კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩააბარა კახი კახიაშვილმა თავისი 163 მედალი ოლიმპიურ კომიტეტს და რას მოითხოვდა ის პროტესტის ამ ფორმით


კახი კახიაშვილი: მე ცხინვალში დავიბადე და იქ გავიზარდე. საერთოდ, ვარჯიში ფეხბურთით დავიწყე, ძალოსნობაში კი სრულიად შემთხვევით მოვხვდი: მე და ჩემი მწვრთნელი, ვანო გრიქულოვი, ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით. როგორც ყველა ბავშვი, მეც ცელქი ვიყავი და ყველაფერს ვთამაშობდი. ალბათ, როგორც სპეციალისტმა, დაინახა ჩემში რაღაც პოტენციალი და მიმიწვია სექციაში. ისე კი, კრივზე მინდოდა მისვლა, რადგან ძლიერი არ ვიყავი და, მინდოდა, მევარჯიშა. სიხარულით წავედი და დარბაზში შესულს ძალოსნობის ინვენტარი რომ დამხვდა, გამიკვირდა. მაგრამ, ვიფიქრე, ჯერ, ალბათ, აქ მომამზადებს და მერე, კრივის დარბაზშიც ამიყვანს-მეთქი. დავიწყე ვარჯიში. ისეთი დადებითი პიროვნება იყო ჩემი მწვრთნელი, რომ ერთი კვირის შემდეგ გადავწყვიტე, მასთან დავრჩენილიყავი. ასე ვვარჯიშობდი პირველ ოლიმპიურ თამაშებამდე ვანო გრიქუროვთან. საერთოდ კი, საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი გუნდი ჩვენი იყო და თითქმის ყველა შეჯიბრებას ვიგებდით.

– ბატონო კახი, რა გზა განვლეთ, სანამ ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდით?

– ჩემი პირველი გამარჯვება იყო დარბაზის ჩემპიონობა, სადაც საპატიო სიგელი მომცეს და რომელიც ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის. საერთოდ, სპორტსმენის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის მწვრთნელს. ძალიან კარგ პირობებში მიწევდა ვარჯიში: მყავდა კარგი მწვრთნელი, გვქონდა კარგი დარბაზი და, ამიტომ, ძალიან სწრაფად ვიზრდებოდი, როგორც სპორტსმენი. შემდეგ ჩავირიცხე საბჭოთა კავშირის გუნდში, 1988 წელს კი უკვე მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი ახალგაზრდებს შორის და გამომიძახეს ოლიმპიურ ნაკრებში, რომელიც სეულის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდა. პირველად მაშინ არ დავუჯერე ჩემს მწვრთნელს და ამიტომ ვერ მოვხვდი იმ ოლიმპიურ თამაშებზე, მაგრამ, აქტიურად გავაგრძელე ვარჯიში და გავხდი ევროპის ჩემპიონი. შემდეგ აირია სიტუაცია საქართველოში. საშინელი მდგომარეობა იყო და სპორტისთვის აღარავის ეცალა. ცხინვალში გრძელდებოდა სროლები, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და მე იქიდან თბილისში წამოვედი, აქ გავაგრძელე ვარჯიში. თითქმის ერთი წელი საშინელ პირობებში ვემზადებოდი – ვარჯიშის შემდეგ შხაპის მიღების საშუალებაც კი არ მქონდა. იმ პერიოდში ჯარში მიწევდა წასვლა და როსტოვში მოვხვდი. იქაც გავაგრძელე ვარჯიში ბარსელონის ოლიმპიური თამაშებისთვის, მაგრამ იყო ერთი პრობლემა: პოლიტიკური ვითარების გამო, საბჭოთა კავშირის დროშის ქვეშ ვინც გამოვიდოდა საასპარეზოდ, ლამის მოღალატეებად ითვლებოდნენ, არადა, საქართველოსაც არ ჰქონდა საერთაშორისო ლიცენზიები. იყო საშინელი გაურკვევლობა – სხვას არ აღიარებ, თვითონ კი არ გაქვს არაფერი და, ამ ვითარების გამო, იმ დროს თითქმის ყველამ დაანება თავი სპორტს. მხოლოდ 1992 წელს გადაწყდა, რომ საქართველო შევიდოდა „ესენგეს“ შემადგენლობაში და, უფლება მოგვეცა, გამარჯვების შემთხვევაში, აწეულიყო ჩვენი დროშა. მაგრამ მე გაუგებრობაში აღმოვჩნდი, ვინაიდან ვემზადებოდი როსტოვში, განაცხადში ეროვნება შეცდომით ჩამიწერეს და დაჯილდოების დროს რუსეთის დროშა აიწია. მე, რა თქმა უნდა, არ ავედი კვარცხლბეკზე და დროშის და ჰიმნის გამოცვლა მოვითხოვე. ეს იყო სრული ზეიმი ჩემთვისაც და საქართველოსთვისაც. ინტერვიუში კი განვაცხადე, რომ ჩემს გამარჯვებას ვუძღვნიდი საქართველოს და ჩემს ხალხს ცხინვალში. იმ პერიოდში მამა იქ ცხოვრობდა და ამ ორმა სიტყვამ ისე დადებითად იმოქმედა მათზე, რომ მთელი საღამო, ოსებიც და ქართველებიც, ერთად ზეიმობდნენ ჩემს გამარჯვებას.

საერთოდ, როდესაც გამარჯვებული სპორტსმენი ბრუნდება სამშობლოში, მას აუცილებლად ხვდება აეროპორტში პირველი პირი. ჩემს შემთხვევაში, 1992 წელს, ეს არ მომხდარა – დაბრუნებულ სპორტსმენებს პირველი პირი არ შეგვხვდა. შემდეგ გამარჯვებულებს გადაეცათ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი, რაც მე ვერ ვნახე და, როდესაც მოვითხოვე, მითხრეს, რომ აღებული მქონდა. ხელმოწერა იყო გაყალბებული, მაგრამ, ალბათ, სკანდალის შეეშინდათ და ბოლოს მომცეს, ოღონდ ისე, თითქოს მეორედ გამომატანეს. შემდეგ უკვე თბილისში დაიწყო არეულობა: იყო სამოქალაქო ომი, მას მოჰყვა სამამულო ომიც და სპორტისთვის უკვე აღარავის ეცალა. იმ პერიოდში ძალიან დიდი დარტყმა მიიღო ყველა სფერომ, ამიტომ, დავიწყე ფიქრი, გამომენახა რაღაც საშუალება, რომ არ დავკარგულიყავი როგორც სპორტსმენი. შემოთავაზებები მქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ძალიან მიჭირდა აქედან წასვლა და ასე წელიწადნახევრიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე საბერძნეთში წასვლა.

– იქაურ ცხოვრებაზე და წარმატებებზე რას გვეტყვი?

– საბერძნეთში ყოფნის დროს ორჯერ გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი. ვიასპარეზე საბერძნეთის სახელით. რამდენჯერმე მოვიგე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, ცხრაჯერ დავამყარე მსოფლიო რეკორდი. 2004 წელს კი, სამწუხაროდ, ცუდად ვიასპარეზე. ეს იყო ჩემთვის მეოთხე ოლიმპიური თამაშები, სადაც წავაგე და ნელ-ნელა უკვე ჩამოვშორდი აქტიურ სპორტს. 2008 წელს, როდესაც დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, შევიკრიბეთ ოლიმპიელთა კლუბში, დავწერეთ მიმართვა პუტინისა და სააკაშვილის სახელზე, რომ შეწყვეტილიყო ომი და ოლიმპიურ კომიტეტს პროტესტის ნიშნად გადავეცი ჩემს სპორტულ კარიერაში მოპოვებული 163 მედალი. ჩემთან ერთად იგივე გააკეთეს საბერძნეთის მოქალაქეებმაც. ცხინვალშიც გვინდოდა ჩასვლა, მაგრამ, არც ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ნება არ დაგვრთო – უსაფრთხოების გარანტია ვერ მოგვცეს. სპორტი არის მშვიდობა და ამ პროტესტით ჩვენი ვალი მოვიხადეთ.

– როდიდან გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება და ახლა რას საქმიანობთ?

– 2004 წელს მქონდა სპორტში დაბრუნების კიდევ ერთი მცდელობა, მაგრამ, რთული აღმოჩნდა. ვარჯიშს ახლაც ვაპირებ, თუმცა, იმ დონეზე აღარ, რომ ჩემპიონატებზე გავიდე. საქართველოში უფრო ადრეც მინდოდა დაბრუნება, მაგრამ ვერ მოვახერხე. ახლა ვხელმძღვანელობ ოლიმპიურ კლუბს, სადაც გაერთიანებულები არიან ძველი და ახალი თაობის ოლიმპიური ჩემპიონები. ჩვენ ორგანიზაციას აქვს რამდენიმე პროექტი. ერთ-ერთი არის გასვლითი – სექტემბრიდან საქართველოს ყველა სკოლაში ვგეგმავთ მისვლას, მოზარდებთან შეხვედრას და გასაუბრებას. გვინდა, მოვუწოდოთ ჯანსაღი ცხოვრებისკენ, მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი სპორტსმენების წარმატებისა და მათი მიღწევების შესახებ. ჩემი აზრით, ამ პროექტს საკმაოდ სერიოზული გამოხმაურება მოჰყვება. საქართველო მრავალეროვანი სახელმწიფოა და, ჩემი აზრით, მათ შორის ყველაზე გასაგები სასაუბრო ენა – სპორტია. სპორტის მეშვეობით ადამიანების დამეგობრება ძალიან პატარა დროში შეიძლება. მინდა, კლუბი იყოს ძლიერი და, ასე თუ ისე, სოციალურად უზრუნველყოფილი, რაც სტიმული იქნება ახალგაზრდა თაობისთვის. რაც უფრო მეტი სახელოვანი სპორტსმენი გვეყოლება, ჩვენთვის უკეთესია. საერთოდ, ოლიმპიური თამაში არის შეჯიბრება, რომელსაც 16 დღეში 5 მილიარდზე მეტი ადამიანი უყურებს და საოცრად საამაყოა, როდესაც აიწევა შენი ქვეყნის დროშა, ისმის შენი ჰიმნი და ყველა ფეხზე წამოუდგება გამარჯვებულს. სხვა დიდი რეკლამა ქვეყნისთვის, მგონი, არ არსებობს. ამიტომ, ხელი უნდა შეეწყოს სპორტის განვითარებას, ჩვენს სპორტსმენებს. დღეს ამ ყველაფერს მე ჩემი სახსრებით ვაკეთებ და, თუ არ მექნა კერძო პირების ან სახელმწიფოს მხარდაჭერა, მარტოს ძალიან გამიჭირდება.


скачать dle 11.3