მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სპორტსმენი
თანამედროვე საზომებით რომ გავზომოთ, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სპორტსმენი მეგოლფე ტაიგერ ვუდსია. მას სპორტული კარიერის განმავლობაში მილიარდი დოლარი აქვს ნაშოვნი, მაგრამ ეს თეორია გასულ კვირას დაინგრა. ჩიკაგოელმა პროფესორმა პიტერ სტარკმა აღმოაჩინა, რომ მსოფლიოს ყველა დროის უმდიდრესი სპორტსმენი ვუდსი კი არა, გაი დიოკლი იყო.
„გაი რომის იმპერიის დროს ცხოვრობდა და ცხენებით რბოლაში იღებდა მონაწილეობას. იგი დაუმარცხებელი გახლდათ და კარიერაში საპრიზო თანხად მთლიანობაში 35 863 120 სესტერცი მიიღო. ეს თანხა თანამედროვე საზომებით 15 მილიარდი დოლარია და თანამედროვე სპორტსმენებს შეუძლიათ, თავი დახარონ – ამ შედეგს ისინი ვერასოდეს გაიმეორებენ“, – განაცხადა სტარკმა.
სხვათა შორის, როგორც გამოჩენილი და დაუმარცხებელი სპორტსმენის, გაი დიოკლის ძეგლი დღემდეა შემორჩენილი.