აბრამოვიჩმა ჯიბეს მოუჭირა
რომან აბრამოვიჩმა ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელები შოკში ჩააგდო. საქმე ისაა, რომ სეზონის წინა სხდომაზე რუსმა ოლიგარქმა პრემიების დარიცხვის ახალი სისტემის შესახებ გამოაცხადა.
„აქამდე ასე იყო – ფეხბურთელები პრემიას ყოველი მოგებული შეხვედრის შემდეგ იღებდნენ, მომავალში კი ასე აღარ იქნება. გუნდი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს პრემიას, თუ ტიტულს მოიგებს. ცალკე თანხა იქნება ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის – ცალკე შეფასდება ჩემპიონთა ლიგა და ცალკე – ქვეყნის თასი. საერთო ჯამში, თუ ყველაფერს მოიგებთ, თითოეული თქვენგანის ბიუჯეტი 200 ათასი გირვანქით შეივსება“, – უთხრა აბრამოვიჩმა ფეხბურთელებს.
არადა, ძველი სისტემით თითოეულ მოთამაშეს წლის ბოლოს მეოთხედი მილიონი გამოსდიოდა და რაც მთავარია, ამისთვის სულაც არ იყო აუცილებელი რომელიმე ტიტული მოეგოთ.