***
დედა შვილს საყვედურობს:
– სად იყავი ამდენ ხანს?
– სანდროსთან ერთად ფოსტალიონობანას ვთამაშობდი. ჩვენი სოფლის ყველა ოჯახს თითო წერილი შეხვდა...
– კი მაგრამ, ამდენი წერილი რამ დაგაწერინათ?
– კი არ დავწერეთ‚ შენი კომოდის უჯრიდან ამოვიღეთ...
***
ივანოვი ახალგაზრდა მეომრის კურსის გავლის შემდეგ ჩეჩნეთში გაგზავნეს საომრად. ერთი თვის შემდეგ სახლში მოუნდა წასვლა:
– დამსახურება უნდა‚ – უთხრა ბატალიონის მეთაურმა‚ – მოენე მოიყვანე და ვნახოთ.
მეორე დღეს ივანოვმა მოიყვანა მოენე და შვებულებაშიც წავიდა.
დაბრუნების შემდეგ ისევ მალე მოუნდა შვებულება.
– ტერორისტების საიდუმლო საბუთები‚ რუკები‚ ბრძანებები... მოიტანე და გაგიშვებთ.
დილითვე მოიტანა საიდუმლო დოკუმენტები – მიიღო მედალი და შვებულება.
მესამედაც მოუნდა სახლში.
– იმათი დროშა მოიტანე!
იღბლიან მეომარს გამოცდილების მისაღებად სხვა ჯარისკაცებიც გააყოლეს.
– მიუახლოვდა ჩეჩნების ბანაკს ივანოვი‚ უკან სხვა მეომრები მიხოხავენ. დააძრო უბიდან ბატალიონის დროშა და ყვირის:
– ეი‚ ბიჭებო‚ ისევ მე ვარ‚ ახლა დროშები გავცვალოთ!