ვისთვის არ არის სასურველი საფუარით გამომცხვარი პურის ჭამა
დღეს უკვე ყველგან იყიდით ჭვავის, ხორბლის ფქვილის ან მათი ნარევისგან გამომცხვარ რუხ პურს. ჭვავის პური დაბალკალორიულია, მაგრამ მდიდარია B1, B3 ვიტამინებით. ასევე, ფოლის მჟავითა და რკინით. ამის გამო, ის ბიოლოგიურად უფრო ხარისხიანია.
მაღალი და უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი გასუფთავების პროცესს რამდენჯერმე გადის, ამიტომ, რიგ სასარგებლო თვისებებს კარგავს. გაცილებით სასარგებლოა მეორე ხარისხის ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი პური.
საფუარით გამომცხვარ პურს უნდა მოერიდონ ის ადამიანები, ვისაც თირკმელები, ნაღვლის ბუშტი, სანაღველე გზები, სოკოვანი დაავადებები და ალერგია აწუხებთ. დიაბეტიანებმა კი აუცილებლად უსაფუარო პური უნდა ჭამონ, რადგან ის ძნელი მოსანელებელია.
ახალგამომცხვარი პურის ჭამას უნდა მოერიდონ ის ადამიანები, ვისაც გასტრიტი ან კოლიტი აწუხებთ. საფუარიანი პური გაცილებით დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და უკეთესად შეითვისება. თუ მკაცრი უკუჩვენება არ გაქვთ, პური გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ მიირთვათ.
ჯანსაღი კვებისთვის ყველაზე სასარგებლო საკვები ბოჭკოებით გამდიდრებული პურია, რომელსაც ხორბლის ჩენჩო, ღერღილი და მსხვილად დაფქული მარცვლეული შეიცავს. საკვები ბოჭკოები იზიდავს მავნე ნივთიერებებს და შემდეგ ორგანიზმიდან ადვილად გამოდევნის მათ.
მსხვილად დაფქული ხორბლის პური ნაკლებკალორიულია და რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჭარბი წონა და გულის დაავადებები აწუხებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად.
უმარილო პური სასარგებლოა თირკმელებით, ჰიპერტონიით, გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებული ადამიანებისთვის.
ასი გრამი პური ვიტამინებისა და მიკროელემენტებზე ადამიანის ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებას, დაახლოებით, 40 პროცენტით აკმაყოფილებს.