ბანკ „მორგან სტენლის“ მონაზვნები უჩივიან
ირლანდიელი ინვესტორები, რომელთა უმეტესობა მონაზვნები არიან, დიდი ბრიტანეთის სასამართლოში ამერიკულ ბანკ „მორგან სტენლის“ უჩივიან. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ამერიკული ბანკის წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელი შეიტანა. მოსარჩელეები ბანკს კონკრეტული ვალდებულებების შეუსრულებლობაში სდებენ ბრალს. საუბარია 6 მილიარდი ევროს ღირებულების ობლიგაციის თანხების გაუნაღდებლობაზე, რის გამოც ამ ობლიგაციებმა ღირებულება დაკარგა. სარჩელის ავტორი ორგანიზაციები: „იესო ქრისტესა და მარიამ ღვთისმშობლის მოწყალების დები“, „წმინდა რწმენის დები“ და ასევე ირლანდიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ვეტერანებს ეხმარება, „მორგან სტენლისგან“ ფინანსური ზარალის ანაზღაურებას დაუყოვნებლივ მოითხოვენ. მოსარჩელეთა მტკიცებით, „მორგან სტენლის“ არასაიმედო ქმედებებმა მათ 5 მილიარდი ევრო დააკარგვინა, რაც მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების 80 პროცენტია. სწორედ მათი ფულით გამოიმუშავა ბანკმა სოლიდური მოგება, ისინი კი ხახამშრალი დატოვა. მონაზვნების ობლიგაციებს 4 წლის განმავლობაში 6,2 პროცენტი უნდა მოეგოთ. მათ კი მოგების ნაცვლად, მხოლოდ ზარალი ნახეს.