კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ არსებობს „კლაპანების“ ხმაური და რა ხდება ძრავაში ცუდი ხარისხის ბენზინის მოხვედრის დროს


ავტომობილის ძრავადან მომდინარე ხმაური ყველაზე ცუდის მომასწავებელია, თუმცა, არის ხმაური, რომლის შესახებაც თითქოს ყველა მძღოლმა და ხელოსანმა ყველაფერი იცის, მაგრამ, როგორც გაირკვა, „კლაპანების“ წკრიალი ძრავას სარქველების ხმა სულაც არ ყოფილა.

მევლუდ მელაძე: სტაჟიანი იქნება მძღოლი თუ არა, ყველამ იცის, რომ ცუდი ხარისხის საწვავის ჩასხმის შემდეგ, გაზის მიცემის ან აღმართზე ასვლის დროს, ძრავას სექტორიდან ისმის წკარუნის ხმა, თან, ერთხელ კი არა, მიჯრით. მიზეზი თითქოს ყველა მძღოლმა იცის – ცუდი ბენზინი ჩაასხა და „კლაპანების“ ხმაა. სინამდვილეში ეს სარქველების, ანუ „კლაპანების“ ბრალია, საიდანაც ჰაერი შედის და რომლის გაღება-დაკეტვის შემთხვევაში გამონაბოლქვის გამოდევნა ხდება, ანუ დაუკეტაობის ბრალი სულაც არ არის.

– ხომ არის ისეთი ავტომობილი, რომელსაც დაბალი ხარისხის ბენზინი სჭირდება?

– დიახ, მაგალითად, ამერიკული მოდელები, რომლებიც დაბალ ოქტანობაზე მუშაობენ, მაგრამ, თუ იქაც კი, ოთხმოცდათორმეტოქტანიან საწვავზე ნაკლებს ჩაასხამ, იმასაც აუცილებლად ექნება წკრიალის ხმა. მილიონი რაღაც ხდება საწვავის მოცულობის გასაზრდელად: მასში ურევენ ნავთს ან სხვა მინარევებს, რაც, მართალია, იწვის, მაგრამ ბენზინს ოქტანობას აკლებს. თუ ავტომობილის მოფრთხილება გვინდა, ასეთ ქიმიურ ექსპერიმენტებს თავი უნდა დავანებოთ და დავუბრუნდეთ მთავარს, რომ „კლაპანების“ ხმა სულაც არ მოდის „კლაპანებიდან“. ვთქვათ, მართლა სარქველების ხმაა. დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება სარქვლის მოძრაობა შეჩერდეს და შემდეგ ხმაურით დაიკეტოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება წკრიალი. ასეთი რამ, თუ ოდნავ მაინც ვერკვევით ავტომობილის მექანიკაში, მიხვდებით, რომ შეუძლებელია, რადგან, მარტივად რომ გითხრათ, ასეთი რაღაც ხდება: მოჭიმული ზამბარა ექაჩება სარქველს დასაკეტად, ხოლო იმ მომენტში, როდესაც უნდა გაიღოს, სპეციალური მოწყობილობა ზამბარას აძალებს გარეთ გამოსვლას. თუ მართლა რამე გამოიწვევს სარქვლის შენელებას, ის ზამბარას უნდა მოერიოს, რათა ის ღია მდგომარეობაში დარჩეს. მაგრამ, „კლაპანსა“ და მიმწოლს შორის დაშორება რომ გაკეთდეს – ელემენტარული ღრიჭო, მისი დამჭერი ძალიან მარტივად ამოვარდება. ანუ, ეს მოწყობილობა წკრიალის დროსაც იდეალურად მუშაობს. რეალურად, ეს არის დეტონაციის ხმა, ანუ, რა ხდება: ძრავაში მოხვედრილი დაბალი ხარისხის ბენზინი სრულად დაწვას ვერ ახერხებს. როდესაც სანთლიდან მიიღებს ნაპერწკალს, ის ერთი აფეთქებით სრულად ვერ იწვება და ზედ დარჩენილი საწვავის პატარ-პატარა დაჯგუფებები ერთმანეთის მიმდევრობით ფეთქდება და სალონში წკრიალის ხმა ისმის. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, შედარებისთვის გეტყვით: ბომბი რომ ტყვიების საწყობში ჩავარდეს, რა მოხდება?! – ჯერ იქნება ერთი დიდი აფეთქება, მერე კი ტყვიები სულ სათითაოდ დასკდება, აფეთქდება. ზუსტად იგივე ხდება ავტომობილში. ერთმა დიდმა აფეთქებამ მოქმედებაში მოიყვანა დგუში, ხოლო დაუწვავი საწვავი მერე ერთიანად ფეთქდება.

– ოქტანობა რა შუაშია?

– სწორედ ამიტომ ვერ ახერხებს მთლიანად დაწვას, დაბალი ოქტანობის გამო. ავტომობილს, რომელიც დაბალოქტანიან საწვავზე მუშაობს, სპეციალური, დიდი წვის კამერა აქვს, რომ აალებამ მთელი საწვავი დაწვას. მაღალი ოქტანობის ავტომობილს კი ამისთვის ძალიან პატარა სივრცე აქვს და ამის ხარჯზე ძალიან დიდი რაოდენობით ჰაერს ტენის, მაღალია შეკუმშულობა, რომ მაღალი წნევა მიიღოს და საწვავი მთლიანად დაიწვას.

– და დეტონაცია რაიმე პრობლემას იწვევს?

– რა თქმა უნდა. ერთჯერადად არა, მაგრამ რამდენიმე ხანში ის აუცილებლად გამოიწვევს ძრავას მუშაობის შეფერხებას, ეგრეთ წოდებული „პორშინის“ გაბზარვას.

– სარქველებს რამე ხმა აქვს ხოლმე?

– მხოლოდ მაშინ, თუ ზემოთ ნახსენები „კლაპანის“ დამწოლი მექანიზმის ღრიჭო (ხელოსნები „ზაზორს“ უწოდებენ) მეტი ან ნაკლებია, ანდა იმ შემთხვევაში, თუ – ის მექანიზმი, რომელიც „კლაპანს“ აწვება, გაცვდება. თანამედროვე ავტომობილებში კი ეს დაშორება უკვე ზეთის წნევით რეგულირდება, რასაც ჰიდროკომპენსატორები ჰქვია. თუ ეს მოწყობილობა მწყობრიდან გამოდის და ზეთი ვეღარ არეგულირებს ამ სისტემის მუშაობას, ამ შემთხვევაში რჩება დიდი მანძილი და დარტყმას აკეთებს ისე, რომ სარქვლიდან ხმა ისმის. თუმცა, ეს „საყოველთაო წკრიალთან“ და ოქტანობასთან არაფერ შუაშია.


скачать dle 11.3