კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ საუკუნეში გაჩნდა პირველი ქართული გვარი და რომელი სახელია ყველაზე იშვიათი


ადამიანის წარმომავლობასა და გვარს საქართველოში ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. სწორედ გვარი განსაზღვრავდა ადამიანის სტატუსს და ადგილს საზოგადოებაში. კარგი გვარის წარმომადგენლები უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებდნენ და უფრო მეტად პრივილეგირებულნიც იყვნენ. მართალია, თავადები, აზნაურები, გლეხები ქართული რეალობიდან დიდი ხანია გაქრნენ, მაგრამ ადამიანის წარმომავლობას დღემდე დიდი ყურადღება ექცევა. თავადური გვარის ადამიანი უფრო დადებითად აღიქმება. გვარი ცოცხალი ისტორია, ოჯახის მემკვიდრეობითი სახელია, გვარიშვილობა კი – ადამიანის ღირსების, მაღალზნეობრიობის მაჩვენებელი. პიროვნების თვისებებს, ჩვეულებრივ, გვარს უკავშირებენ და ამბობენ – ესა და ეს კაცი კარგი (ან ცუდი) გვარიშვილია, გვარიშვილობას უქებენო. ამის მიუხედავად, ადამიანების დაყოფა გვარიშვილობის მიხედვით არ არის მართებული. გვარი, თურმე, საქართველოში მეექვსე საუკუნიდან გვხვდება. თუმცა დღევანდელი გვარების უმეტესობა მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში გაჩნდა. დღეს არსებული გვარებიდან ყველაზე ძველია გრძელიძე (1028 წელი), ასევე ძველი გვარებია – ყანჩაველი (1030 წელი), დადიანი (1030 წელი) და დვალი (1030 წელი). გვარების დაბოლოებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება ოლოებებიდან „-ძე“-ზე დაბოლოებული გვარები. ასევე, საინტერესოა, რომ „-ია“-ზე დაბოლოებული გვარების უმეტესობა გვხვდება თბილისსა და იმერეთში (და არა სამეგრელოში). რაც შეეხება „-იან“-ზე, დაბოლოებულებს, თურმე, საქართველოს სხვა კუთხეებში 112 000 ასეთი გვარი გვხვდება, ხოლო სვანეთში – სულ 26 000. ისტორიული წყაროების მიხედვით, ადამიანები გორაებად ცხოვრობდნენ. დღეს რომ ვამბობთ – გორი, გორა, ადრე მას გორაები ერქვა. ადამიანები ამ გორებიდან ჩამოვიდნენ და დაიწყეს მიწიერი ცხოვრება, მესაქონლეობა, მემინდვრეობა და ასე შემდეგ. იქიდან შემორჩა სახელი გორა-გუარი-გვარი. თუმცა, თავდაპირველად, გაჩნდა ადამიანთა სახელები. მსოფლიოში არც ერთი ადამიანი არ ყოფილა, ვისაც სახელი არ ჰქონდა. პირველი სახელი – მახარე, მშობლისმიერი საკუთარი სახელია. სახელების შემდეგ კი, გაჩნდა გვარების საჭიროება. გვარი პირველად ადგილმდებარეობის, სადაურობის მიხედვით იწოდებოდა. ადამიანის სახელს დაურთეს ტოპონიმი, ადგილის სახელწოდება – ვთქვათ, იაკობ ცურტაველი. ცურტავი ადგილია, მას „-ელი“ დაუმატეს და ცურტაველი გახდა. გვარი კეცხოველი კი კეჩხობიდან მოდის. პირველი გვარი, რომელიც ისტორიაშია დაფიქსირებული, ეს არის ქუენიფლეველი. ქვენიფნევი იყო სოფელი შიდა ქართლში. ქუენიფლეველებიდან გამორჩეულია ბაბილა ქუენიფლეველი, რომელმაც მეექვსე საუკუნეში თავი გამოიჩინა ოვსებთან ბრძოლაში. მან დაამარცხა მომხვდური მტერი და უკუქცეული ოვსთა ლაშქარი საქართველოდან გააძევა. ქუენიფლეველები ბაბილას გამო გვარად ბაბილურები გამხდარან. შემოვიდა ახალი სუფიქსი „-ური“, „-ული“ – ეს არის მთიულების გვარების დაბოლოება. მეექვსე საუკუნეში ჩნდება ახალი გვარი ფარტაძე. ფარტაზი კოლხეთში ერისმთავარი იყო, ისტორიული პიროვნება. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, სწორედ მისგან იწარმოა გვარი ფარტაძე. ძე არის შობილი, მოვლენილი პიროვნება, რომელიც ოჯახის შვილია და მისი გამგრძელებელი. სუფიქსი „-ძე“ უფრო ადრე გაჩნდა ჩვენს სინამდვილეში, ვიდრე „-შვილი“. „-შვილზე“ დაბოლოებული ერთ-ერთი პირველი გვარი იყო არსლანიშვილი, დღევანდელი – ასლანიშვილი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, მონაცემთა ერთიანი ბაზის საფუძველზე, დათვალა საქართველოს მოქალაქეთა გვარების რიცხოვნობა.

ჩვენს ქვეყანაში 40 ათასამდე სხვადასხვა გვარის წარმომადგენელი ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარია, ბერიძე. გავრცელებული გვარების რიცხოვნობა და რიგითობა ასეთია: ბერიძე – 22 819, მამედოვი-მამედოვა – 21 694, კაპანაძე – 16 238, გელაშვილი – 15 478, ალიევი-ალიევა – 14 533, მაისურაძე – 14 186, გიორგაძე – 12 188, ლომიძე – 11 164, წიკლაური – 10 801, კვარაცხელია – 10 095, ბოლქვაძე – 9 974, შენგელია – 9 567, ნოზაძე – 9 559, ხუციშვილი – 9 530, აბულაძე – 8 978, მიქელაძე – 8 421, ტაბატაძე – 8 110, მჭედლიშვილი – 8 024, გოგოლაძე – 7 934, აბაშიძე – 7 652.

საინტერესოა, ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ, მის ბაზაში შესული ყველაზე იშვიათი გვარების გამოქვეყნება, რომლებიც, შესაძლოა, დღემდე არც გაგიგიათ. ასეთი გვარებია: ავგაროზაშვილი, ალმაზიშვილი, თერძიშვილი, კბილიანაშვილი, ზეცაშვილი, ზურმუხტაშვილი, კრიჭინაშვილი, ვარვარიძე, სურვილაძე, შავთვალიშვილი, უფროსაშვილი, თევდორიკაშვილი, ნამზითიშვილი, ბუჩუხიშვილი, ელკანაშვილი, სასურქინაშვილი, კვიტინი, ღვლიღვაშვილი, მონავარდიშვილი, წიწვიანიძე და ასე შემდეგ.

საკუთარ სახელთა შორის ყველაზე ძველი და საყურადღებოა ადამიანთა სახელები. რა გქვია შენ? – ეს, ალბათ, ძალიან საინტერესოა. ვინ ხარ? საიდან მოდის შენი სახელი? გვიფიქრია, თუ რას ნიშნავს: თამარი, ნინო, გიორგი, ვასილი, ეკა, თემური. დავაკვირდეთ: იამზე, მზექალა, მაყვალა, იმედა, მზეჭაბუკი, ოქროპირი, ღვთისავარი – ეს ყველაფერი საიდან მოდის? რატომ? ეს იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, რომელი სიტყვიდან არის წარმოქმნილი ესა თუ ის სახელი. სხვა სახელებიც, ამგვარივე გზით, ჩვეულებრივი სიტყვებისგან არის მიღებული, მაგრამ ბევრი მათგანი სულაც არ არის წარმოშობით ქართული. თანაც, დროთა განმავლობაში ფორმა საკმაოდ შეიცვალა და მათი მნიშვნელობის გამოსარკვევად საჭიროა სხვა ენების მოშველიება, ისტორიის გათვალისწინება, კვლევა, ძიება. როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, სხვადასხვა ხალხში ადამიანის სახელებად ხშირად გამოყენებულია ცხოველთა, ფრინველთა და მცენარეთა სახელწოდებანი. ჩვენში ამჟამად ასეთი სახელები ნაკლებად არის გავრცელებული. ფრინველთა სახელებისგან ნაწარმოები სახელები ძირითადად ქალებში გვხვდება. საქართველოში: ჩიტო, სირინოზი, გედია, გვრიტია, გუგულა... ორბისგანაა ნაწარმოები. ლათინური – აკვილა, ქართული აკვირინე, რუსული – აკულინა. ციურ მნათობთა სახელებისგან ნაწარმოები სახელებია: ბერძნული – ელიოზი (მზე), ებრაული – შამშე (მზე), ეთერი (ვარსკვლავი), ეგვიპტური – რამზე (მზის შვილი), არაბული – ყამარი (მთვარე), ქართული – მზია, მზეთამზე, მზექალა, მზისა, მზეჭაბუკი, მამამზე, მთვარისა, ცისკარა და სხვა. ფერებისგან წარმოშობილი სახელებია: ქართული – ლეგა, შავლეგო, უჩა, წიქა, თეთრუა; ბერძნული – პორფილე, სარდიონი, მელანია, მავრა; ლათინური – კანდიდი; ირანული – საურმაგი, შიო; ინდური – ლალი, ლილე, ლოლა და სხვა.

სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა მიხედვით საინტერესო იქნება, შევიტყოთ, კაცის და ქალის რომელი სახელებია გავრცელებული და პირიქით.

კაცის სახელები: გიორგი – 151 158, დავითი – 77 636, ზურაბი – 46 784, ლევანი – 39 391, ალექსანდრე – 33 374, ირაკლი – 30 705, მიხეილი – 28 151, თამაზი – 27 877, ნიკოლოზი – 25 915, ავთანდილი – 24 247, მამუკა – 21 731, თეიმურაზი – 21 480, ზაზა – 20 956, ლაშა – 20 534, გივი – 20 531, ოთარი – 20 225, მერაბი – 19 819.

ქალის სახელები: ნინო – 95 102, თამარი – 74 464, მარიამი – 57 893, მაია – 46 103, ნანა – 40 244, ქეთევანი – 38 631, ნათელა – 34 909, მანანა – 34 494, ნათია – 33 626, ანა – 32 682, ეთერი – 31 858, მარინე – 26 605, მარინა – 25 618, ხათუნა – 25 492, ლიანა – 24 316, ლალი – 24 148, ლია – 23 838, ეკატერინე – 23 556, მზია – 23 468, ირმა – 20 159.

300 ყველაზე გავრცელებული სახელიდან ასეთ საინტერესო ფაქტს გთავაზობთ: საქართველოში უფრო მეტი მაყვალაა, ვიდრე თორნიკე. ასევე, ჟუჟუნა და ვენერა უფრო გავრცელებულია, ვიდრე არჩილი. სახელებზე რომ ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ჩავხედოთ კახეთს და ვნახოთ, მიხო და მარო ლიდერობენ თუ არა. აღმოჩნდა, რომ არ ლიდერობენ. კახეთში ყველაზე ბევრი გიორგი და თამარი ცხოვრობს, ხოლო მიხო და მარო მე-10 და მე-5 ადგილებზე არიან. აღმოჩნდა, რომ 928 კაცს ჰქვია გიული და 148-ს – ია. თუმცა, უფრო საინტერესო სახელებიც მინდა გაგაცნოთ. ესენია: მაუზერი (3), სერჟანტი (23), მარშალი (4), ნაჩალნიკი (5), გენია (70), უნარი (17), ვალუტა (37), მაგნიტი (6), პარნიკი (26). რაც შეეხება სახელებს, ჩვენი სახელებიც უძველესი დროიდან მოდის. მაგალითად, ერთ-ერთი უძველესი სახელია მახარე, საიდანაც მოდის გვარები მახარაშვილი, მახარაძე. ქართველი კაცისთვის სახელს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ტრადიციულად, ქართველები ბავშვებს ბაბუის სახელს არქმევდნენ და ამით წინაპრების პატივისცემას გამოხატავდნენ. ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ, საქართველოში დაიწყეს წმიდანთა სახელების დარქმევა. ასე შემოვიდა ქართულში სხვადასხვა წარმოშობის სახელები: ნინო, გიორგი, ირაკლი, თეკლე, დავითი, თამარი და სხვა. ახალშემოსული სახელებიდან შემდგომში ახალი გვარები გაჩნდა. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ საქართველოში, დაახლოებით, 25 ათასი გვარი იქნება და მათ შორის ნახევარზე მეტი საეკლესიო სახელებიდანაა წარმომდგარი: გიორგაძე, ანდრიაშვილი, ნიკოლოზიშვილი, თამარაშვილი, იოსებიძე, პეტრიაშვილი და ასე შემდეგ. გვარიშვილობა დაკავშირებულია, აგრეთვე, ეროვნებასთან. ქართველი კაცი თავის გვარს, ჯიშსა და გენს წმიდად მიიჩნევს და მისი შეუბღალავად შენარჩუნებისთვის მრავალჯერ გაუწირავს თავი.


скачать dle 11.3