კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტვინი სხვაგვარად ყოფილა მოწყობილი


სტრუქტურული კავშირებით ადამიანის ტვინი ინტერნეტს ჰგავს და არა ვერტიკალურად ინტეგრირებულ სტრუქტურას, როგორც აქამდე ეგონათ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის სპეციალისტები – ლარი სვენსონი და რიჩარდ ტომპსონი. ტვინის მცირე არეებზე გამავალ სიგნალებზე დაკვირვების ახალმა მეთოდმა გამოავლინა კავშირები არსებულ განყოფილებებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელია სტრესზე, დეპრესიასა და მადაზე.

გამოკვლევა შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი ნერვული სისტემის სრული სქემის შექმნის გზაზე.

კვლევის სიახლე, სახელდობრ, ისაა, რომ სწავლულებმა ვირთხის თავის ტვინის მცირე მონაკვეთში, ერთსა და იმავე ადგილას ორი მიმღები ერთდროულად მოათავსეს. ერთი აჩვენებდა, სად მიდიოდა სიგნალი, ხოლო მეორე – საიდან მოდიოდა იგი. კვლევისადმი ასეთმა მიდგომამ, სწავლულებს საშუალება მისცა გამოევლინათ კავშირების არსებობა ოთხ დონეზე.

თუკი ტვინი ვერტიკალური ინტეგრაციის პრინციპით იქნებოდა მოწყობილი, როგორც ამას დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, სიგნალები ტვინის სხვადასხვა ნაწილებიდან წავიდოდა მათი დამუშავების ძირითადი ცენტრისკენ. მაგრამ, ექსპერიმენტით დაკვირვების შედეგად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს თავისებური სპირალი. მის ხვეულებში გადიოდა სიგნალები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებდა ტვინის სხვადასხვა ნაწილებს. ადრე კი მიაჩნდათ, რომ ეს ნაწილები ერთმანეთთან არ ურთიერთმოქმედებდნენ. ეს გვაძლევს საშუალებას, ტვინი შევადაროთ ინტერნეტს.

ასეთი კავშირების არსებობა შეიძლება, ეფექტურ მეთოდად იქცეს ტვინში ინფორმაციის ანალიზის პროცესის შესწავლისთვის. პირველად მათი არსებობის დამტკიცება მიღებულია სწორედ ექსპერიმენტული გზით.


скачать dle 11.3