კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ჯობია ავარია არ ავიცილოთ თავიდან



ქუჩებსა თუ ტრასებზე ავარიის შემსწრე ან მონაწილე ალბათ ბევრჯერ ყოფილხართ. ავტოსაგზაო შემთხვევისთანავე მძღოლებს შორის იწყება განხილვა, თუ ვინ არის დამნაშავე და ვის რა წვლილი მიუძღვის ავარიის მოხდენაში. პროფესიონალი მრბოლელი გიგა ლორთქიფანიძე დღევანდელ ინტერვიუში აგვიხსნის, ამა თუ იმ მარტივ სიტუაციაში, ვინ არის დამნაშავე.



გიგა ლორთქიფანიძე: ავარიების შესწავლა და მათი ანალიზი ექსპერტების საქმეა. თუმცა, თბილისის და ზოგადად, საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში, გადატვირთული მოძრაობის გამო, ძალიან ხშირია ისეთი ავარიები, რომლებიც არ აზიანებს ადამიანების სიცოცხლეს და ავტომობილსაც პატარა კვალს უტოვებს. ასეთ დროს, ძირითადად, არ იძახებენ ხოლმე საპატრულო პოლიციას და ექსპერტებს. მძღოლები, დანაშაულის მიხედვით, თავად არკვევენ, რომელი გააკეთებს როგორც თავის, ისე მის მიერ დაზიანებულ სხვის ავტომობილს. გარკვევა ადვილია, როდესაც რომელიმე მათგანი საგზაო ნიშანს, შუქნიშანს, გზაჯვარედინზე გასვლის წესს არ დაემორჩილება, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ორივეს საკუთარი სიმართლე აქვს.

– ერთი შემთხვევა არასდროს იწვევს დავას, თუ უკნიდან დაეჯახე ვინმეს, აპრიორი დამნაშავე შენ ხარ, ანუ მსგავსი შეჯახება არც ირჩევა.

– ასეა. საქართველოში და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, საგზაო წესებით გათვალისწინებულია, რომ ავტომობილებს შორის მანძილი საკმაოდ დიდი უნდა იყოს. ალბათ, ხშირად გვინახავს, რომ იგივე შუქნიშანთან გაჩერების დროს, როგორ ახლოს, „კრილო-კრილოზე“ მიდებული დგებიან ავტომობილები. ამ დროს არც შენ იტოვებ გზის ასავლელს. ბევრჯერ მინახავს, წინ მდგომი ავტომობილი ჩამქრალა ან რაიმე პრობლემა შექმნია. უკან მდგომი მძღოლები კი გიჟებივით უსიგნალებენ, რადგან ასავლელი ადგილი არ დაიტოვეს და ეს მათივე ბრალია. იგივე სიტუაციაა აღმართზე. ვთქვათ, ვარაზისხევზე გაჩერებისას, წინა ავტომობილთან უკან მდგომს ერთი კორპუსი, ანუ დაახლოებით, ორი მეტრი უნდა აშორებდეს. ძალიან ბევრია, ვისაც ან ახალი ნასწავლი აქვს ტარება ან გარკვეული მექანიზმი გაუმართავია და წინ დაძვრისას ავტომობილი ოდნავ უკან უგორდება, ამიტომ დღეში, ალბათ, რამდენჯერმე ასეთი შეჯახება ხდება.

– ანუ თუ ავტომობილი ოდნავ გორდება უკან და გეჯახება, ეს მისი ბრალი არ არის?

– არა. არადა, უამრავ მომენტს შევსწრებივარ, როდესაც ასე ოდნავ დაგორებულა ავტომობილი და უკან მდგომი ადანაშაულებდა, თანაც ისე, რომ მას უნდა გაეკეთებინა ორივე დაზიანებული ავტომობილი. არადა, პირიქით თუ ავტომობილი აღმართზე ოდნავ უკან დაგიგორდა და უკან მდგომ ავტომობილს დაეჯახე, ეს მისი ბრალია, რადგან საჭირო დისტანცია არ დაიცვა. ამის წაკითხვა ალბათ განსაკუთრებით ახალბედა მძღოლებს გაახარებთ, რადგან ისინი ყველაზე მეტად სწორედ იგივე, იმ ვარაზისხევზე და მსგავს აღმართებზე ასვლისას, ნერვიულობენ და ხშირად მანქანაც უქრებათ.

– კარგი, აღმართზე დაახლოებით ორი მეტრია დისტანცია, მაგრამ რამდენია სწორ გზაზე? შუქნიშანთან ხომ იმდენად ახლოს დგანან ერთმანეთთან, თითქოს სხვის ავტომობილში ზიხარ.

– იმხელა მანძილი არ უნდა იყოს, რომ სხვა ავტომობილი ჩაეტიოს, ანუ წინ ჩაგიდგეს, მაგრამ ავტომობილის სიგრძის ნახევარი მაინც უნდა იყოს დაცული. რაც შეეხება მოძრაობას, აქ ორი და სამი მეტრიც ძალიან ცოტაა. ქალაქის პირობებში მოძრაობისას მინიმუმ, ხუთმეტრიანი შუალედი მაინც უნდა იყოს დაცული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა სისწრაფით მოძრაობ. თუ მაღალი სიჩქარით მიდიხარ, ეს მანძილი კიდევ უფრო მეტად იზრდება. შესაბამისად, შეუძლებელია, ხუთი მეტრის რადიუსში გაჰყვე წინ მიმავალ ავტომობილს ტრასაზე. იქ მანძილი გაცილებით იზრდება.

– კიდევ ერთი სიტუაცია, რომელიც ასევე ძალიან ხშირია ქუჩებში: მიდიხარ მეორე ზოლში, პირველ ზოლში ზუსტად შენს გვერდით მოდის სხვა ავტომობილი. ამ დროს შენ ვიღაც გაგისწრებს და იმდენად შეგზღუდავს, შეგაშინებს, რომ ინსტინქტურად მარჯვნივ იღებ საჭეს და შესაძლოა პირველ ზოლში მიმავალ ავტომობილს დაეჯახო. ვინ არის ასეთ სიტუაციაში დამნაშავე?

– რა თქმა უნდა, შენ. (იცინის) მას, რადგან გასწრებდა და არ შეგხებია, ვერანაირად დაადანაშაულებ. მით უფრო, რომ საერთოდ არც გაჩერდება. მაგრამ, ის რომც გაჩერდეს, გვერდით მიმავალთან შენ ხარ დამნაშავე. არ შეიძლება საჭის მარჯვნივ აღება თვითგადარჩენის მიზნით. ამ დროს შენს ავტომობილს მარჯვენა მხარეს, გვერდით მიმავალი ავტომობილის მძღოლს ურტყამ. ამ დროს პირველი, რაც უნდა გაგეკეთებინათ ეს დამუხრუჭებაა და თუ უკნიდან ვინმე შეგეჯახებოდათ, ის იქნებოდა დამნაშავე და არა თქვენ, რადგან დისტანცია ვერ დაიცვა, მეორე – მაქსიმალურად უნდა გეცადათ, რომ აგერიდებინათ ისე, ორივე გადარჩენილიყავით და მესამე – ჯობდა, მას გაესვა გვერდი, რადგან თქვენ გვერდით მყოფს გაცილებით სერიოზულად დააზიანებდით.


скачать dle 11.3