ლელი ბალაკის შვილს ელოდება?
კრისტიან ლელი გერმანელი მცველია, მიხაელ ბალაკი კი გერმანიის ნაკრების კაპიტანი. დრო იყო, ეს ორი ფეხბურთელი ერთად მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობდა და ერთმანეთთან მეგობრობდნენ კიდეც. მერე მათი გზები გაიყარა, ბალაკი „ჩელსიში“ გადავიდა, ლელი – ბერლინის „ჰერტაში“. გასულ წელს ლელი თავის მეგობარ გოგონას, დანიელა აუმაიერს ეჩხუბა და რადგანაც ამ დროს ბალაკი გერმანიაში იყო, დასამშვიდებლად აღელვებული გოგონა მასთან მივიდა. ახლა გოგონა ორსულადაა და არ იცის, ბავშვის მამა ვინ არის.
„ამას, ალბათ, არასდროს ვიტყოდი, მაგრამ როცა ბალაკთან მივედი, მან ჯერ მოფერება დამიწყო, მერე კი ლოგინში აღმოვჩნდით. ლელს შევურიგდი და ამ საიდუმლოს არასდროს ვეტყოდი, მაგრამ ახლა ვამბობ, რადგან არ ვიცი, ჩემი შვილის მამა ვინ არის. მე კრისტიანი მიყვარს, მიხაელმა კი ჩემი მდგომარეობით ისარგებლა“, – განაცხადა დანიელამ.
ამ ამბავმა ლელი შეაწუხა, მაგრამ გამოსავალი იპოვა. მან განაცხადა, რომ დანიელას ღალატს აპატიებს, თუმცა ბავშვს დნმ-ის ანალიზს აუღებს, რათა იცოდეს, მომავალში ბალაკის შვილს გაზრდის თუ საკუთარს. რაც შეეხება მიხაელის ცოლს, იგი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.