კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აჩენს თუ არა ზღვის წყალი ფრჩხილების დაავადებებს და როგორ მივხედოთ ზღვიდან ჩამოსვლის შემდეგ გაუხეშებულ და დაზიანებულ თმას

 

– ზღვიდან ჩამოსვლის შემდეგ თმა ძალიან უხეში და ურჩი ხდება, რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ ვუშველოთ დაზიანებულ თმას?

ვასილი უზოევი: დიახ, მარილიანი წყალი თმას აუხეშებს, იმისთვის რომ, დაზიანებული თმა აღდგეს, უპირველესად, უნდა შევიჭრათ თმის ბოლოები და შემდეგ წავისვათ მკვებავი ზეთი. იგი თმას აჯანსაღებს, კვებავს და ბუნებრივ ბზინვარებას აძლევს. მაგრამ, იმისთვის რომ, თმა ბოლომდე გავაჯანსაღოთ და დავუბრუნოთ ძველებური ბზინვარება, საჭიროა, ყოველი დაბანის წინ, გავიკეთოთ თმის ნიღაბი. ნელ-ნელა დღეებს შეამცირებთ და ბოლოს კვირაში ერთხელ გაიკეთებთ მას.

– გამიგია, მარილიანი წყალი თმაზე იმდენად ცუდად მოქმედებს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მისი შეღებვაც კი შეუძლებელიაო...

– არის მსგავსი შემთხვევები, მაგრამ ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს საღებავის ხარისხსაც. თუ საღებავი კარგი ხარისხისაა, მაშინ თმის შეღებვა პრობლემა არ იქნება, მაგრამ, თუ მაინც ვერ შეიღებეთ, წაისვით რომელიმე კარგი ფირმის თმის ნიღაბი და აუცილებლად კარგი ბალზამით დაიბანეთ თმა. გარკვეული დროის შემდეგ კარგ შედეგს მიიღებთ. მარილიანი წყალი თმას ძალიან აზიანებს, ამიტომ თავიდანვე უნდა ვიზრუნოთ თმაზე, ამისთვის კი საჭიროა, სანამ მზეზე გავალთ სპეციალური ზეთი წავისვათ, რომელიც თმას მარილიანი წყლისა და მზის ზემოქმედებისგან იცავს. თუ ამაზე თავიდანვე ვიზრუნებთ, შემდგომ თმის გამაჯანსაღებელი პროცედურები აღარ დაგვჭირდება. ამიტომ, ყველას ვურჩევ, თავიდანვე იფიქრეთ ამაზე და შეიძინეთ სპეციალური ზეთი. ნებისმიერ ფირმას აქვს მსგავსი ზეთები, მაგრამ მე მაინც „ლორეალის“ ფირმისას გირჩევთ. იგი საკმაოდ კარგად იცავს თმას დაზიანებისგან. თუ მას სისტემატურად იხმართ, თქვენი თმა მუდამ ჯანმრთელი და ლამაზი იქნება.

– იქნებ რამე ისეთი ნიღაბი გვასწავლოთ, რომლის დამზადება სახლის პირობებშიც შეიძლება.

– ას გრამ მაიონეზში შეურიეთ A, B და E ვიტამინები – თითო-ათი თხუთმეტი წვეთი. კარგად შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ საათ-ნახევარი, ორი საათი. შემდეგ ჩამოიბანეთ მხოლოდ წყლით. მაშინვე შამპუნით დაბანა სასურველი არ არის, რადგან ვიტამინები აღარ შენარჩუნდება და პროცედურას აზრი აღარ ექნება. თუმცა, ზოგიერთ თმას მარილიანი წყალი ძალიან უხდება, ვიცი, ისეთებიც, ზღვიდან ჩამოსვლის შემდეგ თმა რომ ურბილდებათ. ეტყობა, მარილიანი წყალი მათზე კარგად მოქმედებს.

– მარილიანი წყალი და მზის სხივები სახის კანზეც არანაკლებ ცუდად მოქმედებს, როგორ მივხედოთ გაუხეშებულ კანს?

რუსა მამასახლისი: საერთოდ, მარილიანი წყალი და შემდეგ მზე ძალიან აშრობს სახის კანს. ამიტომ, უპირველესად, უნდა გაიწმინდოთ სახის კანი, შემდეგ თქვენი კანის შესაფერისი ნიღაბი გაიკეთოთ. მე გირჩევთ, გერმანულ ფირმა „იანსენს”. ის ძალიან უხდება სახის კანს და აქვს საუკეთესო ნიღბები – ეგრეთ წოდებული ჟანგბადის ამპულები, რომლებიც კანს ძალიან კარგად კვებავს. კვირაში ორჯერ წაისვით სკრაბი, უმჯობესია მცენარეული. აფთიაქებში იყიდება ძალიან კარგი მკვებავი კრემები, რომლებიც დღეში ორჯერ უნდა წაისვათ – დილა-საღამოს.

– იქნებ, გვასწავლოთ რაიმე ნიღაბი, რომელსაც სახლში დავამზადებთ?

– ძალიან კარგია ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები. მაგალითად, წაისვით კიტრის ქერქი და გაიჩერეთ 15-20 წუთი. ეს ძალიან კარგად წმენდს კანს. ასევე, სასარგებლოა სტაფილო, გახეხეთ და ისე წაისვით. ძალიან კარგია მოხარშული კომბოსტოს ფურცლები, დაიდეთ კანზე და 20 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ.

– ზღვიდან ჩამოსვლის შემდეგ რამდენ ხანშია რეკომენდებული ეპილაციის გაკეთება?

– სანამ რუჯი არ გადავა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეპილაციის გაკეთება სხეულის არც ერთ ნაწილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება კანზე ლაქებად დაგრჩეთ, მერე მისი მოშორება არც ისე ადვილია. ამიტომ დაიცადეთ, სანამ ბოლომდე არ გადაგივათ რუჯი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს სხეულის ადგილს – იქნება ეს სახე თუ ტანი. თუ ჩვეულებრივი ცვილით იკეთებთ ეპილაციას, მაშინ პრობლემა არ არის, იმ დღესვე შეგიძლიათ გაიკეთოთ.

– ეპილაციის შედეგად დარჩენილი ლაქები როგორ მოვიშოროთ?

– უნდა გაიკეთოთ პილინგი, ანუ სახის ზედაპირული გაწმენდა. იგი შედგება რამდენიმე პროცედურისგან. პილინგი ორი სახისაა. არის რეზინის და თიხის. აუცილებელია 4-5-ჯერ მაინც გაიკეთოთ, რომ შედეგი მიიღოთ.

– როგორც შევიტყვეთ, მარილიანი წყალი და მზის სხივები სახის კანსა და თმაზე ძალიან ცუდად მოქმედებს, რა ხდება ამ შემთხვევაში ფრჩხილებთან დაკავშირებით?

ნადია ოდიშელიძე: ფრჩხილების შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. ანუ, ზღვის წყალი მას ძალიან უხდება, ფრჩხილებს ამაგრებს. ერთადერთი შეიძლება, ფრჩხილი ოდნავ გამოშრეს. ამიტომ, შეიძინეთ სამკურნალო ზეთი და ყოველ საღამოს წაისვით ნუნებზე. 15 დღეში ნახავთ შედეგს.

– ზღვაზე წასვლის წინ ფრჩხილებზე რაიმე პროცედურები ხომ არ ჩავიტაროთ, რომ ზღვის წყალმა არ გამოაშროს?

– დიახ, ძალიან კარგი იქნება თუ რამდენიმე პროცედურას ჩაიტარებთ. მე გასწავლით როგორ გაიკეთოთ მარილიანი წყლის აბაზანები. აფთიაქში შეიძინეთ ზღვის მარილი. ერთ ჯამ წყალს დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი მარილი. გაიკეთეთ ათი დღის განმავლობაში. ათი დღე დაისვენეთ და შემდეგ ისევ გაიმეორეთ. ფრჩხილებისთვის ასევე ძალიან კარგია ლიმონის წვენი და ყოველ საღამოს წაისვით ფრჩხილებზე. ვისაც მშრალი ფრჩხილი აქვს, ძალიან კარგია მიიღოს A ვიტამინი.

– ზღვის წყალი ფრჩხილების დაავადებებს ხომ არ აჩენს?

– არა, ზღვის წყალმა შეიძლება კანზე მისცეს ადამიანს ალერგია, თორემ ფრჩხილებზე აბსოლუტურად არანაირ უკუჩვენებას არ იწვევს. პირიქით, იგი ძალიან კარგად მოქმედებს ფრჩხილებზე – ამაგრებს და ელასტიკურობას ჰმატებს. ერთადერთი, ჩემი რჩევა იქნება, ზღვაზე გასვლის წინ ლაკი არ წაისვათ ფრჩხილებზე. ის ფრჩხილს ფარავს და საშუალებას არ აძლევს, რომ მას მზე მოხვდეს.


скачать dle 11.3