კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლიხტენშტეინი მექრთამეთა ოაზისია


რა საერთოა საავტომობილო კომპანია „პორშეს“ მფლობელ პიეხების ოჯახსა და ინდონეზიის ყოფილ პრეზიდენტს შორის? – როგორც გერმანული ჟურნალი „შტერნი“ იუწყება, ერნსტ პიეხიც და ყოფილი დიქტატორი – ჰაჯი მოჰამედ სუხარტოც აქტიურად იყენებდნენ სკანდალურად ცნობილ ლიხტენშტეინის ბანკის – „ელ-ჯი-თი ტრეუჰენდის“ ანგარიშებს, საიმისოდ, რომ ქრთამები აეღოთ. თუმცა, საუბარი მხოლოდ მათზე არ არის. ლიხტენშტეინის ეს ბანკი მრავალ უცხოელს დაეხმარა ქრთამების აღებაში. „ელ-ჯი-თი ტრეუჰენდის“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების წყალობით, ლიხტენშტეინი არის სამოთხე, არა მარტო მათთვის, ვინც გადასახადებს მალავს, არამედ მექრთამეებისთვისაც. მექრთამეობას ამ ბანკის მეშვეობით არა მარტო კერძო პირები, არამედ მსოფლიოში ცნობილი კონცერნებიც ეწეოდნენ. მაგალითად, შვეიცარიულმა კონცერნმა „ასია ბროუნ ბროვერიმ,“ პროფილით ელექტროტექნიკა და მანქანათმშენებლობა, ფრანგული კომპანიის „ენტრელეკის“ ყიდვის წინ, რამდენიმე მილიონი ამ კომპანიის პრეზიდენტის პირად ანგარიშზე ჩარიცხა. ეს ფინანსური ოპერაცია 2001 წელს განხორციელდა.




скачать dle 11.3