კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრიტანეთის მთავრობა სიმსუქნის წინააღმდეგ


ბრიტანულ რესტორნებში, კაფეებსა და ლუდის ბარებში ვალდებული არიან, მენიუში, ფასთან ერთად, მიუთითონ თითოეული კერძისა და სასმელის კალორიულობა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოების მიზნით.

ჯანდაცვის მინისტრმა ენდრიუ ლესლიმ განაცხადა, რომ კალორიულობის მითითების აუცილებლობა კულინარებს აიძულებს, მოამზადონ უფრო „ჯანმრთელი კერძები“. ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, შეამცირონ ულუფა. ეს ეხება, ალკოჰოლურ სასმელებსაც. ცოტას თუ აქვს წარმოდგენა, მაგალითად, რომ მშრალი ღვინით სავსე ჭიქაში 140 კალორიაა, ხოლო 0,5 ლიტრ ლუდში – 180 კალორია.

რესტორნების სტუმრები გაკვირვებული აღმოჩნდნენ, რომ ყავა კექსით შეიცავს 600 კალორიას, ხოლო მსუბუქი სალათა სოუსით – 800 კალორიას. ამავე დროს, „მაკდონალდსის“ ქსელში ბიგ-მაკის კალორიულობა არ აღემატება 490 კალორიას.

ბრიტანეთის კაბინეტის განკარგულების შესრულებაზე კონტროლი ევალება სტანდარტული კვების სააგენტოს. თუკი დაცული არ იქნება აღნიშნული მითითებები, მაშინ დამრღვევებს კანონის დამორჩილებას აიძულებენ.

კვლევის თანახმად, ისეთი დაწესებულებების სტუმრები, სადაც მითითებულია კერძების კალორიულობა, საშუალოდ, 100 კალორიით ნაკლებ საკვებს იღებენ, ვიდრე ისინი, რომლებიც იმ საზოგადოებრივ „წერტილებში“ სადილობენ, სადაც მენიუზე მხოლოდ ფასებია მიწერილი.


скачать dle 11.3