კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება საშიში მუცლის ტკივილი და საკვერცხის კისტა


ყველაზე ხშირი ფოლიკულური კისტაა და ის მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ამ დაავადების დროს, შესაძლოა, თავი იჩინოს ტკივილმა მუცლის ქვედა არეში, სიმძიმის შეგრძნებამ, მენსტრუალური ციკლის დარღვევამ. თუ გართულდა, არ არის გამორიცხული, უშვილობის მიზეზიც გახდეს. მას ხშირად თან ერთვის საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება, სხვა სახის კისტები, საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის პოლიპები და სხვა. ამ სახის კისტა შესაძლებელია, ფუნქციური იყოს ანუ ჰორმონული დარღვევების, საკვერცხეების მსუბუქი პათოლოგიის შედეგად წარმოიქმნას და ძირითადი დაავადების, მაგალითად, ჰორმონული დისბალანსის, საკვერცხეების პათოლოგიის აღკვეთის შედეგად უპრობლემოდ და უკვალოდ გაქრეს;

ყვითელი სხეულის კისტა შედარებით იშვიათია. კისტა წარმოიქმნება სხვადასხვა მიზეზის გამო, ყვითელ სხეულში ლიმფის და სისხლის მიმოქცევის დარღვევით. ყვითელი სხეული საკვერცხის შემადგენელი ნაწილია, რომელიც აკონტროლებს ორსულობის მიმდინარეობას და მენსტრუალურ ციკლს. ყვითელი სხეულის კისტა ხშირად თავს არ იჩენს რომელიმე განსაკუთრებული სიმპტომით. იშვიათად ქალს აღენიშნება ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. კისტა ფუნქციური ხასიათისაა და შესაძლოა, თავად განიკურნოს;

დერმოიდული კისტა შედგება ცხიმოვანი სითხის, გამკვირვებული უბნების და ჩანასახოვანი ელემენტებისგან. ამიტომ, ის აუცილებლად უნდა ამოიკვეთოს.

საკვერცხის კისტომები საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეებია. მათი სიგრძე სხვადასხვაა და რაც უფრო გრძელია, მით მეტია გასკდომის საშიშროება. კისტომებს ხშირად თან ახლავს ტკივილის შეგრძნება მუცლის არეში, სიგამხდრე. კისტა საკვერცხისგან იკვებება, მისგან იღებს სისხლის მარაგს. მისი არსებობისას ადამიანს შესაძლოა, დაეწყოს მწვავე ხასიათის, ძლიერი, უეცარი ტკივილი მუცლის ქვედა არეში, რასაც თან ერთვის გულისრევა, არტერიული წნევის დაქვეითება, პულსის გახშირება, კანის გაფერმკრთალება და ასე შემდეგ. მუცლის კუნთები მაგრდება, შესაძლოა, მუცელი შეიბეროს და ტემპერატურამაც მოიმატოს. ასეთ დროს ქირურგიული ჩარევა, უბრალოდ, აუცილებელია. არ შეიძლება ტკივილგამაყუჩებლების მიღება, ოყნის გაკეთება, სათბურას დადება მუცელზე;

ფუნქციური კისტები თუ თავისთავად არ გაიწოვება, დაახლოებით, ორი-სამი თვის განმავლობაში, მაშინ აუცილებელია ოპერაციული ჩარევა და დაზიანებული საკვერცხის ამოკვეთა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, ქალმა სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს, დროულად და სწორად იმოქმედოს, რათა შემდგომ გართულებებსა და პრობლემებს დააღწიოს თავი.


скачать dle 11.3