კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისზე იქორწინა ლაშა-გიორგი გამყრელიძემ და რატომ ცხოვრობს ახალდაქორწინებული წყვილი ამ ეტაპზე ცალ-ცალკე


ლაშა გამყრელიძე: გერმანიაში ვთამაშობდი, ჩამოვედი და დავვოჯახდით. ქორწილი არ გადაგვიხდია, ნიშნობა გვქონდა და მერე ხელი მოვაწერეთ.

თაკო გამყრელიძე: უკვე ორი თვე გახდა, რაც დავქორწინდით.

– ზაფხულს თბილისში ატარებთ?

ლაშა: გერმანიიდან რომ ჩამოვედი, ნიშნობისა და ხელის მოწერის შემდეგ, თურქეთში წავედით. მოვასწარით და 12 დღე დავისვენეთ, ახლა კი ბოლომდე კალათბურთში ვარ ჩართული.

– ერთმანეთი სად და როგორ გაიცანით?

თაკო: ძველ ახალ წელს ლაშა ერთ-ერთ წვეულებაზე გავიცანი. საერთო წრეში ერთმანეთი მანამდეც გვყავდა ნანახი, მაგრამ პირადად არ ვიცნობდი. რომ გავიცანით, ნომრები გავცვალეთ და ერთმანეთს ვეხმიანებოდით.

ლაშა: სანამ თბილისში ვთამაშობდი, ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს, მაგრამ მერე გერმანიაში წავედი ერთი წლით სათამაშოდ და ერთმანეთთან ინტერნეტით ვკონტაქტობდით.

– ანუ, ვირტუალური ურთიერთობა გქონდათ.

– ჰო, ასე იყო. რომ ჩამოვედი, მერე უკვე გადავწყვიტეთ სერიოზული ნაბიჯი გადაგვედგა და დავქორწინებულიყავით.

– ალბათ ძალიან რთული იყო, საყვარელ ადამიანთან მხოლოდ ინტერნეტით ურთიერთობა.

თაკო: თავიდან ძალიან რთულია, მერე თითქოს ეჩვევი. ბოლო თვეები კი ძალიან გაგვეწელა.

– ლაშას თამაშებს თუ ესწრებოდი ადრე?

– თავიდან არ ვიყავი კალათბურთით ასე გატაცებული, მერე ლაშა რომ გავიცანი, თამაშებს ვესწრებოდი და მას ვგულშემატკივრობდი.

– ლაშა, როგორია, როცა მაყურებელთა შორის შენი მეუღლე ზის და გგულშემატკივრობს?

– თამაშებზე თაკოს გარდა მთელი ჩემი ოჯახი დადის. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა გიყურებენ, მხარს გიჭერენ და მით უმეტეს, ოჯახის წევრები.

– მართალია, ახალი შეუღლებულები ხართ, მაგრამ ამ ეტაპზე ცალ-ცალკე ცხოვრობთ იმის გამო, რომ ნაკრების წევრები ერთად არიან. კალათბურთელების ცოლები ამის გამო პროტესტს ხომ არ გამოთქვამთ?

თაკო: ძალიან რთულია, როცა ერთ ქალაქში ვართ, მაგრამ მაინც შორს ვართ ერთმანეთისგან. პროტესტს ნამდვილად არ გამოვთქვამთ, პირიქით, ვცდილობთ, ყველანაირად მხარში ამოვუდგეთ მათ. ვიცით, რომ საქმეს ასე სჭირდება.

– სიურპრიზებს თუ უწყობდით ერთმანეთს?

ლაშა: მართალია, ბევრი სიურპრიზი არ ყოფილა, მაგრამ რაც იყო, დასამახსოვრებელი იყო. მაგალითად, რომანტიკული ვახშამი, ვარდები და ასე შემდეგ.

თაკო: ახალ წელს ლაშამ მედალიონი მაჩუქა, რომელშიც ჩვენი სურათი ჩასვა. ნამდვილად არ ველოდი ამას და ძალიან გამიხარდა. ბევრი სიურპრიზი მართლა არ ყოფილა, რადგან თითქოს არც ვართ სიურპრიზების მოყვარულები.

– ლაშა, სად განაგრძობ ამ ეტაპზე თამაშს?

– გერმანიაში ვთამაშობდი, მაგრამ კონტრაქტი დამიმთავრდა. დიდი სიამოვნებით წავიდოდი კიდევ იქ სათამაშოდ. ჯერჯერობით გუნდის გარეშე ვარ, ველოდები ჩემი მენეჯერისგან ახალ კონტრაქტს.

– თაკო, როგორი გულშემატკივარი ხარ?

– ძალიან აზარტული და ემოციური გულშემატკივარი ვარ. თავიდან ვცდილობ, მშვიდად ვადევნო თამაშს თვალი, მაგრამ როცა ლაშა გამოდის მოედანზე, იქ უკვე ყველაფერი ხდება – ყვირილი, წივილი, ხტუნვა და ასე შემდეგ. ხანდახან სიხარულისგან ცრემლიც კი მომდის. მართალია, ყველას ვგულშემატკივრობ, მაგრამ უპირველესად, რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლეს.

– ხალხი ხშირად იბნევა იმის გამო, რომ ზოგი ლაშას გეძახის, ზოგი გიორგის, რეალურად კი ლაშა-გიორგი ხარ.

ლაშა: ვინც არ იცის, ცოტა გაკვირვებულია, ვერ ხვდებიან, ლაშა ვარ თუ გიორგი. ოჯახის წევრები და მეგობრები ლაშას მეძახიან, ხოლო სხვები – გიორგის.

– პასპორტში რა გიწერია?

– პასპორტში გიორგი მიწერია, რადგან ორი სახელის ჩაწერა არ შეიძლება. როგორც არ უნდა მომმართონ, ორივეზე ვიხედები, პრობლემა არ მაქვს ამის. მშვენიერი სახელებია ორივე.

– ლაშა-გიორგის თუ გეძახის ვინმე?

– ორივე სახელით გერმანიაში მომმართავდნენ ხოლმე, ავუხსენი ამ სახელის მნიშვნელობა და სიამოვნებით მეძახდნენ.

– თაკო, რა პროფესიის ხარ?

– ბიზნეს-მართვა მაქვს დამთავრებული, ეკონომისტი ვარ. მაქვს კიდევ ერთი პროფესია – მოცეკვავის. 5 წელი შოუ-ბალეტ „ვერნისაჟში“ ვცეკვავდი და ერთ-ერთი სოლისტი ვიყავი. ძალიან კარგი პერიოდი იყო, მაგრამ უკვე ნახევარი წელია, შევეშვი ცეკვას. სხვა გეგმები მაქვს.

– ლაშა, მეუღლის ცეკვა თუ გაქვს სცენაზე ნანახი?

– კი, როგორ არა, კარგი მოცეკვავეა. პირველად რომ ვნახე თაკოს ცეკვა, არ ვიცნობდი და სწორედ მაშინ მომხვდა თვალში.

– თაკო, რომელ შოუ-პროგრამებში იღებდი მონაწილეობას?

– საახალწლო კონცერტებში, ბევრჯერ გვქონდა გასვლითი კონცერტები ლელა წურწუმიასთან ერთად. მონაწილეობას ვიღებდი „რუსთავი 2-ის“ პროექტებში, ვცეკვავდი „ვარსკვლავების აკადემიის“ კონცერტებზე, იყო არაერთი კლიპი, „ჯეოსელის“ რეკლამები, ასევე „თი ბი სი“ ბანკის რეკლამა, რომელიც დღესაც გადის. იმდენად გადავეჩვიე ამ ყველაფერს, დღეს რომ ვუყურებ, მგონია, ჩემს თავს არ ხდებოდა ეს. როგორც ყველა ხელოვან ადამიანს, მეც ძალიან აქტიური ცხოვრების წესი მქონდა. ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ახლა სხვა ინტერესი გამიჩნდა.

– ერთმანეთში რა მოგწონთ ყველაზე მეტად?

ლაშა: თაკოს ყველა დეტალი მომწონს, ალბათ, ამიტომაც ვართ ერთად. ძალიან კარგი, თბილი, კეთილი და ლამაზი ადამიანია. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ძალიან ვუყვარვარ, ამაში დარწმუნებული ვარ.

თაკო: ლაშას ორი ძალიან კარგი თვისება აქვს. უზომოდ ყურადღებიანი და მზრუნველია. ხან იმდენად ზრუნავს ჩემზე, ჰგონია, რომ ძალიან პატარა ვარ. ძალიან ჭკვიანი და კეთილი ადამიანია.

– მართალია, ჯერ ახალი შეუღლებულები ხართ და ყველაფერი წინ გაქვთ. თუ გიფიქრიათ, რამდენი შვილი გინდათ რომ გყავდეთ?

– არანაკლებ სამი შვილი გვინდა, გვყავდეს.

ლაშა: ჯერ ამაზე არ ვფიქრობთ, მაგრამ 3 შვილი მართლა გვინდა, რომ გვყავდეს.

– ლაშა შენ როდის დაიწყე კალათბურთში ვარჯიში?

– 8 წლის ვიყავი ვარჯიში გურამ მეგრელაძესთან რომ დავიწყე, რომელმაც გამზარდა და 15 წლამდე მასთან ვთამაშობდი. შემდეგ პროფესიონალური ეტაპი დაიწყო. „დინამოში“ წავედი, მერე ავსტრიაში გადავედი და იქ ვთამაშობდი. ვიყავი ასევე რუსთავის „აზოტში,“ მერე კი ერთი წლით გერმანიაში გავემგზავრე.

– რომ არა კალათბურთი, შენს ცხოვრებაში...

– ცხოვრების ამ წესს იმდენად ვარ შეჩვეული, წარმოუდგენელია კალათბურთის არარსებობა ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება, ახლა ვარ დაღლილი და არ მინდა ვარჯიშზე წასვლა, მაგრამ რამდენიმე დღეში ვიცი, ძალიან მომენატრება. კალათბურთის გარეშე ვერ ვძლებ.

– როდისმე თუ გქონია სურვილი კალათბურთისთვის თავი დაგენებებინა?

– როგორ არა. 15-16 წლის ასაკში მომბეზრდასავით კალათბურთი, მაგრამ გვერდში მამაჩემი და ჩემი ოჯახი დამიდგა. მამაჩემი ჩემი დიდი გულშემატკივარია, რომელსაც ბავშვობიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში ჩემი ვარჯიში არ აქვს გაცდენილი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს სპორტულ კარიერაში.

– თავადაც სპორტსმენია?

– კი, მაგრამ პროფესიონალური კალათბურთი არ უთამაშია. ბიძაჩემი იყო სერიოზული კალათბურთელი, რომელიც „დინამოში“ თამაშობდა.

– ვინ იყო?

– ამირან გამყრელიძე. ყოფილი ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი.

– ანუ, გენი არ დაიკარგა.

– ჰო, თუმცა ისეთი პერიოდიც იყო, როცა გუნდში არავინ ამიყვანა.

– რატომ?

– ბავშვთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ვიყავი. ბავშვთა ლიგაში რომ დავასრულე თამაში, რატომღაც ქართველმა მწვრთნელებმა დამიწუნეს. სამაგიეროდ, მერე „დინამოს“ უცხოელი მწვრთნელი ჩამოვიდა, რომელმაც ამხანაგურ მატჩში მნახა, შემთხვევით და „დინამოში“ ამიყვანა. მეორე წელს ეროვნულ ნაკრებში დამიძახა. ეს რაღაც სასწაული იყო ჩემთვის. ნაწყენი კი ვიყავი ქართველ მწვრთნელებზე, გუნდში რომ არ ამიყვანეს. მერე რომ დავუმტკიცე, ძლიერი ვარ, მათაც აღიარეს. თუმცა, შეიძლება ზოგიერთები დღესაც არ მაღიარებენ და ვიღაც- ვიღაცეებს არ მოსწონთ გამყრელიძე, მაგრამ რას იზამ, ეს არის სპორტი.


скачать dle 11.3