კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გერმანიის ეკონომიკამ რეკორდი მოხსნა

 

გერმანიის ეკონომიკამ 2010 წლის მეორე კვარტალში 2,2 პროცენტი მოგება აჩვენა, რაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. ამის შესახებ ამერიკული ეკონომიკური სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება. საინტერესოა, რომ ამ მონაცემებმა ანალიტიკოსების პროგნოზებსაც კი გადააჭარბა, რომლებიც გერმანიას 1,3-1,4-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას უწინასწარმეტყველებდნენ. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მომატებაში მთავარი „დამნაშავე“ ექსპორტის ზრდაა. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ გერმანია მსოფლიოში მეორე ადგილზეა ექსპორტის რაოდენობით და სწორედ ამ ფაქტორმა გახადა მისი ეკონომიკა ყველაზე სწრაფად განვითარებადი ევროპაში. გარდა ამისა, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოხმარება შიდა პროდუქტებზე. საინტერესოა, რომ გერმანიის ეკონომიკური წინსვლა დაემთხვა მსოფლიოს ორი წამყვანი ექსპორტიორი ქვეყნის – ამერიკისა და ჩინეთის ეკონომიკის მნიშვნელოვნად შენელებას. გარდა ამისა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც ვერ აჩვენებენ წარმატებულ შედეგებს. შედარებისთვის, საფრანგეთის ეკონომიკა 2010 წლის მეორე ნახევარში მხოლოდ 0,6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იტალიისა კი – 0,4 პროცენტით. საბერძნეთში, სადაც ეკონომიკური კრიზისი მძინვარებს, ეკონომიკური ვარდნა 1,5 პროცენტს შეადგენს. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გერმანიის ეკონომიკამ შარშან 4,7-პროცენტიანი ვარდნა განიცადა და მოკლე პერიოდში ასეთი წინსვლა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. გერმანული სტატისტიკური სააგენტო „დესტატი“ იუწყება, რომ ასეთი ეკონომიკური ზრდა გემრანიაში ორად გახლეჩილი ქვეყნის გაერთიანების შემდეგ აღარ ყოფილა, რაც ნამდვილად საამაყოა.


скачать dle 11.3