კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„თბილისელების“ სამზარეულო

ხორცი ესპანურად

საჭირო ინგრედიენტებია: 600 გრამი ძროხის რბილი ხორცი, 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 2 კბილი ნიორი, 400 გრამი წვრილი კარტოფილი, 6 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 ცალი ტკბილი წითელი წიწაკა, 150 გრამი კეტჩუპი, 200 მილილიტრი ხორცის ბულიონი, 10 გრამი ქინძი, 20 გრამი კამა, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: ხორცი გარეცხეთ, შეაშრეთ და დაჭერით ულუფებად, ნიორი გაარჩიეთ და დანაყეთ. ხორცი ოდნავ დაბეგვეთ. წაუსვით ნიორი, შავი პილპილი და მარილი. დანამეთ ლიმონის წვენით. გადაახვიეთ ფოლგაში და ნახევარი საათით მოათავსეთ მაცივარში.

კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ და გაჭერით შუაში. წიწაკას ამოაჭერით შუაგული და წვრილად დაკეპეთ.

ტაფაზე გააცხელეთ 3 სადილის კოვზი ზეთი. შეწვით მასში ხორცი ორივე მხრიდან. გადმოიღეთ ლანგარზე. იმავე ტაფაზე მოშუშეთ წიწაკა, დაასხით ბულიონი, კეტჩუპი, უყავით მარილი და პილპილი. ადუღეთ 5 წუთი. ჩააწყვეთ მასში ხორცის ნაჭრები და შუშეთ თავდახურული, ძალიან დაბალ ცეცხლზე, 15 წუთი. მეორე ტაფაზე გააცხელეთ დარჩენილი ზეთი და შეწვით კარტოფილი. ეს იქნება თქვენი ხორცის გარნირი. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.


скачать dle 11.3