კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: მყავს ავტომობილი „ჯეტა”, 1998 წლის. ამას წინათ, ბათუმში მგზავრობის დროს, ავტობანზე უმუხრუჭოდ დიდი მანძილის გავლის შემდეგ მომიწია მუხრუჭის გამოყენება. დავაჭირე ფეხი პედალს და მუხრუჭმა არ დაიჭირა, რამაც, რა თქმა უნდა, ძალიან დამძაბა. სიჩქარის დაგდება მოვახერხე გადაცემათა კოლოფით და, როდესაც მუხრუჭს განმეორებით დავაჭირე ფეხი, ჩვეულებრივ დაიჭირა. რა იყო ამის მიზეზი?

პასუხი: როგორც ჩანს, მოხდა სამუხრუჭე ხუნდების სამუხრუჭე დისკისგან დაშორება და პირველ დაწოლაზე სითხე არ ეყო იმისთვის, რომ მუხრუჭი მოქმედებაში მოსულიყო. ხოლო დაშორება შეიძლება გამოეწვია სამ მიზეზს, რომლებსაც საფუძვლად უდევს ავტობანის ტალღოვანი ზედაპირი: პირველი – ავტომობილის სამუხრუჭე ხუნდებს მწყობრიდან აქვს გამოსული ან საერთოდ არ აქვს პატარა ზამბარასავით ან წვრილი ლითონივით მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ხუნდების მიბჯენას დისკოსთან; მეორე – მწყობრიდან იყო გამოსული ბორბლის ღერძის საკისარი („ცაპკის პაჩებნიკი”); მესამე – საბურავს დარღვეული ჰქონდა ბალანსი ან დისკი გაეღუნა. კარგი იქნება, თუ მომავალში, გრძელი მანძილის უმუხრუჭოდ გავლის მაგივრად, პერიოდულად გამოიყენებთ მუხრუჭს, თუნდაც ის საერთოდ არ გჭირდებოდეთ ან ავტობანზე გასვლამდე აღმოფხვრით ზემოთ ხსენებულ პრობლემებს.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ პასატი”, 2003 წლის, მართვის ავტომატური კოლოფით. სიჩქარეთა სხვადასხვა R, N ან D პოზიციაში გადატანისას, ვთქვათ, ბერკეტის ჩაგდებისას, პატარა ხმა აქვს, თითქოს დგაფუნობს. სახიფათოა თუ არა ეს, როგორ შეიძლება ამ გაუმართაობის გამოსწორება და საერთოდ, რა შემთხვევებში იცვლება სიჩქარეთა კოლოფში ზეთი. როგორ უნდა დადგინდეს გამოსაცვლელია თუ არა ის?

პასუხი: პოზიციებში გატანისას თუ ხმა აქვს და იმავდროულად, ალბათ, ბიძგიც იგრძნობა ძარაზე, მაშინ აქ უკვე ტრანსმისიის გაუმართაობასთან გვაქვს საქმე. თუმცა, კონკრეტულად რის პრობლემაა ცოტა ძნელი სათქმელია. უმჯობესია ხელოსანს ანახოთ. რაც შეეხება ზეთის შეცვლას კოლოფში, ის გარკვეული გარბენის შემდეგ იცვლება. დაახლოებით, ყოველ 50 000 კილომეტრში. რა მდგომარეობაშია ზეთის დონე ამის დადგენაც არ არის რთული – ადვილად შესამჩნევია, რადგან ავტომატური კოლოფი სიჩქარეების გადართვას აგვიანებს, ანუ სიჩქარეებს დიდი ინტერვალებით რთავს. გარდა ამისა, შესაძლებელია, შუპზეც ნახოთ თუ როგორ მდგომარეობაშია ზეთი.


скачать dle 11.3