კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუჟი – მაკიაჟის ბოლო და მთავარი შტრიხი


რუჟი, გარდა იმისა, რომ კანს განსაკუთრებულ ელფერს აძლევს, მას შეუძლია, სახეს თქვენთვის სასურველი ოვალი მისცეს, თუ, რა თქმა უნდა, გეცოდინებათ მისი სათანადოდ წასმის ტექნიკა.

ამ სეზონზე აქტუალურია სახის ოვალის ბუნებრივი კორექცია, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ მუქი ტონალობის რუჟი, შემდეგ კი ის „გამოაცოცხლეთ“ ღია ტონალობის რუჟით, რომელიც ფერით შეესაბამება თქვენი ტუჩის საცხისა და თმის ფერს.

გახსოვდეთ ერთი ოქროს წესი: რაც უფრო მუქია თქვენი სახის კანი, მით მკვეთრი ფერის რუჟი შეგიძლიათ წაისვათ.

ბუნებრივად ოვალური სახე კორექციას არ საჭიროებს. ამიტომ, საკმარისია, ღაწვებზე გადაისვათ ღია ვარდისფერი რუჟი.

სამკუთხედი სახე ასევე არ საჭიროებს დიდი რაოდენობით რუჟის წასმას კორექციის მიზნით, რადგან მუქი შეფერილობა ვიზუალურად ისედაც ავიწროებს სახეს. განიერი და კვადრატული სახისთვის კი ეს, უბრალოდ, აუცილებელია.

ახლა გასწავლით, როგორ უნდა წაისვათ რუჟი:

ა) თუ ოვალური სახე გაქვთ, რუჟი გაისვით ღაწვზე თვალის ქვედა ხაზის პარალელურად, შემდეგ, მკრთალი სამკუთხედის ფორმა მიეცით ქვემოთ, ყბისკენ მიმართულებით;

ბ) კვადრატულ სახეს მოუხდება ღაწვის ოდნავ ქვემოთ – რუჟი მოისვით ოდნავ გაღუნული ხაზით და წაიღეთ ყბისკენ;

გ) მრგვალ სახეს მოუხდება საფეთქლებისკენ გაწელილი სამკუთხედი, რომელიც ტუჩების მხარეს უფრო ბაცი იქნება. რუჟის ზედა ხაზი ოდნავ ჩაზნიქეთ;

დ) სამკუთხედ სახეზე სასურველია, რუჟი წაისვას ღაწვების ამობურცული „ვაშლების“ ოდნავ ქვემოთ და ყურის ბიბილოსკენ გაიკეთოთ უფრო მკვეთრი შეფერილობა, ქვემოთა ნაწილი კი თანდათან უნდა ბაცდებოდეს.

გახსოვდეთ: რუჟი მაკიაჟის ბოლო და მთავარი შტრიხია, მაგრამ დიდად ნუ გაგიტაცებთ ლოყის გაწითლება (მით უმეტეს – გაყავისფრება), რადგან წელს მოდაშია მაქსიმალური ბუნებრიობა.


скачать dle 11.3