კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაამონტაჟებინა ბერიამ მოსასმენი მოწყობილობები და როგორ ისმინებოდა თვით სტალინი



ეგრეთ წოდებული „მეგრული ჯგუფის“ საქმე საბჭოთა უშიშროების არქივებში ზესაიდუმლო ვითარებაში იყო დაცული და როგორც კომპეტენტური პირები ამტკიცებდნენ, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია თავად „კაგებეშიც“ მწირად მოეპოვებოდათ. ჩვენს დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ ფრაგმენტს წიგნიდან „ოთხმაგი თამაში“, რომლის ავტორიც დასავლეთში გაქცეული საბჭოთა უშიშროების ოფიცერი, პოლკოვნიკი ნოდარ ჯანაშია „მეგრული ჯგუფის“ შესახებ საუბრობს...

ბერიას პირმშო

მოსკოვის ქვეშ რომ ათასობით კილომეტრზე გადაჭიმული გვირაბებია, ეს ფაქტი კარგადაა ცნობილი ჩეკისტურ წრეებში. გვირაბების ნაწილი ჯერ კიდევ ივანე მრისხანეს დროს გაიყვანეს, ხოლო ნიკოლოზ მეორის და განსაკუთრებით კი კომუნისტების დროს ეს საქმე აყვავდა. მიწისქვეშა კომუნიკაციებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კომუნისტები და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ ქსელების გაფართოებაში სტალინს. მას მიაჩნდა, რომ კარგად განვითარებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საწინდარი იყო და დიდ სახსრებს ახმარდა ამ საქმეს. სტალინს პირადი მეტროპოლიტენის ხაზი ჰქონდა და დაუბრკოლებლად შეეძლო გადაადგილება ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც კი. ეს ხაზი დღესაც ქმედითუნარიანია და მისი საიდუმლო მშენებლობა 400 მილიონი საბჭოთა მანეთი დაჯდა. მშენებლობაა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1941 წლის მაისის დასაწყისში, დიდი სამამულო ომის დაწყებამდე თვე-ნახევრით ადრე დასრულდა. საიდუმლო პროექტის შემსრულებელი ლავრენტი ბერია იყო, რომელიც ამ საქმეში რეპრესირებულ მუშახელს და ინჟინრებს იყენებდა. თუმცა, ბერია ამის პარალელურად უფრო მცირე ზომის გვირაბს აშენებინებდა ინჟინრებს, რომელიც პირდაპირ კრემლს უერთდებოდა და სტრატეგიულის გარდა, ჯაშუშური დანიშნულებაც ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ეს ბერიასეული გვირაბი ულტრათანამედროვე მოსასმენი აპარატურით იყო აღჭურვილი და პირველი საბჭოთა პოლიციელი თავად სტალინსაც უსმენდა...

1953 წელს, როდესაც შეთქმულებმა ბერია მოკლეს და მისი კადრების განადგურებას მიჰყვეს ხელი, ეძებდნენ ეგრეთ წოდებულ „მეგრულ ჯგუფს“, რომლის არც შემადგენლობა იცოდნენ და არც მისი დანიშნულება ბოლომდე. ხრუშჩოვს ბერიას მომხრეების შურისძიების ეშინოდა და ყველა ქართველში, განსაკუთრებით კი მეგრელში, მტრებს ეძებდა. თუმცა, „ნიკიტა დურაჩოკმა“ არ იცოდა, რომ ბერიას პირმშო, მისი ეგრეთ წოდებული „მეგრული ჯგუფი“, 1980 წლის ჩათვლით აკონტროლებდა კრემლს და მათი ყველა ინტრიგის საქმის კურსში იყო.

ძვირფასი არქივი

1980 წლის თებერვალში მოსკოვში მეტროს ახალი ხაზის მშენებლობა დაიწყეს და ერთ-ერთი ასაფეთქებელი სამუშაოს დროს, როდესაც კლდის მასიური ნაწილი ჩამოიშალა, მშენებლებმა ბერიას მიერ გაყვანილი საიდუმლო გვირაბის ნაწილს მიაგნეს. ეს ინფორმაცია სასწრაფოდ „კაგებეს“ მიეწოდა და სპეციალურმა ჯგუფმა საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინა, რომელიც კრემლს უერთდებოდა და მოსასმენი აპარატურით იყო აღჭურვილი. ეს კომუნიკაცია არც ერთ საიდუმლო დოკუმენტში არ იყო რეგისტრირებული და მისი წარმომავლობის დასადგენად ინტენსიური ძიება დაიწყო, რომელსაც კონტრდაზვერვის სპეცჯგუფი აწარმოებდა. მაშინ მე საგამოძიებო ჯგუფის უფროსის მოადგილე ვიყავი და მთელ ამ საქმიანობაში სრულიად ვიყავი ჩართული. გვირაბში, სპეციალურ ოთახში მკვდარი ადამიანი აღმოვაჩინეთ, რომელიც აფეთქების დროს დაიღუპა. გარდაცვლილი აშკარად მოსასმენი აპარატურის ზედამხედველი იყო და მისი პიროვნება რომ მოვიძიეთ, ვინმე პეტრე ფიფია აღმოჩნდა – ცენტრალური ტელევიზიის უბრალო ხმის ოპერატორი. მოვლენებს წინ გავუსწრებ და ვიტყვი, რომ 41 წლის ფიფია „მეგრული ჯგუფის“ წევრი გახლდათ. ეს ჯგუფი კი ღრმად იყო კონსპირირებული და პირველად მოგვეცა საშუალება მის გამოსააშკარავებლად. გვირაბში, კრემლის მესვეურთა უახლესი აუდიოჩანაწერების 100 საათი აღმოვაჩინეთ და აშკარა იყო, რომ დანარჩენი ფირები სადღაც სხვაგან, უფრო დაცულ ადგილზე ინახებოდა. ასე გაჩნდა ვერსია იმის შესახებ, რომ „მეგრელთა ჯგუფის“ უძვირფასეს არქივში 1941-1979 წელს ჩაწერილი ძვირფასი აუდიოდოკუმენტები ინახებოდა. ამიტომ, „კაგებემ“ ამ არქივებზე დაიწყო ნადირობა და მთელი საქმე პეტრე ფიფიას ირგვლივ აიგო. მანამდე კი, როგორც გაირკვა, უნებლიე აღმოჩენა „მეგრელთა ჯგუფთან“ იყო დაკავშირებული. მე, როგორც მეგრული წარმომავლობის პირი, ამ გამოძიებას ჩამომაშორეს. მოგვიანებით, სწორედ ეს გახდა ჩემი უცხოეთში გაქცევის მიზეზიც...

ერთი სიტყვით, უძვირფასეს არქივზე ნადირობა ერთი წამითაც არ წყდებოდა. თუმცა, ყველაფერი უშედეგოდ მიმდინარეობდა. სამაგიეროდ, ხან ამერიკის, ხან კი გერმანიისა და ბრიტანეთის პრესაში პერიოდულად ქვეყნდებოდა ორმოცდაათიანი, სამოციანი და სამოცდაათიანი წლების საბჭოთა ლიდერების საუბრის ტექსტები, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ არქივის მასალებს ვიღაც ყიდდა.

მე, როგორც საბჭოთა უშიშროების მაღალჩინოსანი, დაინტერესებული ვიყავი, თუ რა მიზანს უსახავდა ბერია „მეგრულ ჯგუფს“ და მხოლოდ გაქცევის მერე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის იყო განსაზღვრული. როგორც ეტყობა, ამ ჯგუფის წევრები საეჭვო ინფორმაციას მთელ მსოფლიოს აგებინებდნენ, ამზეურებდნენ საბჭოთა ლიდერების ჰიპერტროფიულ იდეებს და ამით მათ გეგმებს შლიდნენ. ასე განიმუხტა კარიბის კრიზისი და შეერთებულ შტატებზე ტერორისტების მიერ დაგეგმილი თავდასხმა ატომური ბომბის გამოყენებით...


скачать dle 11.3