისაღწევად საჭირო გზებზეა გათვლილი.

23 იანვრიდან 19 თებერვლის ჩათვლით მზე იმყოფება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. როცა მთვარეც ამ ზოდიაქოშია, მერწყულები სიზმარში ახალ აღმოჩენებს აკეთებენ საკუთარ შესაძლებლობებსა თუ პირად ცხოვრებაზე.

მზე 20 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით თევზების ზოდიაქოს ნიშანს გადის. როცა მთვარე ამ ზოდიაქოს ნიშანში შევა, თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები სიზმრად იმას ნახავენ, თუ სად უნდა იყვნენ ფრთხილად, სად იმოქმედონ თამამად და როდის დგება მათთვის წარმატებების პერიოდი. ასევე, დააკვირდით, ვინ მოდის ამ დროს თქვენთან სიზმრად და რას გირჩევთ ის.

ასე რომ, გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, კარგად გააანალიზეთ წინასწარმეტყველური სიზმრები და მეტი შეიტყვეთ თქვენს მომავალზე.


скачать dle 11.3