კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვამზადოთ მწვანე ვაშლის, ყურძნისა და ქლიავის პიკანტური სალათები და რომელი სასმლის მიყოლება უხდება ქათმის რულეტს


– თეიმურაზ, დამეთანხმები, დასასვენებლად წასულ ადამიანს უნდა, მეტი დრო გართობას დაუთმოს და ისეთი საკვები მოუმზადოს ოჯახის წევრებს თუ მეგობრებს, რომელიც ადვილი გასაკეთებელია, დიდი ჯაფა და ბევრი ინგრედიენტი არ სჭირდება და გემრიელიცაა და სასარგებლოც.

– გეთანხმებით, როდესაც ადამიანი დასასვენებლად მიდიხარ, ფიქრობ, მეტი დრო გაატარო ბუნებაში, ზღვის სანაპიროზე და არც რესტორანი დაიკლო, არც კაფე-ბარი, მაგრამ ეს ძვირი ჯდება. თუ ოჯახთან ერთად ისვენებთ და, გიწევთ კერძების კეთება, ისეთ გემრიელ საჭმელს შემოგთავაზებთ, რომელსაც მინიმალურ დროშიც მოამზადებთ, ორგანიზმისთვისაც ადვილი აღსაქმელია, გემრიელიცაა და უცხოდ მორთული. მაგალითად, ასეთია ქათმის რულეტი მწვანილით – უმსუბუქესი, ადვილად მოსანელებელი და გემრიელი. მასალად დაგჭირდებათ: ქათმის ფილე 6 ნაჭერი, კამა და ოხრახუში თითო-თითო კონა, ხმელი სუნელი 1 სადილის კოვზი, ნიორი 3 კბილი, სოკოს ბულიონის კუბიკი 1 ცალი, ლიმონის წვენი 3 სადილის კოვზი, თეთრი ღვინო 1 ჭიქა, ზეთი 3 სადილის კოვზი, დაფქული წიწაკა და მარილი გემოვნებით. რულეტი ასე უნდა მოამზადოთ: ქათმის ფილეს მოაშორეთ კანი და დაბეგვეთ 1,5 სანტიმეტრის სისქემდე. დაჭყლიტეთ ნიორი, წვრილად დაჭერით მწვანილი, დააქუცმაცეთ სოკოს კუბიკი. მწვანილს შეურიეთ ხმელი სუნელი, ლიმონის წვენი, ზეთი, დაქუცმაცებული კუბიკი და კარგად ამოურიეთ. ქათმის ფილე დადეთ ფოლგის ფირფიტაზე, მოაყარეთ მარილი, პილპილი, გამზადებული ინგრედიენტები თანაბრად გადაანაწილეთ ფილეზე და გადაახვიეთ ფოლგის საშუალებით რულეტად, დაამაგრეთ კულინარიული ძაფით ან ჩხირებით. შედგით ჰაერღუმელში 200 ცელსიუს გრადუსამდე და გააჩერეთ, ვიდრე არ შეიბრაწება. მოასხით ღვინო და ცოტა ხანს კიდევ შუშეთ. ჰაერღუმლიდან გამოღების შემდეგ გააცივეთ, მოაშორეთ ძაფი ან ჩხირები და დაჭერით 1,5 სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად. სუფრაზე გატანის წინ მოასხით თავისივე წვენი, რომელიც შეწვის დროს გამოყო. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შიგთავსში გამოიყენოთ შავი ქლიავიც.

– შავი ქლიავით მომზადებულ ქათმის რულეტს, რომელი ტიპის სასმლის მიყოლება მოუხდება?

– ქათმის რულეტს, რომელსაც შიგთავსად შავი ქლიავი აქვს, მოუხდება ის ღვინო, რომელშიც შეიწვა, ანუ თეთრი ღვინო. მიაყოლეთ მას ერთი ჭიქა თეთრი მშრალი, 11 გრადუსზე ჩაცივებული ღვინო და ისიამოვნეთ დიდხანს. ასევე, გასწავლით სალათა „პანტერანოს” მომზადებას. მისთვის საჭიროა: საქონლის ენა 1 ცალი, კიტრი 1 ცალი, კრევეტები 100 გრამი, კვერცხი 2 ცალი, მაიონეზი და მარილი გემოვნებით. ერთი სიტყვით, საქონლის ენა მოხარშეთ, გაასუფთავეთ, დაჭერით წვრილად, გადაურიეთ მაიონეზი და დააფინეთ თეფშზე. ეს პირველი ფენაა. გარეცხილი კიტრი დაჭერით წვრილად. მოაყარეთ ენას, ზემოდან გადაუსვით მაიონეზი. ბოლო ფენაა გახეხილი კვერცხი. ისევ გადაუსვით მაიონეზი, გააჩერეთ რომ გაუჯდეს და შემდეგ მიირთვით ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად, რომ მისი პიკანტური გემო ერთად გაიზიაროთ.

– ყურძნის სეზონი დგება. როგორ მოვამზადოთ მისგან გემრიელი სალათები?

– ასეთია, ქათმის სალათა ყურძნით. მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია: 500 გრამი ქათმის ფილე, 120 გრამი შავი ყურძენი, 100 გრამი მწვანე სალათის ფურცლები, 5 ცალი პომიდორი, 2 ცალი კიტრი, 2 თავი ხახვი, 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, 1 სადილის კოვზი ძმარი, 1 სადილის კოვზი ყურძნის წვენი, მარილი, დაფქული შავი პილპილი და კამა. ეს სალათა ასე მზადდება: მოხარშეთ ქათმის ფილე მცირე რაოდენობის წყალში. შეაგრილეთ და დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად. დაჭერით კიტრი და ხახვი რგოლებად. პომიდორი კი გრძივ ნაჭრებად. შუაზე გაჭრილ ყურძნის მარცვლებს ამოაცალეთ წიპწები. მწვანე სალათის ფურცლები დაჭერით წვრილად და გრძლად. შეურიეთ ერთმანეთს დაჭრილი პროდუქტი. ცალკე შეაზავეთ ძმარი, ყურძნის წვენი, მარილი და დაფქული შავი პილპილი. შემდეგ სალათა შეკაზმეთ მიღებული მასით, გადმოიღეთ სასალათეში და გააფორმეთ მწვანილით. ამ სალათის მოსამზადებლად სულ რაღაც ნახევარი საათი დაგჭირდებათ და ათი ადამიანი გემრიელად და სეზონური პროდუქტით დანაყრდებით. ასევე, გამახსენდა სალათა, რომლის სახელწოდებაცაა „ჭრელი”. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 100 გრამი მჟაუნა, 1 ცალი მჟავე ვაშლი, 4 ცალი ბოლოკი, 1 თავი ხახვი, 2 ცალი კვერცხი, 2 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი, 2 სადილის კოვზი ძმარი, 4 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 2 ჩაის კოვზი მარილი, 1 სადილის კოვზი შაქარი, 50 გრამი გატარებული ნიგოზი, 2 კონა ტარხუნა, ოხრახუში, ერთი კონა სალათის ფურცლები. მოკლედ, „ჭრელი” სალათა ასე უნდა მოამზადოთ: მჟაუნა და სალათის ფურცლები კარგად გარეცხეთ და დააქუცმაცეთ. დაჭერით ვაშლი, შემდეგ ბოლოკი მრგვლად, ხახვი კი რგოლებად. ერთმანეთში აურიეთ ზეთი, ძმარი, ლიმონის წვენი, შაქარი, მარილი და წიწაკა. ყველა პროდუქტი, კვერცხის გარდა, შეურიეთ და შეკაზმეთ მომზადებული სოუსით. სალათას მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მორთეთ მოხარშული კვერცხის ნაჭრებით. ეს სალათა ოთხ ადამიანზეა გათვლილი და სულ რაღაც 25 წუთში მზადდება.

– როგორ მოვამზადოთ, მომჟავო გემოს მუსაკა მწვანე პომიდვრით, ხორცით და ბრინჯით?

– მუსაკა მწვანე პომიდვრით, ჩემი უსაყვარლესი კერძია. ის ასე მზადდება: საქონლის ხორცის რბილობი დაჭერით თხელ ნაჭრებად, დაბეგვეთ, შეწვით ერბოში, დაასხით ცოტა წყალი, დააყარეთ ნახევრადმოხარშული ბრინჯი, დაჭრილი ხახვი, მწვანილეულობა, მარილი, კარგად აურიეთ ერთმანეთში ეს ყველაფერი და მოთუშეთ. ქვაბში ჩააწყვეთ ერთ ფენად შუა-შუაზე დაჭრილი მწვანე პომიდორი, მეორე ფენად კი შემწვარი ხორცი, ბრინჯი და ხახვი. როცა ყველა ინგრედიენტს ჩააწყობთ ქვაბში, ზემოდან დაასხით იმდენი წყალი, რომ ფარავდეს და ხარშეთ მანამ, სანამ მზად არ იქნება. როცა ლანგარზე ან თეფშზე გადმოიღებთ, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.


скачать dle 11.3