კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნების გამო, სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ. მისი უძრავი ქონება კი შვილს გაუჩუქებია მეგობარზე. აღნიშნულმა პირმა მოითხოვა ქონების დაბრუნება. აქვს თუ არა მას ამის უფლება?

პასუხი: ქონების დაბრუნების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონება უსასყიდლოდ გადაეცა სხვა პირს.

კითხვა: მოქალაქემ დააზღვია ბინა. მას სამ თვეში ერთხელ უნდა გადაეხადა სადაზღვევო შესატანი 200 ლარის ოდენობით. დამზღვევმა 6 თვის განმავლობაში არ გადაიხადა სადაზღვევო შესატანი, სადაზღვევო კომპანიამ წერილობით გააფრთხილა იმის შესახებ, რომ ორი კვირის განმავლობაში უნდა გადაეხადა სადაზღვევო შესატანი. მოქალაქემ დათქმულ ვადაში ეს ვერ მოახერხა. ერთ თვეში ბინას გაუჩნდა ხანძარი და დაიწვა. აქვს თუ არა სადაზღვევო კომპანიას დაზღვევის თანხაზე უარის თქმის უფლება?

პასუხი: დიახ აქვს. თუ ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ, დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისთვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავის მოვალეობისგან.

კითხვა: ნათესავმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, კანონით რძლისთვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა იმ საფუძველზე, რომ იგი ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა მის აწ გარდაცვლილ ძმასთან. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო?

პასუხი: სასამართლო ჩამოართმევს მეუღლეს კანონით მემკვიდრეობის უფლებას, თუ დადასტურდება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან, ფაქტობრივად, სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა, შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

კითხვა: გავრცელდება თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის იურისდიქცია მკვლელობაზე, რომელიც ჩადენილია ფოთის პორტში თურქეთის სახელმწიფო ალმის ქვეშ მცურავ გემზე და მკვლელიც და მოკლულიც უცხოეთის მოქალაქეები არიან?

პასუხი: დიახ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე.

კითხვა: რა სასჯელი ეკუთვნით ფალსიფიკატორებს, თან თუ დანაშაული არაერთგზის ჩაიდინეს.

პასუხი: ფალსიფიკაცია არის, როცა მწარმოებელი და გამსაღებელი ნივთს ანგარებით ან მოტყუებით თვისობრიობას უცვლის. თუ აღნიშნული არაერთგზის ჩაიდინეს, ფალსიფიკატორებს სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვა ან სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. შესაძლოა, მათ სამ წლამდე თანამდებობის დაკავება ან საქმიანობის უფლება ჩამოერთვათ... თუ ფალსიფიცირებულმა პროდუქტმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ან სხვაგვარი მძიმე შედეგი გამოიწვია, დანაშაული ისჯება შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

კითხვა: ჩემი შვილი დაიჭირეს ქურდობაზე. როგორ მოქმედებს შემამსუბუქებელი გარემოებები განაჩენზე. რას ითვალისწინებს კანონი?

პასუხი: თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებანი. სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის მუხლით გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს.

კითხვა: ხშირად ისმის, რომ უცხოეთში სასამართლო დამნაშავეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას აკისრებს. ჩვენთან თუ არის ასეთი სასჯელი და რას მოიცავს ის?

პასუხი: ასეთ სასჯელს ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, თუმცა ჩვენთან მოსამართლეები დასჯის ასეთ ფორმას იშვიათად მიმართავენ. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის თავისუფალ დროს უსასყიდლოდ შრომას. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ინიშნება ოციდან ოთხას საათამდე ვადით, ყოველდღიურად. მაგრამ, დღეში არა უმეტეს ოთხი საათისა.

ჯარიმის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ის შეიძლება, დაინიშნოს უფრო მეტი ვადით. თუ მსჯავრდებული თავს აარიდებს ასეთ სასჯელს, ის თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება. ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის რვა საათი თავისუფლების შეზღუდვის ერთ დღეს და თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს უდრის.

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნებათ: პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალებს; ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს; აგრეთვე, გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს.

კითხვა: მაინტერესებს, დასუფთავების წესების დარღვევისთვის რა ჯარიმებია გათვალისწინებული?

პასუხი: საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 146-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების (29.12.2006, ¹4283) მიხედვით, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებსა და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გაზონებზე, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ასეთივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი ჯარიმდება 500, ხოლო იურიდიული – 3 000 ლარის ოდენობით.


скачать dle 11.3