კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გია მურღულიას კოლექციიდან



– გუშინ სახლში შევედი და შემთხვევით ცოლი ქურდი მეგონა, ფანჯრიდან ვაგდებდი და დიდი წივილ-კივილი იყო.

– ეგ რა არის, გუშინ მე ქურდი შემთხვევით ცოლი მეგონა და წივილ-კივილი იქ უნდა გენახა!

***

– ექიმო, ეს თქვენ მომაკერეთ თავი ავტოკატასტროფის შემდეგ?

– დიახ. პრეტენზია გაქვთ ნაკერთან?

– არა. მშვენიერი ნაკერია, მაგრამ თავი ჩემი არ არის.

***

– ილარიონ, ქალთევზა ქალია თუ თევზი?

– გააჩნია, მამა, გშია თუ...

***

სვანს სთხოვეს, ბავშვი მოგვინათლეო.

– მაგ საქმისა, აბა, მე რა ვიცი – ჩემიც სხვას მოვანათვლინე!

***

– ინდოეთში მოვინადირე, – ყვება მასპინძელი და კედელზე გაკრულ ვეფხვის ტყავზე მიუთითებს, – რაღაც მომენტში საკითხი ისე დადგა, ან მე უნდა ვყოფილიყავი, ან ის...

– სწორი არჩევანი გაგიკეთებია, კედლის მოსართავად ვეფხვი სჯობს...

***

სანაპიროზე მოწყენით იჯდა სამთავიანი გველეშაპი და სამ ხმაში მღეროდა.

***

სვანი სიცრუის დეტექტორზე მიაერთეს. უხსნიან:

– თუ ტყუილს იტყვი, წითელი აინთება, თუ სიმართლეს – მწვანე.

– გაიგე?

– გავიგე!

და წითელი ნათურა აინთო.

***

განცხადება:

„სიმპათიური, შეძლებული მამაკაცი ეძებს უანგარო წმინდა და დიდ სიყვარულს – თვეში ერთხელ”.

***

მასწავლებელი საშინაო დავალებას ამოწმებს:

– რატომ არ ისწავლე გაკვეთილი?

– ფეხი ვიღრძე.

– დაჯექი, ორი! შენ რაღატომ არ ისწავლე გაკვეთილი?

– ბებია ავად გახდა.

– დაჯექი, ორი. შენ?

– ძმა ციხიდან გამოვიდა.

– ძმით რას მაშინებ, დაჯექი, სამი.

***

– სად დაკარგა ამ ხალხმა კულტურა. გამოვდივარ გუშინ რესტორნიდან და ვიღაც არამზადამ ყურზე დამადგა ფეხი.

***

ცოლი ეკითხება ქმარს:

– ძვირფასო, რა არის კუდუსუნი?

– ადგილი, სადაც ხერხემალი თავდება. ცოლმა გაკვირვებით კეფა მოიქექა:

– უცნაურია, მე მაგ ადგილას თავი მაქვს...

***

– მაშ ასე, განსასჯელო, საბოლოო სიტყვა, გთხოვთ.

– შეიძლება წავიკითხო?

– რა თქმა უნდა, წაიკითხეთ.

– დამპირდით, რომ არ გამაწყვეტინებთ.

– კარგით, გპირდებით. ოღონდ – სწრაფად.

– კონსტანტინე გამსახურდია: „დავით აღმაშენებელი”, ტომი პირველში...


скачать dle 11.3