კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მილიარდერი მერდოკი ჩინეთს ტოვებს


ამერიკელი მილიარდერი რუპერტ მერდოკი, რომელიც „ნიუს კორპორეიშენის“ მფლობელია, ჩინეთში ბიზნესის დატოვებას აპირებს. ტელემაგნატმა ერთდროულად სამი ჩინური ტელეკომპანიის გაყიდვის თაობაზე გამოაცხადა. მერდოკი ამ სამ ტელეკომპანიას სახელმწიფო ფონდ „ჩაინა მედია კეპიტალს“ მიჰყიდის. ამერიკელი მაგნატი აცხადებს, რომ მისი ქმედების მიზეზი მედიაბიზნესის შეზღუდვაა, რომელიც მუდმივად თან სდევდა მის მოღვაწეობას ჩინეთში და რომელიც სატელევიზიო ბიზნესის განვითარებაში ხელს უშლიდა. მერდოკი აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან მუდმივმა ჩარევამ, მას ჩინეთში ფულის გაკეთების რეალური შანსი არ მისცა, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვების თაობაზე. მერდოკის კომპანია ჩინეთში სამი მსხვილი ტელეკომპანიის – „ხინგ კონგის“, „ხინგ კონ ინტერნეიშენალისა“ და „ჩენელ ვის“ აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელია. გარიგების ფარგლებში ჩინეთის სახელმწიფო კომპანია ასევე ფილმების სტუდიას – „ფორჩუნ სტირ ჩაინიზზსაც“ მიიღებს. გარიგების თანხა არ ხმაურდება, თუმცა, ცხადია, რომ ის ძალზე სოლიდური იქნება, რადგან მერდოკი აიძულეს ჩინური ბაზარი დაეტოვებინა.


скачать dle 11.3